https://sputnik-georgia.com/20230424/saqartvelos-gzebze-axali-proeqti-iwyeba-gamonabolqvi-277023449.html
გზებზე ახალი პროექტი იწყება - მავნე ნივთიერებებზე ტრანსპორტის გამონაბოლქვს შეამოწმებენ
გზებზე ახალი პროექტი იწყება - მავნე ნივთიერებებზე ტრანსპორტის გამონაბოლქვს შეამოწმებენ
Sputnik საქართველო
ქალაქების გზებზე ავტომობილებს მავნე გამონაბოლქვზე შეამოწმებენ და დარღვევების შემთხვევაში მძღოლებს ჯარიმებს დააკისრებენ. 24.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-24T18:04+0400
2023-04-24T18:04+0400
2023-04-24T21:53+0400
ტრანსპორტი საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/14/261316933_242:405:2104:1452_1920x0_80_0_0_a8b77b88c409ced92b200ac5bba93c50.jpg
თბილისი, 24 აპრილი — Sputnik. ტრანსპორტის მავნე ნივთიერებების გამონაბოლქვზე შემოწმების საპილოტო პროექტი საქართველოს ოთხ ქალაქში ივნისიდან ამოქმედდება, განაცხადა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ტარიელ ირემაძემ. საპილოტო პროექტი იწყება თბილისის, რუსთავის, ბათუმისა და ქუთაისის გზებზე. სატრანსპორტო საშუალებას შერჩევით გააჩერებენ. ფიზიკური პირის შემთხვევაში სანქცია განისაზღვრება 100 ლარით, ხოლო 30 დღის განმავლობაში განმეორების შემთხვევაში ჯარიმა გასამმაგდება და 300 ლარი გახდება. იურიდიული პირი დაჯარიმდება 500 ლარით პირველ შემთხვევაში, ხოლო თუ დარღვევა გამეორდება – 1,5 ათასი ლარით. ირემაძის თქმით, ტრანსპორტის შემოწმების პროცესში პირველ ეტაპზე ათი ეკიპაჟი მიიღებს მონაწილეობას. საქართველოში 2023 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა ცვლილებები ტექნიკურ რეგლამენტში გეგმური ტექდათვალიერებისთვის. დაწესდა უფრო მკაცრი ნორმები მავნე გამონაბოლქვთან დაკავშირებით. კერძოდ, ბენზინზე მომუშავე ავტომობილებისთვის გამონაბოლქვის (CO) ნორმა 0,6%-დან 0,55%-მდე შემცირდა. საქართველოში იზრდება ჯარიმა ტექდათვალიერების არქონის გამო>>ამასთან, 2023 წლის 1 თებერვლიდან ფასიანი გახდა განმეორებითი ტექნიკური დათვალიერება. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ზომების გამკაცრების მიზეზი პირველი დათვალიერებისას ავტომობილების ნორმებთან ხშირი შეუსაბამობა გახდა. საქართველოში ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური დათვალიერება სავალდებულო 2019 წლის 1 იანვრიდან გახდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/14/261316933_117:401:2056:1855_1920x0_80_0_0_c6376238ae29f9bd136c4785f5f69a8f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ტრანსპორტი საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, გარემოს დაცვა და ეკოლოგია
ტრანსპორტი საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, გარემოს დაცვა და ეკოლოგია
გზებზე ახალი პროექტი იწყება - მავნე ნივთიერებებზე ტრანსპორტის გამონაბოლქვს შეამოწმებენ
18:04 24.04.2023 (განახლებულია: 21:53 24.04.2023) ქალაქების გზებზე ავტომობილებს მავნე გამონაბოლქვზე შეამოწმებენ და დარღვევების შემთხვევაში მძღოლებს ჯარიმებს დააკისრებენ.
თბილისი, 24 აპრილი — Sputnik. ტრანსპორტის მავნე ნივთიერებების გამონაბოლქვზე შემოწმების საპილოტო პროექტი საქართველოს ოთხ ქალაქში ივნისიდან ამოქმედდება, განაცხადა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ტარიელ ირემაძემ.
საპილოტო პროექტი იწყება თბილისის, რუსთავის, ბათუმისა და ქუთაისის გზებზე. სატრანსპორტო საშუალებას შერჩევით გააჩერებენ.
„პირველ ეტაპზე საქართველოს ოთხ დიდ ქალაქში – თბილისში, ბათუმში, რუსთავში და ქუთაისში საპილოტო რეჟიმში განახორციელებენ გზებზე ნებისმიერი ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალების გაჩერებას და მავნე ნივთიერებების გამონაბოლქვზე შემოწმებას... თუ დადგინდება კონკრეტული მავნე ნივთიერებების გადაჭარბება, სანქციები დაწესდება", – განაცხადა ირემაძემ პრესკონფერენციაზე.
ფიზიკური პირის შემთხვევაში სანქცია განისაზღვრება 100 ლარით, ხოლო 30 დღის განმავლობაში განმეორების შემთხვევაში ჯარიმა გასამმაგდება და 300 ლარი გახდება.
იურიდიული პირი დაჯარიმდება 500 ლარით პირველ შემთხვევაში, ხოლო თუ დარღვევა გამეორდება – 1,5 ათასი ლარით.
ირემაძის თქმით, ტრანსპორტის შემოწმების პროცესში პირველ ეტაპზე ათი ეკიპაჟი მიიღებს მონაწილეობას.
საქართველოში 2023 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა ცვლილებები ტექნიკურ რეგლამენტში გეგმური ტექდათვალიერებისთვის. დაწესდა უფრო მკაცრი ნორმები მავნე გამონაბოლქვთან დაკავშირებით. კერძოდ, ბენზინზე მომუშავე ავტომობილებისთვის გამონაბოლქვის (CO) ნორმა 0,6%-დან 0,55%-მდე შემცირდა.
ამასთან, 2023 წლის 1 თებერვლიდან ფასიანი გახდა განმეორებითი ტექნიკური დათვალიერება. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ზომების გამკაცრების მიზეზი პირველი დათვალიერებისას ავტომობილების ნორმებთან ხშირი შეუსაბამობა გახდა.
საქართველოში ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური დათვალიერება სავალდებულო 2019 წლის 1 იანვრიდან გახდა.