შალვა პაპუაშვილი: საქართველო ევროკავშირისგან სამართლიან გადაწყვეტილებას ელოდება

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოსა და ევროკავშირის დროშები
საქართველოსა და ევროკავშირის დროშები - Sputnik საქართველო, 1920, 24.04.2023
გამოწერა
გასული წლის ივნისში ევროკავშირის გადაწყვეტილება საქართველოს მიმართ არ იყო სამართლიანი, განაცხადა პარლამენტის სპიკერმა.
თბილისი, 24 აპრილი – Sputnik. ევროკავშირმა უნდა მიიღოს სამართლიანი გადაწყვეტილება და დააყენოს საქართველო ისეთივე პოზიციაში, როგორშიც დღეს უკრაინა და მოლდოვა არიან, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
ევროკავშირი საქართველოს მიერ 12 პირობის შესრულებას 2023 წლის გაზაფხულზე შეაფასებს, ხოლო ევროკომისიის ოფიციალური დასკვნა შემოდგომაზე იქნება მზად.

„სამწუხაროდ, კითხვარზე იანვარში გამოქვეყნებულმა შეფასებამ გვაჩვენა, რომ შარშან, ივნისში საქართველოსთან მიმართებით გადაწყვეტილება სამართლიანი არ იყო. იმედი მაქვს, ამ ჯერზე ევროკავშირი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს და საქართველოს დააყენებს იმავე პოზიციაზე, სადაც დღეს არიან უკრაინა და მოლდოვა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

სპიკერის თქმით, სამართლიანი გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია, რათა შენარჩუნებული იყოს ტრიო, რომელიც არსებობს მოლდოვა–უკრაინა–საქართველოს სახით. მეორე მხრივ, გადაწყვეტილება საქართველოსთან დაკავშირებით არის არა მხოლოდ ერთი ქვეყნის, საქართველოს მიმართ, არამედ ეს არის ევროკავშირის პოზიცია რეგიონის მიმართ.
„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმა ხელახლა გაიაზროს საკუთარი გეოპოლიტიკური როლი რეგიონში. გააცნობიეროს, რომ საქართველოსთვის პასუხი ამავე დროს ნიშნავს პოზიციას რეგიონის მიმართ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
დარჩა სამი: „ოცნება“ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად რეკომენდაციებს ასრულებს >>
შალვა პაპუაშვილი 24-25 აპრილს ევროკავშირის პარლამენტების თავმჯდომარეთა (EUSC) ყოველწლიურ კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას.
საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად განაცხადი 2022 წლის 3 მარტს შეიტანა. ევროპულმა საბჭომ 2022 წლის ივნისში მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარების შესახებ და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და სხვ. იმავე დღეს ევროპულმა საბჭომ უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილება მიიღო.
ყველა ახალი ამბავი
0