მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

გამოუცხადეთ პროტესტი ჩინეთის ელჩებს: ლიეტუვა ევროპის ქვეყნებს მიმართავს

CC BY 2.0 / Mr.TinDC / Lithuanian Embassy Flagლიეტუვის დროშა
ლიეტუვის დროშა - Sputnik საქართველო, 1920, 24.04.2023
გამოწერა
თბილისი, 24 აპრილი − Sputnik. ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროპელ კოლეგებს მოუწოდა, პროტესტი გამოუცხადონ თავიანთ ქვეყნებში ჩინეთის ელჩებს საფრანგეთში ჩინეთის ელჩ ლუ შაეს განცხადების გამო, რომელმაც ეჭვქვეშ დააყენა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების სუვერენიტეტი.

„ველით, რომ ჩვენი პარტნიორები ყველანაირად დაგვიჭერენ მხარს, ანუ სხვა დედაქალაქებს შეუძლიათ დაიბარონ ელჩები და აცნობონ, რომ არ იღებენ ასეთ განცხადებებს, ან განმარტება მოსთხოვონ მათ. <...> როგორც ყოველთვის, ამ შემთხვევაშიც ვითხოვთ სოლიდარობას, ვინაიდან ეს რაღაც ახალია, ასეთი რამ მანამდე არ გვინახავს“, — განაცხადა ლანდსბერგისმა ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე.

მან ასევე აღნიშნა, რომ ბალტიისპირეთის სამივე რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებში უკვე გამოიძახეს ჩინეთის ელჩები და პროტესტი გამოუცხადეს მათ.
მანამდე ლუ შაემ ტელეარხ LCI-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს მოქმედ საერთაშორისო სამართალში სტატუსი არ აქვთ, ვინაიდან „არ არსებობს საერთაშორისო შეთანხმება, რომელიც მათ, როგორც სუვერენული ქვეყნების სტატუსს აკონკრეტებს“.
აღსანიშნავია, რომ ასეთი შეთანხმება საჭირო არც არის, ვინაიდან სსრკ-ის ყოფილმა რესპუბლიკებმა თავად გამოაცხადეს სუვერენიტეტი, სხვა სახელმწიფოებმა აღიარეს მათი დამოუკიდებლობა და მიიღეს გაეროში.
ამის პასუხად ევროპარლამენტის დაახლოებით 80-მა დეპუტატმა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრ კატრინ კოლონას წერილობით მოსთხოვა, გამოაცხადოს ჩინეთის ელჩი პერსონა ნონ გრატად.
როგორც ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დღეს განმარტეს, პეკინი პატივს სცემს ყველა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას.
ყველა ახალი ამბავი
0