https://sputnik-georgia.com/20230424/migracia-vis-azleven-tavsesafars-saqartvelosi-276998685.html
მიგრაცია: ვის აძლევენ თავშესაფარს საქართველოში
მიგრაცია: ვის აძლევენ თავშესაფარს საქართველოში
Sputnik საქართველო
საქართველოში თავშესაფარი 2023 წლის პირველ სამ თვეში 291-მა უცხოელმა ითხოვა. 24.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-24T10:34+0400
2023-04-24T10:34+0400
2023-08-23T09:04+0400
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/10/249458103_0:66:1280:786_1920x0_80_0_0_9ad79a28acd9bc84ff3b345b5c10fb6b.jpg
თბილისი, 24 აპრილი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლებამ 2023 წლის პირველ კვარტალში ჰუმანიტარული სტატუსი და ლტოლვილის სტატუსი მისცა 49 უცხოელს, ხოლო გააძევა უცხო ქვეყნის 165 მოქალაქე, ნათქვამია საქართველოს შსს-ს მასალებში. 1 იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით პერიოდში სტატუსის მიღებაზე უარი ეთქვა 153 უცხოელს, ყველაზე მეტი უარი ირანის მოქალაქეებზე მოდის (48). სტატუსის მინიჭებაზე უარის სიაშია ასევე თურქეთის 21 მოქალაქე, მიანმის 16, რუსეთის 9, ეგვიპტის 7 მოქალაქე და კიდევ 23 სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები. მთლიანობაში 2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოში თავშესაფარი ითხოვა 291-მა უცხოელმა. აქედან 68 უკრაინის მოქალაქეა, 49 – ირანის, 29 – თურქეთის, 24 – რუსეთის და 11 – ინდოეთის. ვის აძევებს საქართველო 2023 წლის 1 იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით პერიოდში საქართველომ ქვეყნიდან უცხოეთის 16 სახელმწიფოს 55 მოქალაქის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. გაძევებულთა ძირითადი წილი მოდის ირანის, აზერბაიჯანისა და ინდოეთის მოქალაქეებზე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/10/249458103_72:0:1208:852_1920x0_80_0_0_c4f487673758ee66c7e8e3e4a6d9940c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
მიგრაცია: ვის აძლევენ თავშესაფარს საქართველოში
10:34 24.04.2023 (განახლებულია: 09:04 23.08.2023) საქართველოში თავშესაფარი 2023 წლის პირველ სამ თვეში 291-მა უცხოელმა ითხოვა.
თბილისი, 24 აპრილი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლებამ 2023 წლის პირველ კვარტალში ჰუმანიტარული სტატუსი და ლტოლვილის სტატუსი მისცა 49 უცხოელს, ხოლო გააძევა უცხო ქვეყნის 165 მოქალაქე, ნათქვამია საქართველოს შსს-ს მასალებში.
უწყების ცნობით, საქართველომ ლტოლვილის სტატუსი მიანიჭა ორ უცხოელს – რუსეთის მოქალაქეს და გაურკვეველი მოქალაქეობის მქონე პირს. რაც შეეხება ჰუმანიტარულ სტატუსს, ის 47-მა უცხოელმა მიიღო, მათ შორისაა უკრაინის 39, ყაზახეთის სამი და დაუდგენელი მოქალაქეობის მქონე ხუთი პირი.
1 იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით პერიოდში სტატუსის მიღებაზე უარი ეთქვა 153 უცხოელს, ყველაზე მეტი უარი ირანის მოქალაქეებზე მოდის (48).
სტატუსის მინიჭებაზე უარის სიაშია ასევე თურქეთის 21 მოქალაქე, მიანმის 16, რუსეთის 9, ეგვიპტის 7 მოქალაქე და კიდევ 23 სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები.
მთლიანობაში 2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოში თავშესაფარი ითხოვა 291-მა უცხოელმა. აქედან 68 უკრაინის მოქალაქეა, 49 – ირანის, 29 – თურქეთის, 24 – რუსეთის და 11 – ინდოეთის.
2023 წლის 1 იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით პერიოდში საქართველომ ქვეყნიდან უცხოეთის 16 სახელმწიფოს 55 მოქალაქის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. გაძევებულთა ძირითადი წილი მოდის ირანის, აზერბაიჯანისა და ინდოეთის მოქალაქეებზე.