https://sputnik-georgia.com/20230424/evrokavsiris-elci-kezerasvilis-irgviv-vitarebaze-277019962.html
ევროკავშირის ელჩი კეზერაშვილის ირგვლივ სკანდალზე
ევროკავშირის ელჩი კეზერაშვილის ირგვლივ სკანდალზე
Sputnik საქართველო
საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი საერთაშორისო თაღლითური სქემის შესახებ ВВС-ს ჟურნალისტური გამოძიების ფიგურანტი გახდა. 24.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-24T16:27+0400
2023-04-24T16:27+0400
2023-04-24T20:31+0400
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
შემთხვევები
შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/04/18/277008128_0:57:2000:1182_1920x0_80_0_0_6eee318af0394cf520daf116b8036f5f.jpg
თბილისი, 24 აპრილი — Sputnik. ნებისმიერი უკანონო მოქმედება გამოძიებული უნდა იყოს, ხოლო პასუხისმგებელი პირები – პასუხისგებაში მიცემული, განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაცია ВВС-ს ჟურნალისტური გამოძიების კომენტარისას, სადაც საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრზე დავით კეზერაშვილზეა საუბარი. ბრიტანულმა სამაუწყებლო კომპანია ВВС-მ 12 აპრილს გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიების შედეგები, რომლის თანახმად საერთაშორისო თაღლითური სქემის უკან ისრაელის მოქალაქე დავით კეზერაშვილი დგას. ამ სქემის მიხედვით, ევროპელ პენსიონერებს სატელეფონო საუბრების დროს არწმუნებდნენ ვითომდა მომგებიანი ინვესტიციის ჩადებაში, სინამდვილეში კი მათ ფულს ითვისებდნენ. ВВС-ს ფილმში კეზერაშვილს ქოლ-ცენტრების დამფუძნებელს უწოდებენ და მას ახსენებენ, როგორც „მისტერ ოფშორს". „რა თქმა უნდა, თუ არის ნებისმიერი უკანონო საქმიანობა, რომელიც ფოკუსირებულია საქართველოს მოქალაქეებზე, ასევე სხვა ქვეყნების მოქალაქეებზე, უნდა იყოს გამოძიებული და ვინც ამ უკანონო ქმედებებზეა პასუხისმგებელი, მართლმსაჯულების წინაშე უნდა წარდგეს", – განუცხადა ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს. სკანდალური გამოძიება სქემის მიხედვით, თაღლითები ტელეფონით უკავშირდებოდნენ ევროპელ მოქალაქეებს და შემოსავლის იოლად მიღების გზებს სთავაზობდნენ, საბოლოო ჯამში კი მათ საკრედიტო ბარათების მონაცემებს ართმევდნენ და ძარცვავდნენ. საუბარია დაახლოებით ერთი მილიარდი დოლარის მითვისებაზე. ვინ დგას საქართველოში რევოლუციური პროცესების და კეზერაშვილის უკან - კობახიძის განმარტება>>BBC-ს ჟურნალისტური გამოძიება მოიცავს ინტერვიუებს დანაშაულებრივი სქემის არაერთ მსხვერპლთან და იმ კომპანიების ყოფილ თანამშრომლებთან, რომლებიც თაღლითობით იყვნენ დაკავებული ქოლ-ცენტრების მეშვეობით. ბრიტანული მაუწყებელი ამტკიცებს, რომ ფლობს პენსიონერთან ქოლ-ცენტრის თანამშრომლის საუბრის აუდიოჩანაწერს, რომელიც დასათაურებულია როგორც „უილიამი შვედეთი მოტყუებულია". კომპანია ამ აუდიოჩანაწერს დღემდე იყენებს ახალი თანამშრომლების ტრენინგებზე. BBC-ს ცნობით, თაღლითურ სქემაში ფიგურირებს 152 კომპანია, მათ შორის საქართველოში მოქმედი კრიპტოვალუტით მოვაჭრე ფირმა Solo Capitals, რომლებიც, სავარაუდოდ, საერთაშორისო დანაშაულებრივი ქსელის ნაწილია. ეს ქსელი პოლიციისთვის ცნობილია, როგორც „მილტონის ჯგუფი". ამ ჯგუფის ერთ-ერთი საინვესტიციო კომპანია ესპანურ ფეხბურთის კლუბსაც კი აფინანსებდა და რეკლამებს აქვეყნებდა დიდ გაზეთებში, რითაც პოტენციური ინვესტორების ნდობას მოიპოვებდა. BBC-ს მონაცემებით, იმ კომპანიებს შორის კავშირების კვლევისას, რომლებიც, სავარაუდოდ, ქოლ-ცენტრების მეშვეობით თაღლითობით იყვნენ დაკავებული, მუდმივად ფიგურირებდა ხუთი სახელი – დავით თოდუა, რატი ჭელიძე, გურამ გოგეშვილი, იოსებ მგელაძე და მაიკლ ბენიმინი. ისინი მითითებული იყვნენ სავაჭრო პლატფორმა „მილტონის ჯგუფის" ან ტექნოლოგიური კომპანიების მხარდამჭერი დირექტორების სახით. „პანამის დოკუმენტების" თანახმად (კონფიდენციალური დოკუმენტების გაჟონვა ახლანდელი და ყოფილი მსოფლიო ლიდერების ფარული საკუთრების არსებობის შესახებ), ჭელიძე, გოგეშვილი, მგელაძე და ბენიმინი არიან დირექტორები ან მაღალი თანამდებობის პირები ოფშორულ კომპანიებში ან შვილობილ კომპანიებში, რომლებიც „მილტონის ჯგუფში" შედიან.აშშ-ის ელჩს უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაში და სახელმწიფოს შეურაცხყოფაში დასდეს ბრალი>> BBC ამტკიცებს, რომ ეს კომპანიები „მილტონის ჯგუფამდე" არსებობდნენ და მათ კვალს კეზერაშვილამდე მივყავართ. იქვე ნათქვამია, რომ არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ კეზერაშვილს რამე სახის პირდაპირი ფინანსური ინტერესი აქვს „მილტონის ჯგუფის" მიმართ. მაგრამ ამ ჯგუფთან დაკავშირებული კომპანიების რამდენიმე ყოფილმა თანამშრომელმა განაცხადა, რომ მათ პირდაპირი ურთიერთობა ჰქონდათ კეზერაშვილთან და მათ იცოდნენ, რომ მას ჯგუფთან კავშირი აქვს. გარდა ამისა, კეზერაშვილის კუთვნილმა რამდენიმე კომპანიამ გამოიყენა კერძო საფოსტო სერვერი, რომლითაც მხოლოდ „მილტონის ჯგუფი" სარგებლობდა. მისი ვენჩურული ფირმა Infinity VC ფლობდა კომპანიების ბრენდინგსა და ვებ-დომენებს, რომლებიც თაღლითებს სავაჭრო პლატფორმების ტექნოლოგიებს აწვდიდნენ. კეზერაშვილი ასევე ფლობს საოფისე შენობას კიევში, რომელშიც განთავსებული იყო როგორც თაღლითური ქოლ-ცენტრი EverFX, ისე ტექნიკური ფირმები, რომლებიც პროგრამულ უზრუნველყოფას აწვდიდნენ. აქ პოლიციამ ჩხრეკა 2022 წლის ნოემბერში ჩაატარა. უფრო მეტიც, კეზერაშვილი სოციალურ ქსელებში თავის პირად აკაუნტებში ხშირად უწევდა რეკლამას თაღლითურ სავაჭრო პლატფორმებს. „ფორმულა“ კეზერაშვილის ფულის გარეშე ვერ გადარჩება - რაქვიაშვილი>>თავად კეზერაშვილი უარყოფს მონაწილეობას საერთაშორისო თაღლითურ სქემაში, რომელზეც BBC-ს ჟურნალისტურ გამოძიებაშია საუბარი. მისი თქმით, ე.წ. ქოლ-ცენტრებთან დაკავშირებული ბრალდება არის საქართველოს ხელისუფლების მიერ მის წინააღმდეგ 2012 წლის შემდეგ წარმოებული ცილისმწამებლური კამპანიის ნაწილი. ვინ არის კეზერაშვილი დავით კეზერაშვილი 2006-2008 წლებში, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს საქართველოს თავდაცვის მინისტრი იყო. საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ (2012) მან ქვეყანა დატოვა. 2021 წელს კეზერაშვილი უზენაესმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო 5 მილიონი ევროს გაფლანგვის საქმეზე (ე.წ. წვრთნების საქმე) და დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა. მანამდე ორი ინსტანციის სასამართლომ ის გაამართლა. მის წინააღმდეგ განიხილება კიდევ ორი საქმე – 2007 წლის 7 ნოემბერს აქციის დარბევისა და ბიზნესმენებისთვის (მამა-შვილი თამაზ და ზურაბ ნიჟარაძეები) ქონების გამოძალვის საქმე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/04/18/277008128_112:0:1889:1333_1920x0_80_0_0_f98f4c341ca6fd8f014dbbf03f03f346.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, შემთხვევები, შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო
პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, შემთხვევები, შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო
ევროკავშირის ელჩი კეზერაშვილის ირგვლივ სკანდალზე
16:27 24.04.2023 (განახლებულია: 20:31 24.04.2023) საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი საერთაშორისო თაღლითური სქემის შესახებ ВВС-ს ჟურნალისტური გამოძიების ფიგურანტი გახდა.
თბილისი, 24 აპრილი — Sputnik. ნებისმიერი უკანონო მოქმედება გამოძიებული უნდა იყოს, ხოლო პასუხისმგებელი პირები – პასუხისგებაში მიცემული, განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაცია ВВС-ს ჟურნალისტური გამოძიების კომენტარისას, სადაც საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრზე დავით კეზერაშვილზეა საუბარი.
ბრიტანულმა სამაუწყებლო კომპანია ВВС-მ 12 აპრილს გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიების შედეგები, რომლის თანახმად საერთაშორისო თაღლითური სქემის უკან ისრაელის მოქალაქე დავით კეზერაშვილი დგას.
ამ სქემის მიხედვით, ევროპელ პენსიონერებს სატელეფონო საუბრების დროს არწმუნებდნენ ვითომდა მომგებიანი ინვესტიციის ჩადებაში, სინამდვილეში კი მათ ფულს ითვისებდნენ. ВВС-ს ფილმში კეზერაშვილს ქოლ-ცენტრების დამფუძნებელს უწოდებენ და მას ახსენებენ, როგორც „მისტერ ოფშორს".
„რა თქმა უნდა, თუ არის ნებისმიერი უკანონო საქმიანობა, რომელიც ფოკუსირებულია საქართველოს მოქალაქეებზე, ასევე სხვა ქვეყნების მოქალაქეებზე, უნდა იყოს გამოძიებული და ვინც ამ უკანონო ქმედებებზეა პასუხისმგებელი, მართლმსაჯულების წინაშე უნდა წარდგეს", – განუცხადა ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს.
სქემის მიხედვით, თაღლითები ტელეფონით უკავშირდებოდნენ ევროპელ მოქალაქეებს და შემოსავლის იოლად მიღების გზებს სთავაზობდნენ, საბოლოო ჯამში კი მათ საკრედიტო ბარათების მონაცემებს ართმევდნენ და ძარცვავდნენ. საუბარია დაახლოებით ერთი მილიარდი დოლარის მითვისებაზე.
BBC-ს ჟურნალისტური გამოძიება მოიცავს ინტერვიუებს დანაშაულებრივი სქემის არაერთ მსხვერპლთან და იმ კომპანიების ყოფილ თანამშრომლებთან, რომლებიც თაღლითობით იყვნენ დაკავებული ქოლ-ცენტრების მეშვეობით. ბრიტანული მაუწყებელი ამტკიცებს, რომ ფლობს პენსიონერთან ქოლ-ცენტრის თანამშრომლის საუბრის აუდიოჩანაწერს, რომელიც დასათაურებულია როგორც „უილიამი შვედეთი მოტყუებულია". კომპანია ამ აუდიოჩანაწერს დღემდე იყენებს ახალი თანამშრომლების ტრენინგებზე.
BBC-ს ცნობით, თაღლითურ სქემაში ფიგურირებს 152 კომპანია, მათ შორის საქართველოში მოქმედი კრიპტოვალუტით მოვაჭრე ფირმა Solo Capitals, რომლებიც, სავარაუდოდ, საერთაშორისო დანაშაულებრივი ქსელის ნაწილია. ეს ქსელი პოლიციისთვის ცნობილია, როგორც „მილტონის ჯგუფი".
ამ ჯგუფის ერთ-ერთი საინვესტიციო კომპანია ესპანურ ფეხბურთის კლუბსაც კი აფინანსებდა და რეკლამებს აქვეყნებდა დიდ გაზეთებში, რითაც პოტენციური ინვესტორების ნდობას მოიპოვებდა.
BBC-ს მონაცემებით, იმ კომპანიებს შორის კავშირების კვლევისას, რომლებიც, სავარაუდოდ, ქოლ-ცენტრების მეშვეობით თაღლითობით იყვნენ დაკავებული, მუდმივად ფიგურირებდა ხუთი სახელი – დავით თოდუა, რატი ჭელიძე, გურამ გოგეშვილი, იოსებ მგელაძე და მაიკლ ბენიმინი. ისინი მითითებული იყვნენ სავაჭრო პლატფორმა „მილტონის ჯგუფის" ან ტექნოლოგიური კომპანიების მხარდამჭერი დირექტორების სახით.
„პანამის დოკუმენტების" თანახმად (კონფიდენციალური დოკუმენტების გაჟონვა ახლანდელი და ყოფილი მსოფლიო ლიდერების ფარული საკუთრების არსებობის შესახებ), ჭელიძე, გოგეშვილი, მგელაძე და ბენიმინი არიან დირექტორები ან მაღალი თანამდებობის პირები ოფშორულ კომპანიებში ან შვილობილ კომპანიებში, რომლებიც „მილტონის ჯგუფში" შედიან.
BBC ამტკიცებს, რომ ეს კომპანიები „მილტონის ჯგუფამდე" არსებობდნენ და მათ კვალს კეზერაშვილამდე მივყავართ.
იქვე ნათქვამია, რომ არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ კეზერაშვილს რამე სახის პირდაპირი ფინანსური ინტერესი აქვს „მილტონის ჯგუფის" მიმართ. მაგრამ ამ ჯგუფთან დაკავშირებული კომპანიების რამდენიმე ყოფილმა თანამშრომელმა განაცხადა, რომ მათ პირდაპირი ურთიერთობა ჰქონდათ კეზერაშვილთან და მათ იცოდნენ, რომ მას ჯგუფთან კავშირი აქვს.
გარდა ამისა, კეზერაშვილის კუთვნილმა რამდენიმე კომპანიამ გამოიყენა კერძო საფოსტო სერვერი, რომლითაც მხოლოდ „მილტონის ჯგუფი" სარგებლობდა. მისი ვენჩურული ფირმა Infinity VC ფლობდა კომპანიების ბრენდინგსა და ვებ-დომენებს, რომლებიც თაღლითებს სავაჭრო პლატფორმების ტექნოლოგიებს აწვდიდნენ.
კეზერაშვილი ასევე ფლობს საოფისე შენობას კიევში, რომელშიც განთავსებული იყო როგორც თაღლითური ქოლ-ცენტრი EverFX, ისე ტექნიკური ფირმები, რომლებიც პროგრამულ უზრუნველყოფას აწვდიდნენ. აქ პოლიციამ ჩხრეკა 2022 წლის ნოემბერში ჩაატარა.
უფრო მეტიც, კეზერაშვილი სოციალურ ქსელებში თავის პირად აკაუნტებში ხშირად უწევდა რეკლამას თაღლითურ სავაჭრო პლატფორმებს.
თავად კეზერაშვილი უარყოფს მონაწილეობას საერთაშორისო თაღლითურ სქემაში, რომელზეც BBC-ს ჟურნალისტურ გამოძიებაშია საუბარი.
მისი თქმით, ე.წ. ქოლ-ცენტრებთან დაკავშირებული ბრალდება არის საქართველოს ხელისუფლების მიერ მის წინააღმდეგ 2012 წლის შემდეგ წარმოებული ცილისმწამებლური კამპანიის ნაწილი.
დავით კეზერაშვილი 2006-2008 წლებში, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს საქართველოს თავდაცვის მინისტრი იყო. საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ (2012) მან ქვეყანა დატოვა.
2021 წელს კეზერაშვილი უზენაესმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო 5 მილიონი ევროს გაფლანგვის საქმეზე (ე.წ. წვრთნების საქმე) და დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა. მანამდე ორი ინსტანციის სასამართლომ ის გაამართლა. მის წინააღმდეგ განიხილება კიდევ ორი საქმე – 2007 წლის 7 ნოემბერს აქციის დარბევისა და ბიზნესმენებისთვის (მამა-შვილი თამაზ და ზურაბ ნიჟარაძეები) ქონების გამოძალვის საქმე.