https://sputnik-georgia.com/20230424/dapirispireba-nacionalur-mozraobasi-mwvavdeba-277034896.html
დაპირისპირება „ნაციონალურ მოძრაობაში“ მწვავდება
დაპირისპირება „ნაციონალურ მოძრაობაში“ მწვავდება
Sputnik საქართველო
ხელმძღვანელობის ნაბიჯები განხეთქილებისკენ და პარტიის დასუსტებისკენაა მიმართული, ოპოზიციური ბრძოლისთვის ზიანის მიყენება უპასუხოდ არ დარჩება, განაცხადა ყოფილმა... 24.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-24T23:02+0400
2023-04-24T23:02+0400
2023-04-24T23:10+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/13/262226420_103:253:1172:854_1920x0_80_0_0_223325c9df822454ecc2f2889dccca0b.jpg
თბილისი, 24 აპრილი - Sputnik. ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა ლიდერმა ნიკა მელიამ პარტიის ახალი ხელმძღვანელობა ლევან ხაბეიშვილის მეთაურობით რეჟიმის დაწესებასა და რეპრესიებში დაადანაშაულა.ბათუმის ორგანიზაციის წევრებმა ამასწინათ მოითხოვეს ხაბეიშვილის გადადგომა პარტიის თავმჯდომარის პოსტიდან. როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი კირთაძემ განაცხადა, ბათუმის საკრებულოში ლაშა კილაბერიას შემცვლელთა სიიდან ამოშალეს მელიას მხარდამჭერები. ამის საპასუხოდ პარტიის მეორე წევრმა ლევან ანთაძემ განაცხადა, რომ პარტიის თავმჯდომარეს უფლება აქვს, ამოიღოს სიიდან ის, ვისაც საჭიროდ ჩათვლის. მისი სიტყვებით, ეს ადამიანები არ გამოხატავდნენ პარტიის ინტერესს და არ იქნებიან წარმოდგენილი საკრებულოში „ნაცმოძრაობიდან“.მისი თქმით, ეს ღიად მიუთითებს, რომ მათთვის არ არიან მისაღები ადამიანები, რომელთაც აქვთ განსხვავებული პოზიცია, აჩვენებს ყველას, რომ მათთვის მისაღებია მხოლოდ მორჩილება.„ამ ყველაფრით კი ბათუმში ფაქტობრივად ხალხს აგდებენ პარტიიდან, ხალხს, რომელიც 10 წელი ოპოზიციიდან დაუღალავად იბრძოდა და გაიმარჯვა ბათუმში! ეს ხალხი იბრძოდა ღირსებით და იბრძოდა სიმართლისათვის, ოლიგარქიული რეჟიმის წინააღმდეგ“, - წერს მელია.ეს ნაბიჯები მიმართულია პარტიის გამიზნულად გახლეჩვისა და დასუსტებისაკენ, ოპოზიციური ბრძოლის დაზარალებისაკენ და უპასუხოდ ვერ დარჩება, აღნიშნა მელიამ.მელიას მომხრეებმა ხაბეიშვილი წინასაარჩევნო დაპირებების შეუსრულებლობაში დაადანაშაულეს. მათ არ გამორიცხეს, რომ დღის წესრიგში ხაბეიშვილის თავმჯდომარის პოსტზე ყოფნის ლეგიტიმურობის საკითხი დადგეს.ხაბეიშვილმა პარტიის თავმჯდომარის შესაძლო შეცვლაზე საუბრებს არასერიოზული უწოდა და განაცხადა, რომ ის თავმჯდომარედ მაღალი ლეგიტიმაციით აირჩიეს და გამარჯვება პირველივე ტურში მოიპოვა.მმართველ პარტია „ქართულ ოცნებაში“ უკვე რამდენიმე თვეა „ნაცმოძრაობის“ დაშლის პროგნოზს აკეთებენ. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგად, ეს პარტია პოპულარობით მეორე ადგილზეა, თუმცა მმართველ პარტიას ბევრად ჩამორჩება.მმართველ პარტიაში უკვე რამდენიმე თვეა „ნაცმოძრაობის“ დაშლას აანონსებენ. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, „ნაცმოძრაობა" პოპულარობით საქართველოში მეორეა, თუმცა მმართველ პარტიას დიდად ჩამორჩება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/13/262226420_174:196:1051:854_1920x0_80_0_0_63b4afa812935ae1980613da2df1edb7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
დაპირისპირება „ნაციონალურ მოძრაობაში“ მწვავდება
23:02 24.04.2023 (განახლებულია: 23:10 24.04.2023) ხელმძღვანელობის ნაბიჯები განხეთქილებისკენ და პარტიის დასუსტებისკენაა მიმართული, ოპოზიციური ბრძოლისთვის ზიანის მიყენება უპასუხოდ არ დარჩება, განაცხადა ყოფილმა ლიდერმა
თბილისი, 24 აპრილი - Sputnik. ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა ლიდერმა ნიკა მელიამ პარტიის ახალი ხელმძღვანელობა ლევან ხაბეიშვილის მეთაურობით რეჟიმის დაწესებასა და რეპრესიებში დაადანაშაულა.
ბათუმის ორგანიზაციის წევრებმა ამასწინათ მოითხოვეს ხაბეიშვილის გადადგომა პარტიის თავმჯდომარის პოსტიდან. როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი კირთაძემ განაცხადა, ბათუმის საკრებულოში ლაშა კილაბერიას შემცვლელთა სიიდან ამოშალეს მელიას მხარდამჭერები. ამის საპასუხოდ პარტიის მეორე წევრმა ლევან ანთაძემ განაცხადა, რომ პარტიის თავმჯდომარეს უფლება აქვს, ამოიღოს სიიდან ის, ვისაც საჭიროდ ჩათვლის. მისი სიტყვებით, ეს ადამიანები არ გამოხატავდნენ პარტიის ინტერესს და არ იქნებიან წარმოდგენილი საკრებულოში „ნაცმოძრაობიდან“.
„მაშინ როდესაც პარტიის ახალი მენეჯმენტი და მისი ჩრდილოვანი მმართველობა საუბრობს ერთობაზე და ამტკიცებს, რომ პარტიის კარები ღიაა ყველასათვის, ვისაც უნდა ბრძოლა ქართული ოცნების რეჟიმის წინააღმდეგ, თავად ამყარებს რეჟიმს! იწყებს რეპრესიას დევნის შიდა არჩევნების დროს გამოხატულ განსხვავებულ აზრს“, - დაწერა მელიამ სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, ეს ღიად მიუთითებს, რომ მათთვის არ არიან მისაღები ადამიანები, რომელთაც აქვთ განსხვავებული პოზიცია, აჩვენებს ყველას, რომ მათთვის მისაღებია მხოლოდ მორჩილება.
„ამ ყველაფრით კი ბათუმში ფაქტობრივად ხალხს აგდებენ პარტიიდან, ხალხს, რომელიც 10 წელი ოპოზიციიდან დაუღალავად იბრძოდა და გაიმარჯვა ბათუმში! ეს ხალხი იბრძოდა ღირსებით და იბრძოდა სიმართლისათვის, ოლიგარქიული რეჟიმის წინააღმდეგ“, - წერს მელია.
ეს ნაბიჯები მიმართულია პარტიის გამიზნულად გახლეჩვისა და დასუსტებისაკენ, ოპოზიციური ბრძოლის დაზარალებისაკენ და უპასუხოდ ვერ დარჩება, აღნიშნა მელიამ.
„საქართველოს აქვს ევროპული მომავალი, ამისათვის კი ყველამ უნდა გავაკეთოთ ჩვენი ღირებულებითი არჩევანი და ვიაროთ ღირსებისა და სიმართლის გზით“, - წერს მელია.
მელიას მომხრეებმა ხაბეიშვილი წინასაარჩევნო დაპირებების შეუსრულებლობაში დაადანაშაულეს. მათ არ გამორიცხეს, რომ დღის წესრიგში ხაბეიშვილის თავმჯდომარის პოსტზე ყოფნის ლეგიტიმურობის საკითხი დადგეს.
ხაბეიშვილმა პარტიის თავმჯდომარის შესაძლო შეცვლაზე საუბრებს არასერიოზული უწოდა და განაცხადა, რომ ის თავმჯდომარედ მაღალი ლეგიტიმაციით აირჩიეს და გამარჯვება პირველივე ტურში მოიპოვა.
მმართველ პარტია „ქართულ ოცნებაში“ უკვე რამდენიმე თვეა „ნაცმოძრაობის“ დაშლის პროგნოზს აკეთებენ. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგად, ეს პარტია პოპულარობით მეორე ადგილზეა, თუმცა მმართველ პარტიას ბევრად ჩამორჩება.
მმართველ პარტიაში უკვე რამდენიმე თვეა „ნაცმოძრაობის“ დაშლას აანონსებენ. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, „ნაცმოძრაობა" პოპულარობით საქართველოში მეორეა, თუმცა მმართველ პარტიას დიდად ჩამორჩება.