თბილისში ქართული ბიზნესის მხარდამჭერი ფორუმი გაიმართება

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliრესპუბლიკის მოედანი
რესპუბლიკის მოედანი - Sputnik საქართველო, 1920, 23.04.2023
გამოწერა
ფორუმში ხუთი განსხვავებული სექტორის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას
თბილისი, 23 აპრილი– Sputnik. ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად 27 აპრილს თბილისში B2B ფორუმი გაიმართება, სადაც მონაწილეობას მიიღებენ მცირე და საშუალო ბიზნესის მეწარმეები, იუწყებიან ორგანიზატორები.
ფორუმში, რომელიც Republic-ში გაიმართება, 5 განსხვავებული სექტორის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას:
ტურიზმი (სათავგადასავლო, გასტრონომიული, კულტურული, გამაჯანსაღებელი);
მსუბუქი მრეწველობა (სამშენებლო მასალები, ავეჯი და დიზაინი, სათამაშოები, შესაფუთი მასალები, ნარჩენების გადამუშავება, ინდივიდუალური დაცვის საშუალებები (PPE));
ინტელექტუალური მომსახურება (ბიზნეს პროცესების აუთსორსინგი (BPO), E-commerce, ICT);
კრეატიული ინდუსტრიები (კინო წარმოება (Production) წარმოების შემდგომი პერიოდი (Post-Production), არტიზანული წარმოება);
ნარჩენების მართვა (მყარი ნარჩენები).
ყველა მეწარმეს ექნება საკუთარი სივრცე შეხვედრების ორგანიზებისა და პროდუქციის წარმოჩენისთვის, მყიდველები კი შეძლებენ ახალი თანამშრომლობის დამყარებასა და პროდუქტის/სერვისის შეძენას.
ფორუმში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა ონლაინ-რეგისტრაციის გავლა.
ყველა ახალი ამბავი
0