https://sputnik-georgia.com/20230423/semzaravi-statistika-ramdenma-adamianma-daasrula-sicocxle-tvitmkvlelobit-2022-wels-276990062.html
შემზარავი სტატისტიკა: რამდენმა ადამიანმა დაასრულა სიცოცხლე თვითმკვლელობით 2022 წელს
შემზარავი სტატისტიკა: რამდენმა ადამიანმა დაასრულა სიცოცხლე თვითმკვლელობით 2022 წელს
Sputnik საქართველო
სუიციდის შემთხვევების უმრავლესობა თბილისზე, აჭარასა და ქვემო ქართლზე მოდის. 23.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-23T12:04+0400
2023-04-23T12:04+0400
2023-04-23T12:04+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
დემოგრაფია
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24742/72/247427244_0:156:3001:1844_1920x0_80_0_0_149beccb152b3645742672bafd45030e.jpg
თბილისი, 23 აპრილი – Sputnik. 2022 წელს საქართველოში თავი მოიკლა 437-მა ადამიანმა, აქედან 15 - უცხოელია, ნათქვამია შსს-ს მიერ გამოქვეყნებულ მასალებში.უწყების მონაცემებით, ამ საზარელ სტატისტიკაში საქართველოს მოქალაქეები 96,6%-ს შეადგენენ.რაც შეეხება უცხოელებს, აქედან 6 იყო თურქეთის მოქალაქე, 5 - რუსეთის მოქალაქე, ირანის, იტალიის, აშშ-ის და რუსეთის მოქალაქეები და დაუდგენელი მოქალაქეობის მქონე პირი.ყველაზე უმცროსი უცხოელი, ვინც სამწუხარო სტატისტიკაში მოხვდა, 23 წლის იყო, ყველაზე უფროსი - 67 წლის. უცხოელებიდან, რომლებმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულეს, ორი ქალი იყო.რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებს, 2022 წელს თვითმკვლელობა ჩაიდინა 99 ქალმა და 321-მა მამაკაცმა. ყველაზე უმცროსი იყო 12 წლის ბიჭი და 15 წლის გოგონა.თვითმკვლელობების მესამედი 40 წლის ასაკიდანაა ჩადენილი, ქალებში შემთხვევების ნახევარი 70 წელს ზემოდ ასაკზე მოდის. ყველაზე უფროსი მამაკაცი, ვინც სამწუხარო სტატისტიკაში მოხვდა, 97 წლის იყო, ქალი - 89 წლის.უწყების ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში სუიციდის მცდელობა 187-მა მამაკაცმა და 43-მა ქალმა ჩაიდინა.სუიციდის შემთხვევების უმრავლესობა თბილისზე, აჭარასა და ქვემო ქართლზე მოდის.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24742/72/247427244_166:0:2833:2000_1920x0_80_0_0_bdac5f2e015090ba5735bbb86dbff53e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, დემოგრაფია, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, დემოგრაფია, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
შემზარავი სტატისტიკა: რამდენმა ადამიანმა დაასრულა სიცოცხლე თვითმკვლელობით 2022 წელს
სუიციდის შემთხვევების უმრავლესობა თბილისზე, აჭარასა და ქვემო ქართლზე მოდის.
თბილისი, 23 აპრილი – Sputnik. 2022 წელს საქართველოში თავი მოიკლა 437-მა ადამიანმა, აქედან 15 - უცხოელია, ნათქვამია შსს-ს მიერ გამოქვეყნებულ მასალებში.
უწყების მონაცემებით, ამ საზარელ სტატისტიკაში საქართველოს მოქალაქეები 96,6%-ს შეადგენენ.
რაც შეეხება უცხოელებს, აქედან 6 იყო თურქეთის მოქალაქე, 5 - რუსეთის მოქალაქე, ირანის, იტალიის, აშშ-ის და რუსეთის მოქალაქეები და დაუდგენელი მოქალაქეობის მქონე პირი.
ყველაზე უმცროსი უცხოელი, ვინც სამწუხარო სტატისტიკაში მოხვდა, 23 წლის იყო, ყველაზე უფროსი - 67 წლის. უცხოელებიდან, რომლებმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულეს, ორი ქალი იყო.
რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებს, 2022 წელს თვითმკვლელობა ჩაიდინა 99 ქალმა და 321-მა მამაკაცმა. ყველაზე უმცროსი იყო 12 წლის ბიჭი და 15 წლის გოგონა.
თვითმკვლელობების მესამედი 40 წლის ასაკიდანაა ჩადენილი, ქალებში შემთხვევების ნახევარი 70 წელს ზემოდ ასაკზე მოდის. ყველაზე უფროსი მამაკაცი, ვინც სამწუხარო სტატისტიკაში მოხვდა, 97 წლის იყო, ქალი - 89 წლის.
უწყების ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში სუიციდის მცდელობა 187-მა მამაკაცმა და 43-მა ქალმა ჩაიდინა.
სუიციდის შემთხვევების უმრავლესობა თბილისზე, აჭარასა და ქვემო ქართლზე მოდის.