https://sputnik-georgia.com/20230421/zurabisvilma-muslim-moqalaqeebs-dresaswauli-miuloca-276950564.html
საქართველოს პრეზიდენტმა მუსლიმ თანამოქალაქეებს რამადან-ბაირამის დღესასწაული მიულოცა
საქართველოს პრეზიდენტმა მუსლიმ თანამოქალაქეებს რამადან-ბაირამის დღესასწაული მიულოცა
Sputnik საქართველო
ისლამის მიმდევრებისთვის წმინდა თვე – რამადანი წელს 23 მარტს, მზის ჩასვლის შემდეგ დაიწყო. 21.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-21T16:48+0400
2023-04-21T16:48+0400
2023-04-21T21:12+0400
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
რელიგია
საქართველო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24653/59/246535933_0:15:1226:705_1920x0_80_0_0_1c9ea1cc90c71fdc42e74d6670949406.jpg
თბილისი, 21 აპრილი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მუსლიმ თანამოქალაქეებს რამადანის თვის დასრულება და რამადან-ბაირამის დღესასწაული მიულოცა. ისლამის მიმდევრებისთვის წმინდა თვე – რამადანი წელს 23 მარტს, მზის ჩასვლის შემდეგ დაიწყო. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, დღეს დასრულდა მარხვის წმინდა თვე და მორწმუნე მუსლიმებს შერიგების, ერთიანობისა და მოწყალების ზეიმი აქვთ. „ეს ღირებულებები საერთოა საქართველოს მრავალფეროვანი საზოგადოებისათვის და ჩვენი ქვეყნის ტოლერანტობისა და ურთიერთპატივისცემის საამაყო მრავალსაუკუნოვანი ტრადიციის მთავარი საფუძველია. გისურვებთ მშვიდობას, ჯანმრთელობას, სიკეთესა და კეთილდღეობას, სიხარული არ მოჰკლებოდეს თქვენს ოჯახებს!" – დაწერა სალომე ზურაბიშვილმა. მოსახლეობის ბოლო აღწერის თანახმად, საქართველოში 3,7 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს და აქედან 10,74% ისლამის აღმსარებელია. საქართველოს მუსლიმური თემი ერთიანია - პრემიერი იფთარის აღნიშვნაზე>>დღეს ერთთვიანი მარხვის შემდეგ მუსლიმური სამყარო ისლამის ორი დიდი დღესასწაულიდან ერთ-ერთს, რამადან-ბაირამს, მარხვის დასრულებას აღნიშნავს. მუსლიმები ამ დღესასწაულს მომდევნო სამი დღის მანძილზე მსოფლიოს ყველა მხარეში აღნიშნავენ. რამადანის მარხვის დროს მუსლიმები განთიადიდან მზის ჩასვლამდე ყოველგვარ საჭმელსა და სასმელზე უარს ამბობენ. მარხვის დასრულების დღეს მუსლიმები ტრადიციულ ტკბილეულს ჰალვას ამზადებენ, წინაპრების საფლავებს მოინახულებენ და ნათესავებს სტუმრობენ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24653/59/246535933_134:0:1094:720_1920x0_80_0_0_ee7583ffbe212cfeac68a85156a32d9c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი , რელიგია, საქართველო, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი , რელიგია, საქართველო, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველოს პრეზიდენტმა მუსლიმ თანამოქალაქეებს რამადან-ბაირამის დღესასწაული მიულოცა
16:48 21.04.2023 (განახლებულია: 21:12 21.04.2023) ისლამის მიმდევრებისთვის წმინდა თვე – რამადანი წელს 23 მარტს, მზის ჩასვლის შემდეგ დაიწყო.
თბილისი, 21 აპრილი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მუსლიმ თანამოქალაქეებს რამადანის თვის დასრულება და რამადან-ბაირამის დღესასწაული მიულოცა.
ისლამის მიმდევრებისთვის წმინდა თვე – რამადანი წელს 23 მარტს, მზის ჩასვლის შემდეგ დაიწყო.
„ჩვენს თანამოქალაქე თითოეულ მუსლიმს ვულოცავ რამადან ბაირამს, ისლამური სამყაროს ერთ-ერთ უდიდეს დღესასწაულს!" – დაწერა სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, დღეს დასრულდა მარხვის წმინდა თვე და მორწმუნე მუსლიმებს შერიგების, ერთიანობისა და მოწყალების ზეიმი აქვთ.
„ეს ღირებულებები საერთოა საქართველოს მრავალფეროვანი საზოგადოებისათვის და ჩვენი ქვეყნის ტოლერანტობისა და ურთიერთპატივისცემის საამაყო მრავალსაუკუნოვანი ტრადიციის მთავარი საფუძველია. გისურვებთ მშვიდობას, ჯანმრთელობას, სიკეთესა და კეთილდღეობას, სიხარული არ მოჰკლებოდეს თქვენს ოჯახებს!" – დაწერა სალომე ზურაბიშვილმა.
მოსახლეობის ბოლო აღწერის თანახმად, საქართველოში 3,7 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს და აქედან 10,74% ისლამის აღმსარებელია.
დღეს ერთთვიანი მარხვის შემდეგ მუსლიმური სამყარო ისლამის ორი დიდი დღესასწაულიდან ერთ-ერთს, რამადან-ბაირამს, მარხვის დასრულებას აღნიშნავს. მუსლიმები ამ დღესასწაულს მომდევნო სამი დღის მანძილზე მსოფლიოს ყველა მხარეში აღნიშნავენ.
რამადანის მარხვის დროს მუსლიმები განთიადიდან მზის ჩასვლამდე ყოველგვარ საჭმელსა და სასმელზე უარს ამბობენ. მარხვის დასრულების დღეს მუსლიმები ტრადიციულ ტკბილეულს ჰალვას ამზადებენ, წინაპრების საფლავებს მოინახულებენ და ნათესავებს სტუმრობენ.