https://sputnik-georgia.com/20230420/saqartvelos-muslimuri-temi-ertiania-raribasvili-276918970.html
საქართველოს მუსლიმური თემი ერთიანია - პრემიერი იფთარის აღნიშვნაზე
საქართველოს მუსლიმური თემი ერთიანია - პრემიერი იფთარის აღნიშვნაზე
Sputnik საქართველო
მოსახლეობის ბოლო აღწერის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 10,74% ისლამის აღმსარებელია. 20.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-20T18:11+0400
2023-04-20T18:11+0400
2023-04-20T21:47+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილი
რელიგია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/04/14/276904079_0:261:1600:1161_1920x0_80_0_0_46cf0ebbbd2575083169d8bedb41109b.jpg
თბილისი, 20 აპრილი — Sputnik. საქართველო მუსლიმური თემის ერთიანობით გამოირჩევა, განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისში გამართულ იფთარზე. საქართველოში რამდენიმე წლის წინ დაიწყო იფთარის (მუსლიმების ვახშამი რამადანის დროს) ჩატარების ტრადიცია მუსლიმურ თემთან ერთად. საზეიმო მიღებაზე საქართველოს მუსლიმური თემის პატივსაცემად იკრიბებიან სტუმრები, მათ შორის, ქვეყნის პირველი პირები. ერთიანი მუსლიმური თემი საქართველოს უფრო ძლიერს ხდის, აღნიშნა პრემიერმა. ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს შექმნის მომენტიდან, 2014 წლიდან მუსლიმურ თემს გადასცეს 228 მეჩეთი, დარჩენილია დაახლოებით 70. პრემიერმა პირობა დადო, რომ ეს პროცესი მალე დასრულდება. მთავრობის მეთაურმა გაიხსენა, რომ მისი პრემიერობის პირველი ვადის დროს აჭარაში დაარსდა ცენტრი მუსლიმური თემისთვის, ახლა მათ თბილისში მიწის ნაკვეთი გადასცეს. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ ორი წლის მუშაობის ანგარიში წარმოადგინა>>მოსახლეობის ბოლო აღწერის თანახმად, საქართველოში 3,7 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს და აქედან 10,74% ისლამის აღმსარებელია. რამადანის დადგომისას ყველა მართლმორწმუნე მუსლიმმა უნდა იმარხულოს და ილოცოს. წელს რამადანი 21 მარტიდან 22 აპრილის ჩათვლით გრძელდება. რამადანის დროს მართლმორწმუნე მუსლიმანები დღე საკვებს არ იღებენ და სულიერად და ხორციელად იწმინდებიან. ამიტომ არის დაწესებული ღამით ორჯერ საკვების მიღების წესი: სუხური – გამთენიის და იფთარი — საღამოს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/04/14/276904079_231:243:1454:1161_1920x0_80_0_0_785149a3981711b455ab9e40cb7f491d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი , რელიგია
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი , რელიგია
საქართველოს მუსლიმური თემი ერთიანია - პრემიერი იფთარის აღნიშვნაზე
18:11 20.04.2023 (განახლებულია: 21:47 20.04.2023) მოსახლეობის ბოლო აღწერის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 10,74% ისლამის აღმსარებელია.
თბილისი, 20 აპრილი — Sputnik. საქართველო მუსლიმური თემის ერთიანობით გამოირჩევა, განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისში გამართულ იფთარზე.
საქართველოში რამდენიმე წლის წინ დაიწყო იფთარის (მუსლიმების ვახშამი რამადანის დროს) ჩატარების ტრადიცია მუსლიმურ თემთან ერთად. საზეიმო მიღებაზე საქართველოს მუსლიმური თემის პატივსაცემად იკრიბებიან სტუმრები, მათ შორის, ქვეყნის პირველი პირები.
„მე მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო, რომ ჩვენი ქვეყანა გამორჩეულია მუსლიმი თემის ერთობის თვალსაზრისითაც. ამ მიწაზე ძმურად, მშვიდობიანად თანაცხოვრობენ, თანაარსებობენ, ძმობენ სუნიტები და შიიტები, ქართველი, აზერბაიჯანელი, ქისტი, ინგუში მუსლიმები", – განაცხადა ღარიბაშვილმა.
ერთიანი მუსლიმური თემი საქართველოს უფრო ძლიერს ხდის, აღნიშნა პრემიერმა.
ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს შექმნის მომენტიდან, 2014 წლიდან მუსლიმურ თემს გადასცეს 228 მეჩეთი, დარჩენილია დაახლოებით 70. პრემიერმა პირობა დადო, რომ ეს პროცესი მალე დასრულდება.
მთავრობის მეთაურმა გაიხსენა, რომ მისი პრემიერობის პირველი ვადის დროს აჭარაში დაარსდა ცენტრი მუსლიმური თემისთვის, ახლა მათ თბილისში მიწის ნაკვეთი გადასცეს.
მოსახლეობის ბოლო აღწერის თანახმად, საქართველოში 3,7 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს და აქედან 10,74% ისლამის აღმსარებელია.
რამადანის დადგომისას ყველა მართლმორწმუნე მუსლიმმა უნდა იმარხულოს და ილოცოს. წელს რამადანი 21 მარტიდან 22 აპრილის ჩათვლით გრძელდება.
რამადანის დროს მართლმორწმუნე მუსლიმანები დღე საკვებს არ იღებენ და სულიერად და ხორციელად იწმინდებიან. ამიტომ არის დაწესებული ღამით ორჯერ საკვების მიღების წესი: სუხური – გამთენიის და იფთარი — საღამოს.