https://sputnik-georgia.com/20230301/religiis-saagentom-ori-wlis-musaobis-angarisi-warmoadgina-275352284.html
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ ორი წლის მუშაობის ანგარიში წარმოადგინა
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ ორი წლის მუშაობის ანგარიში წარმოადგინა
Sputnik საქართველო
საქართველოში მართლმადიდებელია მოსახლეობის 83,4%, დანარჩენი სხვადასხვა აღმსარებლობის წარმომადგენლები არიან. 01.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-01T10:32+0400
2023-03-01T10:32+0400
2023-03-01T15:00+0400
რელიგია
საქართველოს მთავრობა
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/02/251905919_0:157:3000:1845_1920x0_80_0_0_59403f13b2a41206d5a6d72d5a6ec02d.jpg
თბილისი, 1 მარტი — Sputnik. საქართველოს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ 2020-2022 წლების მუშაობის ანგარიში წარმოადგინა, ნათქვამია უწყების გვერდზე სოციალურ ქსელში.ანგარიშის პრეზენტაციას ესწრებოდნენ რელიგიური ორგანიზაციების, პარლამენტისა და მთავრობის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.სააგენტოს თავმჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძემ ყურადღება გაამახვილა რელიგიის თავისუფლების კუთხით ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე, სააგენტოს საქმიანობაზე „ადამიანის უფლებების დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის“ ფარგლებში.სააგენტოს ხელმძღვანელმა ასევე ისაუბრა ისეთ მნიშვნელოვან პროექტებზე, როგორიცაა „სახელმწიფო ენა სასულიერო პირებისთვის“, „საქართველოს რელიგიები ბავშვთა უფლებების დასაცავად“, „სასულიერო პირების როლი ბავშვის უფლებების დაცვის საქმეში“ და სხვ.რელიგიურ ორგანიზაციებს დაფინანსება 1 მლნ ლარით გაეზარდათ>>ამას გარდა, აღინიშნა, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დაცვის პროგრამის ფარგლებში გამოიცა ინტერრელიგიური კალენდარი და ბიბლიის ოთხი კანონიკური წიგნი – „დაბადება“, „წიგნი გამოსვლათა“, „წიგნი ლევიტელთა“ და „წიგნი რიცხვთა“.ღონისძიების მონაწილეთა წინაშე სიტყვით გამოვიდნენ მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატები გია ვოლსკი და მიხეილ სარჯველაძე. მათ სააგენტოს ხელმძღვანელს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადეს.სააგენტომ გაამყარა ტრადიცია კონფესიათა კეთილი ურთიერთობების სფეროში, ჩაატარა საკმაოდ სერიოზული მუშაობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეესტრის შედგენაში, აღნიშნა ვოლსკიმ.მატერიალური და მორალური ზიანის ასანაზღაურებლად, რომელიც რელიგიურ გაერთიანებებს საბჭოთა რეჟიმის დროს მიადგათ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, დამატებით 1 მილიონი ლარი გამოიყო. მანამდე უწყების ბიუჯეტი 4,5 მლნ ლარს შეადგენდა.რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსების გაზრდის საკითხში საქართველოს მთავრობა რამდენიმე მნიშვნელოვანი ასპექტით ხელმძღვანელობდა – მრევლის, სასულიერო პირების, შენობებისა და ნაგებობების რაოდენობა.მოსახლეობის ბოლო აღწერის მიხედვით, საქართველოში 3,7 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. აქედან მართლმადიდებელია 83,4%, შემდეგ მოდიან მუსლიმები (10,74%), მესამე ადგილზეა სომხური სამოციქულო ეკლესიის მრევლი (2,94%).შემდეგ მოდიან კათოლიკეები (0,52%), „იეღოვას მოწმეები“ (0.33%), იეზიდები (0,23%), ებრაელები (0,04%).გრაფაში „სხვა“ მოსახლეობის 1,8% მოხვდა. ეს ის ადამიანები არიან, რომლებმაც ან უარი თქვეს პასუხზე, ან არ მიუთითეს თავიანთი აღმსარებლობა, ან მცირე რელიგიური კონფესიების წარმომადგენლები არიან.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/02/251905919_166:0:2835:2002_1920x0_80_0_0_ad343d39e017c87238d98e3ad2a6d949.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რელიგია, საქართველოს მთავრობა , ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
რელიგია, საქართველოს მთავრობა , ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ ორი წლის მუშაობის ანგარიში წარმოადგინა
10:32 01.03.2023 (განახლებულია: 15:00 01.03.2023) საქართველოში მართლმადიდებელია მოსახლეობის 83,4%, დანარჩენი სხვადასხვა აღმსარებლობის წარმომადგენლები არიან.
თბილისი, 1 მარტი — Sputnik. საქართველოს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ 2020-2022 წლების მუშაობის ანგარიში წარმოადგინა, ნათქვამია უწყების გვერდზე სოციალურ ქსელში.
ანგარიშის პრეზენტაციას ესწრებოდნენ რელიგიური ორგანიზაციების, პარლამენტისა და მთავრობის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
სააგენტოს თავმჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძემ ყურადღება გაამახვილა რელიგიის თავისუფლების კუთხით ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე, სააგენტოს საქმიანობაზე „ადამიანის უფლებების დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის“ ფარგლებში.
სააგენტოს ხელმძღვანელმა ასევე ისაუბრა ისეთ მნიშვნელოვან პროექტებზე, როგორიცაა „სახელმწიფო ენა სასულიერო პირებისთვის“, „საქართველოს რელიგიები ბავშვთა უფლებების დასაცავად“, „სასულიერო პირების როლი ბავშვის უფლებების დაცვის საქმეში“ და სხვ.
ამას გარდა, აღინიშნა, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დაცვის პროგრამის ფარგლებში გამოიცა ინტერრელიგიური კალენდარი და ბიბლიის ოთხი კანონიკური წიგნი – „დაბადება“, „წიგნი გამოსვლათა“, „წიგნი ლევიტელთა“ და „წიგნი რიცხვთა“.
ღონისძიების მონაწილეთა წინაშე სიტყვით გამოვიდნენ მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატები გია ვოლსკი და მიხეილ სარჯველაძე. მათ სააგენტოს ხელმძღვანელს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადეს.
„ეს სააგენტო არის წარმომადგენლობა სამთავრობო სტრუქტურებში იმ კონფენსიების, რომლებიც დღეს საქართველოში არსებობენ და საკმაოდ ბევრიც გააკეთა ამ სააგენტომ“, – განაცხადა ვოლსკიმ.
სააგენტომ გაამყარა ტრადიცია კონფესიათა კეთილი ურთიერთობების სფეროში, ჩაატარა საკმაოდ სერიოზული მუშაობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეესტრის შედგენაში, აღნიშნა ვოლსკიმ.
მატერიალური და მორალური ზიანის ასანაზღაურებლად, რომელიც რელიგიურ გაერთიანებებს საბჭოთა რეჟიმის დროს მიადგათ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, დამატებით 1 მილიონი ლარი გამოიყო. მანამდე უწყების ბიუჯეტი 4,5 მლნ ლარს შეადგენდა.
რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსების გაზრდის საკითხში საქართველოს მთავრობა რამდენიმე მნიშვნელოვანი ასპექტით ხელმძღვანელობდა – მრევლის, სასულიერო პირების, შენობებისა და ნაგებობების რაოდენობა.
მოსახლეობის ბოლო აღწერის მიხედვით, საქართველოში 3,7 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. აქედან მართლმადიდებელია 83,4%, შემდეგ მოდიან მუსლიმები (10,74%), მესამე ადგილზეა სომხური სამოციქულო ეკლესიის მრევლი (2,94%).
შემდეგ მოდიან კათოლიკეები (0,52%), „იეღოვას მოწმეები“ (0.33%), იეზიდები (0,23%), ებრაელები (0,04%).
გრაფაში „სხვა“ მოსახლეობის 1,8% მოხვდა. ეს ის ადამიანები არიან, რომლებმაც ან უარი თქვეს პასუხზე, ან არ მიუთითეს თავიანთი აღმსარებლობა, ან მცირე რელიგიური კონფესიების წარმომადგენლები არიან.