https://sputnik-georgia.com/20230421/shamugia-2022-wels-eqsportze-rekorduli-raodenobis-gvino-gavida-276951170.html
მინისტრი: 2022 წელს ექსპორტზე რეკორდული რაოდენობის ქართული ღვინო გავიდა
მინისტრი: 2022 წელს ექსპორტზე რეკორდული რაოდენობის ქართული ღვინო გავიდა
Sputnik საქართველო
ბაზრების დივერსიფიკაციის მიზნით ღვინის ეროვნული სააგენტო 2012 წლიდან ეწევა ქართული ღვინის პოპულარიზაციას სტრატეგიულ საექსპორტო ქვეყნებში. 21.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-21T17:12+0400
2023-04-21T17:12+0400
2023-04-21T21:19+0400
საქართველო
საქართველოს სოფლის მეურნეობა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
ქართული ღვინო
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/12/268641681_0:0:2500:1407_1920x0_80_0_0_ea5e39fa2741e060d5670123887b13c8.jpg
თბილისი, 21 აპრილი — Sputnik. 2022 წელს საქართველოდან მსოფლიოს 66 ქვეყანაში ექსპორტირებულია 252,5 მლნ დოლარის ღირებულების 103 მლნ ლიტრამდე ღვინო, განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ.საქართველოდან ექსპორტირებული საქონლის ჩამონათვალში ღვინოს მეხუთე ადგილი უკავია და მისი წილი მთლიანი ექსპორტის 4,5%-ს შეადგენს. ქართული ღვინის ძირითად იმპორტიორს წლებია რუსეთი წარმოადგენს.როგორც მინისტრმა აღნიშნა, ღვინის ექსპორტის რაოდენობა გაზრდილია სტრატეგიულ ბაზრებზე: პოლონეთში (32%), აშშ-ში (28%), ლატვიაში (20%), გერმანიაში (34%), ესტონეთსა (53%) და იაპონიაში (68%). 2022 წელს ღვინის ექსპორტის მთლიანი მოცულობის 63,7% რუსეთში განხორციელდა, სადაც ჯამში 160,8 მლნ დოლარის ღირებულების 73,1 ათასი ტონა ღვინო გაიგზავნა.გარდა ამისა, 2023 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, საქართველოდან რუსეთში 38 მლნ დოლარის ღირებულების 13,8 ათასი ტონა ნატურალური ყურძნის ღვინო გავიდა, რაც 49,6%-ით აღემატება 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.ბაზრების დივერსიფიკაციის მიზნით ღვინის ეროვნული სააგენტო 2012 წლიდან ეწევა ქართული ღვინის პოპულარიზაციას სტრატეგიულ საექსპორტო ქვეყნებში. რუსეთი ქართულ ღვინოს არა მარტო ყიდულობს, არამედ ყიდის - სტატისტიკა>>>2023 წელს ქართული ღვინო აშშ-ში, ევროპისა და აზიის ქვეყნების ბაზრებზე აქტიურად იქნება გამოფენილი. მსოფლიოს მასშტაბით ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის 2023 წლის ბიუჯეტიდან 14 მილიონი ლარი გამოიყო, რაც გასულ წელთან შედარებით 2 მილიონი ლარით მეტია.წარმატებული რთველიოთარ შამუგიას თქმით, საქართველოში რთველის სეზონი ორგანიზებულად ჩატარდა და ყველა ფერმერმა შეძლო მოსავლის შეუფერხებლად ჩაბარება.„2022 წელს რთველში აქტიურად იყო ჩართული კერძო სექტორი, რაც სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამით იქნა სტიმულირებული“, – განაცხადა მინისტრმა.მისი თქმით, საქართველოს მასშტაბით მთლიანობაში 257 ათას ტონამდე ყურძნის მოსავალი გადამუშავდა, ხოლო მევენახეების საერთო შემოსავალმა 270 მლნ ლარს მიაღწია.მეღვინეობის დარგის განვითარების დადებითი დინამიკის შენარჩუნების მიზნით მთავრობამ ყურძნის მოსავლის სუბსიდირების პროგრამა 2022 წელსაც განახორციელა. აღნიშნული პროგრამა სახელმწიფოს დაახლოებით 100 მლნ ლარი დაუჯდა, თუმცა მობილიზებული იყო 150 მლნ ლარი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/12/268641681_289:0:2500:1658_1920x0_80_0_0_0d90a83d658424c42f3b6ec27256eead.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ქართული ღვინო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ქართული ღვინო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
მინისტრი: 2022 წელს ექსპორტზე რეკორდული რაოდენობის ქართული ღვინო გავიდა
17:12 21.04.2023 (განახლებულია: 21:19 21.04.2023) ბაზრების დივერსიფიკაციის მიზნით ღვინის ეროვნული სააგენტო 2012 წლიდან ეწევა ქართული ღვინის პოპულარიზაციას სტრატეგიულ საექსპორტო ქვეყნებში.
თბილისი, 21 აპრილი — Sputnik. 2022 წელს საქართველოდან მსოფლიოს 66 ქვეყანაში ექსპორტირებულია 252,5 მლნ დოლარის ღირებულების 103 მლნ ლიტრამდე ღვინო, განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ.
საქართველოდან ექსპორტირებული საქონლის ჩამონათვალში ღვინოს მეხუთე ადგილი უკავია და მისი წილი მთლიანი ექსპორტის 4,5%-ს შეადგენს. ქართული ღვინის ძირითად იმპორტიორს წლებია რუსეთი წარმოადგენს.
„2022 წელი მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით გამოწვევებით დაიწყო. რეგიონში არსებული რთული პოლიტიკური ვითარების გამო წლის პირველ ნახევარში ქართული ღვინის ექსპორტი შემცირდა, თუმცა წლის მეორე ნახევრიდან მდგომარეობა დასტაბილურდა“, – განაცხადა შამუგიამ.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ღვინის ექსპორტის რაოდენობა გაზრდილია სტრატეგიულ ბაზრებზე: პოლონეთში (32%), აშშ-ში (28%), ლატვიაში (20%), გერმანიაში (34%), ესტონეთსა (53%) და იაპონიაში (68%).
2022 წელს ღვინის ექსპორტის მთლიანი მოცულობის 63,7% რუსეთში განხორციელდა, სადაც ჯამში 160,8 მლნ დოლარის ღირებულების 73,1 ათასი ტონა ღვინო გაიგზავნა.
გარდა ამისა, 2023 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, საქართველოდან რუსეთში 38 მლნ დოლარის ღირებულების 13,8 ათასი ტონა ნატურალური ყურძნის ღვინო გავიდა, რაც 49,6%-ით აღემატება 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.
ბაზრების დივერსიფიკაციის მიზნით ღვინის ეროვნული სააგენტო 2012 წლიდან ეწევა ქართული ღვინის პოპულარიზაციას სტრატეგიულ საექსპორტო ქვეყნებში.
2023 წელს ქართული ღვინო აშშ-ში, ევროპისა და აზიის ქვეყნების ბაზრებზე აქტიურად იქნება გამოფენილი. მსოფლიოს მასშტაბით ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის 2023 წლის ბიუჯეტიდან 14 მილიონი ლარი გამოიყო, რაც გასულ წელთან შედარებით 2 მილიონი ლარით მეტია.
ოთარ შამუგიას თქმით, საქართველოში რთველის სეზონი ორგანიზებულად ჩატარდა და ყველა ფერმერმა შეძლო მოსავლის შეუფერხებლად ჩაბარება.
„2022 წელს რთველში აქტიურად იყო ჩართული კერძო სექტორი, რაც სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამით იქნა სტიმულირებული“, – განაცხადა მინისტრმა.
მისი თქმით, საქართველოს მასშტაბით მთლიანობაში 257 ათას ტონამდე ყურძნის მოსავალი გადამუშავდა, ხოლო მევენახეების საერთო შემოსავალმა 270 მლნ ლარს მიაღწია.
მეღვინეობის დარგის განვითარების დადებითი დინამიკის შენარჩუნების მიზნით მთავრობამ ყურძნის მოსავლის სუბსიდირების პროგრამა 2022 წელსაც განახორციელა. აღნიშნული პროგრამა სახელმწიფოს დაახლოებით 100 მლნ ლარი დაუჯდა, თუმცა მობილიზებული იყო 150 მლნ ლარი.