რუსეთი ქართულ ღვინოს არა მარტო ყიდულობს, არამედ ყიდის - სტატისტიკა

© Sputnik / Alexander Imedashviliღვინის დახლი
ღვინის დახლი - Sputnik საქართველო, 1920, 13.04.2023
გამოწერა
საქართველოსთვის ყურძნის ნატურალური ღვინოები ერთ-ერთი მთავარი საექსპორტო პროდუქტია.
თბილისი, 13 აპრილი — Sputnik. 2022 წელს საქართველოში რუსეთიდან 613 ათასი დოლარის ღირებულების 202 ტონა ღვინის იმპორტი განხორციელდა, იუწყება მედიაპლატფორმა BMG.
საქართველოდან ექსპორტირებული საქონლის ჩამონათვალში ღვინოს მეხუთე ადგილი უკავია და მისი წილი მთლიანი ექსპორტის 4,5%-ს შეადგენს. ქართული ღვინის ძირითად იმპორტიორს წლებია რუსეთი წარმოადგენს. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, საქართველოში ღვინის გარკვეული ნაწილი ასევე რუსეთიდან შემოდის.
სტატისტიკის თანახმად, გასულ წელს საქართველოში 5 მლნ ლარზე მეტი ღირებულების 695 ტონა ღვინო შემოვიდა. იმპორტი, 2021 წელთან შედარებით, 28,1%-ით გაიზარდა. საქართველოს პროდუქცია 24-მა ქვეყანამ მოაწოდა.
ღირებულების მიხედვით TOP-5 საიმპორტო ქვეყნის რეიტინგი:
საფრანგეთი – 1,8 მლნ დოლარი, 73 ტონა;
იტალია – 1,2 მლნ დოლარი, 174 ტონა;
რუსეთი – 613 ათასი დოლარი, 202 ტონა;
უკრაინა – 243 ათასი დოლარი, 67 ტონა;
ლიეტუვა – 233 ათასი დოლარი, 8 ტონა;
ღვინის მცირე მოცულობებით იმპორტი ასევე განხორციელდა ბელარუსიდან, ლატვიიდან, ესპანეთიდან, ნიდერლანდიდან, პოლონეთიდან, სომხეთიდან, სამხრეთ აფრიკიდან, ჰონკონგიდან, თურქმენეთიდან, გერმანიიდან, დიდი ბრიტანეთიდან და სხვა ქვეყნებიდან.
2023 წლის იანვარი-თებერვალში კი საქართველომ 542 ათასი დოლარის ღირებულების 98 ტონა ღვინო შეიძინა (10,8%-ით ნაკლები 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით). 2023 წლის დასაწყისიდან ორ თვეში საქართველომ 112 ტონა პროდუქცია შემოიტანა.
სტატისტიკის თანახმად, 2022 წელს საქართველომ 252,5 მლნ დოლარის ღირებულების 106,7 ტონა ღვინის ექსპორტი განახორციელა, რაც 2021 წლის მაჩვენებელზე 5,5%-ით მეტია.
რუსეთი კვლავ რჩება ქართული ღვინის მთავარ ექსპორტიორად. 2022 წელს ღვინის ექსპორტის მთლიანი მოცულობის 63,7% სწორედ ამ ქვეყანაზე მოდის. ჯამში რუსეთში 160,8 მლნ დოლარის ღირებულების 73,1 ათასი ტონა ღვინო გაიგზავნა.
ყველა ახალი ამბავი
0