https://sputnik-georgia.com/20230421/ra-gaketda-levilis-mamulsi-276945173.html
რა გაკეთდა ლევილის მამულში ერთი წლის განმავლობაში
რა გაკეთდა ლევილის მამულში ერთი წლის განმავლობაში
Sputnik საქართველო
ლევილის მამული 2026 წლისთვის სრულად უნდა იყოს მოწესრიგებული. ამისთვის 5 მლნ ევროა გამოყოფილი. 21.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-21T15:04+0400
2023-04-21T15:04+0400
2023-04-21T20:46+0400
კულტურა საქართველოში
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
საფრანგეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/04/15/276939919_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_d610d5ccf7b3af2a8d2198d63c6bc1a8.jpg
თბილისი, 21 აპრილი — Sputnik. საქართველოს კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი ლევილის მამულში 2022 წლის დასაწყისიდან ჩატარებულ სამუშაოებს გაეცნო. ლევილის ქართული მამულის ისტორია 1921 წელს იწყება. ხელისუფლებაში ბოლშევიკების მოსვლის შემდეგ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ დატოვა საქართველო და თავშესაფარი საფრანგეთში ჰპოვა, სადაც ეს მამული შეიძინა. მამული საქართველოს საკუთრებად 2016 წელს აღიარეს. საფრანგეთის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები 1991 წლიდან მიმდინარეობდა. წულუკიანი უწყების თანამშრომლებთან ერთად სხვადასხვა ფრანგული სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა და მათთან შემდგომი თანამშრომლობის საკითხები განიხილა. 2022-2023 წლებში ლევილის მამულში გალავნის, გუშაგის სახლისა და პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა. სამინისტრომ ჩატარებული სამუშაოების დეტალური სია გამოაქვეყნა: სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლებსაც ფრანგული სააქციო საზოგადოება „დიუბოკი" ასრულებდა, მოიცავდა 1053 მ² ფართობს და ითვალისწინებდა გალავნის კედლისა და მისი კრამიტით დაფარული გვირგვინის სრულ განახლებას. ამ სამუშაოების ღირებულებამ 376,6 ათას ევროზე მეტი შეადგინა. შიდა სამუშაოები დასრულებულია, ხოლო ფასადის შეკეთება და გადახურვა მიმდინარე წლის აგვისტოს ბოლომდე უნდა დასრულდეს, მას შემდეგ, რაც ლევილის მერია დაამტკიცებს განმახორციელებელი კომპანიის მიერ შერჩეულ კრამიტის მოდელს. ხელშეკრულების ღირებულება თითქმის 252 ათასი ევროა. მცენარეთა თავისებურებებიდან გამომდინარე, მამულის პარკში სამუშაოები რამდენიმე ეტაპად შესრულდა და 2022 წლის დეკემბერში დამთავრდა. ამ სამუშაოების ღირებულება იყო 12 ათასი ევრო. გარდა ამისა, კულტურის სამინისტროს თანამშრომლებმა 2022 წელს მამულში დაასრულეს ინვენტარიზაცია. ასევე აღდგენილია სხვენის სახურავი, რომელშიც წლების განმავლობაში წყალი ჟონავდა და მთელ მამულს აზიანებდა. ლევილის მამულის ისტორია პარიზიდან 37 კილომეტრში მდებარე 45 ათასი კვადრატული მეტრი ფართობის ისტორიული ლევილის მამული საქართველოს დევნილი მთავრობის წევრებმა — ნოე ჟორდანიამ, ნოე რამიშვილმა, ევგენი გეგეჭკორმა, ნოე ხომერიკმა, აკაკი ჩხენკელმა, კონსტანტინე კანდელაკმა, ექვთიმე თაყაიშვილმა და სამსონ ფირცხალავამ 1922 წელს შეიძინეს სახელმწიფო სახსრებით. მიზანი — მამულის ლტოლვილ ქართველთა თავშესაფრად ქცევა იყო. გათვალისწინებული იყო ამ ქონების საქართველოსთვის გადაცემის პირობებიც. მათ "მორალურ ანდერძში" დაზუსტებული იყო, რომ შატო ლევილი უნდა დაბრუნებოდა საქართველოს, როცა ის დამოუკიდებელი გახდებოდა. ლევილის მამული მთლიანად 10 წლის შემდეგ აღდგება>>ძველებური გალავნით შემოღობილ ლევილის მამულში დგას ლუდოვიკო XIII-ის სტილში აშენებული ორსართულიანი სახლი, გაშენებულია საუკუნოვანი ცაცხვების ხეივანი, ბაღი და ბოსტანი. სახლის პირველ სართულზე მდებარეობს დიდი სალონი, რომლის კედლებს ამშვენებს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ცნობილი პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწეების პორტრეტები. აქვე ინახება საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის დედანი, რომელიც 1918 წლის 26 მაისით არის დათარიღებული. მამულის ტერიტორიაზე 2026 წლის სექტემბრამდე მოეწყობა: ლევილის ქართული აკადემია, სამუზეუმო და საარქივო სივრცე, ბიბლიოთეკა, საკონფერენციო დარბაზი, მედიათეკა, ქართული კუთხე – ქართული ოდა, ვენახი, ქვევრი და ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის აუცილებელი კომპონენტები, რითაც საქართველო ევროპაში შეიძენს მრავალპროფილურ კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრს და გააგრძელებს დიდ ტრადიციას, რომელსაც საქართველოს პირველი რესპუბლიკის მესვეურებმა და წარმომადგენლებმა ჩაუყარეს საფუძველი.
საქართველო
საფრანგეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/04/15/276939919_114:0:1934:1365_1920x0_80_0_0_00b680c6a980ec377fb84d7ee733758a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
კულტურა საქართველოში, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, საფრანგეთი
კულტურა საქართველოში, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, საფრანგეთი
რა გაკეთდა ლევილის მამულში ერთი წლის განმავლობაში
15:04 21.04.2023 (განახლებულია: 20:46 21.04.2023) ლევილის მამული 2026 წლისთვის სრულად უნდა იყოს მოწესრიგებული. ამისთვის 5 მლნ ევროა გამოყოფილი.
თბილისი, 21 აპრილი — Sputnik. საქართველოს კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი ლევილის მამულში 2022 წლის დასაწყისიდან ჩატარებულ სამუშაოებს გაეცნო.
ლევილის ქართული მამულის ისტორია 1921 წელს იწყება. ხელისუფლებაში ბოლშევიკების მოსვლის შემდეგ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ დატოვა საქართველო და თავშესაფარი საფრანგეთში ჰპოვა, სადაც ეს მამული შეიძინა. მამული საქართველოს საკუთრებად 2016 წელს აღიარეს. საფრანგეთის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები 1991 წლიდან მიმდინარეობდა.
წულუკიანი უწყების თანამშრომლებთან ერთად სხვადასხვა ფრანგული სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა და მათთან შემდგომი თანამშრომლობის საკითხები განიხილა.
2022-2023 წლებში ლევილის მამულში გალავნის, გუშაგის სახლისა და პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა.
სამინისტრომ ჩატარებული სამუშაოების დეტალური სია გამოაქვეყნა:
ლევილის მამულის ისტორიული გალავნის კონსერვაცია-რესტავრაცია.
სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლებსაც ფრანგული სააქციო საზოგადოება „დიუბოკი" ასრულებდა, მოიცავდა 1053 მ² ფართობს და ითვალისწინებდა გალავნის კედლისა და მისი კრამიტით დაფარული გვირგვინის სრულ განახლებას. ამ სამუშაოების ღირებულებამ 376,6 ათას ევროზე მეტი შეადგინა.
ლევილის მამულის გუშაგის სახლში, რომელშიც მრავალი წლის მანძილზე ემიგრანტი ქალბატონი ნამეტია გოგუაძე ცხოვრობდა, სარეაბილიტაციო სამუშაოები 2022 წლის ნოემბერში დაიწყო.
შიდა სამუშაოები დასრულებულია, ხოლო ფასადის შეკეთება და გადახურვა მიმდინარე წლის აგვისტოს ბოლომდე უნდა დასრულდეს, მას შემდეგ, რაც ლევილის მერია დაამტკიცებს განმახორციელებელი კომპანიის მიერ შერჩეულ კრამიტის მოდელს. ხელშეკრულების ღირებულება თითქმის 252 ათასი ევროა.
რაც შეეხება მამულის შატოს, მისი აზბესტისგან გაწმენდა და სახურავის სრული რეაბილიტაცია 2023 წელს უნდა დასრულდეს.
ლევილის მამულში მოწესრიგდა მწვანე საფარი და დაიწყო სანიტარული ჭრა, რაც მამულში 30 წლის მანძილზე არ გაკეთებულა.
მცენარეთა თავისებურებებიდან გამომდინარე, მამულის პარკში სამუშაოები რამდენიმე ეტაპად შესრულდა და 2022 წლის დეკემბერში დამთავრდა. ამ სამუშაოების ღირებულება იყო 12 ათასი ევრო.
გარდა ამისა, კულტურის სამინისტროს თანამშრომლებმა 2022 წელს მამულში დაასრულეს ინვენტარიზაცია. ასევე აღდგენილია სხვენის სახურავი, რომელშიც წლების განმავლობაში წყალი ჟონავდა და მთელ მამულს აზიანებდა.
პარიზიდან 37 კილომეტრში მდებარე 45 ათასი კვადრატული მეტრი ფართობის ისტორიული ლევილის მამული საქართველოს დევნილი მთავრობის წევრებმა — ნოე ჟორდანიამ, ნოე რამიშვილმა, ევგენი გეგეჭკორმა, ნოე ხომერიკმა, აკაკი ჩხენკელმა, კონსტანტინე კანდელაკმა, ექვთიმე თაყაიშვილმა და სამსონ ფირცხალავამ 1922 წელს შეიძინეს სახელმწიფო სახსრებით. მიზანი — მამულის ლტოლვილ ქართველთა თავშესაფრად ქცევა იყო. გათვალისწინებული იყო ამ ქონების საქართველოსთვის გადაცემის პირობებიც. მათ "მორალურ ანდერძში" დაზუსტებული იყო, რომ შატო ლევილი უნდა დაბრუნებოდა საქართველოს, როცა ის დამოუკიდებელი გახდებოდა.
ძველებური გალავნით შემოღობილ ლევილის მამულში დგას ლუდოვიკო XIII-ის სტილში აშენებული ორსართულიანი სახლი, გაშენებულია საუკუნოვანი ცაცხვების ხეივანი, ბაღი და ბოსტანი. სახლის პირველ სართულზე მდებარეობს დიდი სალონი, რომლის კედლებს ამშვენებს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ცნობილი პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწეების პორტრეტები. აქვე ინახება საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის დედანი, რომელიც 1918 წლის 26 მაისით არის დათარიღებული.
მამულის ტერიტორიაზე 2026 წლის სექტემბრამდე მოეწყობა: ლევილის ქართული აკადემია, სამუზეუმო და საარქივო სივრცე, ბიბლიოთეკა, საკონფერენციო დარბაზი, მედიათეკა, ქართული კუთხე – ქართული ოდა, ვენახი, ქვევრი და ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის აუცილებელი კომპონენტები, რითაც საქართველო ევროპაში შეიძენს მრავალპროფილურ კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრს და გააგრძელებს დიდ ტრადიციას, რომელსაც საქართველოს პირველი რესპუბლიკის მესვეურებმა და წარმომადგენლებმა ჩაუყარეს საფუძველი.