https://sputnik-georgia.com/20210802/levilis-mamuli-10-2lis-Semdeg-aRdgeba-252481037.html
ლევილის მამული მთლიანად 10 წლის შემდეგ აღდგება
ლევილის მამული მთლიანად 10 წლის შემდეგ აღდგება
Sputnik საქართველო
სამუშაოების პირველი ფაზა საგარეო საქმეთა სამინისტრომ განახორციელა. ამის შემდეგ ლევილის მამულის სამომავლო პროექტის მართვა კულტურის სამინისტროს გადაეცა. 02.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-02T09:59+0400
2021-08-02T09:59+0400
2023-08-17T19:45+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
კულტურა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23313/24/233132410_0:0:1409:793_1920x0_80_0_0_9d617ecd261e3facac28c8b1daf818b3.jpg
თბილისი, 2 აგვისტო – Sputnik. საფრანგეთში მდებარე ქართული მამული ლევილის აღდგენას საქართველოს მთავრობა 10 წლის შემდეგ დაასრულებს. გადაწყვეტილება ამის შესახებ მამულის მმართველი კომიტეტის სხდომაზე მიიღეს.სხდომა პარიზში საქართველოს კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის თავმჯდომარეობით გაიმართა.შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ისტორიული მამულის აღდგენა უკვე აკადემიის მიერ დამტკიცებული კონცეპტუალური პროექტის რეალიზაციის სტადიაზეა. სამუშაოებს კულტურის სამინისტრო დაასრულებს.პარიზიდან 37 კილომეტრში მდებარე 45 ათასი კვადრატული მეტრი ფართობის ისტორიული ლევილის მამული საქართველოს დევნილი მთავრობის წარმომადგენლებმა — ნოე ჟორდანიამ, ნოე რამიშვილმა, ევგენი გეგეჭკორმა, ნოე ხომერიკმა, აკაკი ჩხენკელმა, კონსტანტინე კანდელაკმა, ექვთიმე თაყაიშვილმა და სამსონ ფირცხალავამ 1922 წელს შეიძინეს სახელმწიფო სახსრებით. მიზანი — მამულის ლტოლვილ ქართველთა თავშესაფრად ქცევა იყო. გათვალისწინებული იყო ამ ქონების საქართველოსთვის გადაცემის პირობებიც. მათ „მორალურ ანდერძში“ დაზუსტებული იყო, რომ შატო ლევილი უნდა დაბრუნებოდა საქართველოს, როცა ის დამოუკიდებელი გახდებოდა.ლევილის მამული საქართველოს საკუთრებად ოფიციალურად 2016 წელს აღიარეს. საფრანგეთის მთავრობასთან მოლაპარაკებები მამულის გადმოცემის თაობაზე 1991 წლიდან მიმდინარეობდა.საფრანგეთში ლევილის მამულის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დასრულდა>>მამულის პროექტირება და რემონტი 2017 წელს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა.ძველებური გალავნით შემოღობილ ლევილის მამულში დგას ლუდოვიკო XIII სტილში აშენებული ორსართულიანი სახლი, გაშენებულია საუკუნოვანი ცაცხვების ხეივანი, ბაღი და ბოსტანი. სახლის პირველ სართულზე მდებარეობს დიდი სალონი, რომლის კედლებს ამშვენებს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ცნობილი პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწეების პორტრეტები. აქვე ინახება საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის დედანი, რომელიც 1918 წლის 26 მაისით არის დათარიღებული.
https://sputnik-georgia.com/20210627/levilis-mamuli-kulturis-saministros-daqvemdebarebaSi-gadadis-252143017.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23313/24/233132410_176:0:1233:793_1920x0_80_0_0_e1176818f7c2597c455ad5e464ed1a0d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, კულტურა საქართველოში
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, კულტურა საქართველოში
ლევილის მამული მთლიანად 10 წლის შემდეგ აღდგება
09:59 02.08.2021 (განახლებულია: 19:45 17.08.2023) სამუშაოების პირველი ფაზა საგარეო საქმეთა სამინისტრომ განახორციელა. ამის შემდეგ ლევილის მამულის სამომავლო პროექტის მართვა კულტურის სამინისტროს გადაეცა.
თბილისი, 2 აგვისტო – Sputnik. საფრანგეთში მდებარე ქართული მამული ლევილის აღდგენას საქართველოს მთავრობა 10 წლის შემდეგ დაასრულებს. გადაწყვეტილება ამის შესახებ მამულის მმართველი კომიტეტის სხდომაზე მიიღეს.
სხდომა პარიზში საქართველოს კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის თავმჯდომარეობით გაიმართა.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ისტორიული მამულის აღდგენა უკვე აკადემიის მიერ დამტკიცებული კონცეპტუალური პროექტის რეალიზაციის სტადიაზეა. სამუშაოებს კულტურის სამინისტრო დაასრულებს.
პარიზიდან 37 კილომეტრში მდებარე 45 ათასი კვადრატული მეტრი ფართობის ისტორიული ლევილის მამული საქართველოს დევნილი მთავრობის წარმომადგენლებმა — ნოე ჟორდანიამ, ნოე რამიშვილმა, ევგენი გეგეჭკორმა, ნოე ხომერიკმა, აკაკი ჩხენკელმა, კონსტანტინე კანდელაკმა, ექვთიმე თაყაიშვილმა და სამსონ ფირცხალავამ 1922 წელს შეიძინეს სახელმწიფო სახსრებით. მიზანი — მამულის ლტოლვილ ქართველთა თავშესაფრად ქცევა იყო. გათვალისწინებული იყო ამ ქონების საქართველოსთვის გადაცემის პირობებიც. მათ „მორალურ ანდერძში“ დაზუსტებული იყო, რომ შატო ლევილი უნდა დაბრუნებოდა საქართველოს, როცა ის დამოუკიდებელი გახდებოდა.
ლევილის მამული საქართველოს საკუთრებად ოფიციალურად 2016 წელს აღიარეს. საფრანგეთის მთავრობასთან მოლაპარაკებები მამულის გადმოცემის თაობაზე 1991 წლიდან მიმდინარეობდა.
მამულის პროექტირება და რემონტი 2017 წელს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა.
ძველებური გალავნით შემოღობილ ლევილის მამულში დგას ლუდოვიკო XIII სტილში აშენებული ორსართულიანი სახლი, გაშენებულია საუკუნოვანი ცაცხვების ხეივანი, ბაღი და ბოსტანი. სახლის პირველ სართულზე მდებარეობს დიდი სალონი, რომლის კედლებს ამშვენებს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ცნობილი პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწეების პორტრეტები. აქვე ინახება საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის დედანი, რომელიც 1918 წლის 26 მაისით არის დათარიღებული.