https://sputnik-georgia.com/20230420/volski-as-is-elcis-gancxadeba-subieqturia-276927837.html
ვოლსკი: აშშ-ის ელჩის განცხადება სუბიექტურია
ვოლსკი: აშშ-ის ელჩის განცხადება სუბიექტურია
Sputnik საქართველო
სამართალდამცავი ორგანოების ან საპარლამენტო კომისიის მიერ გამოძიების დასაწყებად საჭიროა ფაქტები, განაცხადა დეპუტატმა 20.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-20T23:35+0400
2023-04-20T23:35+0400
2023-04-21T00:19+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
ქართული ოცნება
აშშ-ის სანქციები ქართველი მოსამართლეების წინააღმდეგ
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24651/16/246511691_0:53:3000:1741_1920x0_80_0_0_6a3c8a2f9e145389684c2032aa229abf.jpg
თბილისი, 20 აპრილი – Sputnik. აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადება სასამართლო სისტემაში შესაძლო კორუფციის შესახებ უნდა განიხილებოდეს, როგორც საკითხისადმი სუბიექტური მიდგომა, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ.გუშინ ელჩმა განაცხადა, რომ „მნიშვნელოვან კორუფციაში მონაწილეობისთვის" სამ მოქმედ და ერთ ყოფილ მოსამართლეზე სავიზო შეზღუდვების დაწესებამდე მათ ჩაატარეს ძალიან საფუძვლიანი ანალიზი და შეაგროვეს ინფორმაცია, რომლის დიდი ნაწილი საჯაროდ ხელმისაწვდომი იყო. სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა მოიწონა სავიზო აკრძალვა, რადგან ისინი სრულად არიან დარწმუნებული სავიზო აკრძალვის შემოღების საფუძვლებში, განაცხადა ელჩმა.მისი თქმით, სწორია უმრავლესობის გადაწყვეტილება, მხარი არ დაუჭიროს პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას, რადგან არ არსებობს ფაქტები, ხოლო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისთვის მიწოდებული ინფორმაცია ღია წყაროებს ემყარება.ოპოზიციონერი დეპუტატები პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით მას შემდეგ გამოვიდნენ, რაც 5 აპრილს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა „მნიშვნელოვან კორუფციაში“ ჩართულობის გამო სავიზო შეზღუდვები დაუწესა სამ მოქმედ მოსამართლეს – მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს და ირაკლი შენგელიას და ყოფილ მოსამართლე ვალერიან ცერცვაძეს.პრინციპის საკითხი: დეპუტატები მესამე დღეა კენჭისყრას ვერ ახერხებენ >>მმართველი პარტიის დეპუტატებმა მოსამართლეებთან სოლიდარობის ნიშნად ორჯერ ჩააგდეს საკითხის გატანა კენჭისყრაზე, რისთვისაც განზრახ არ გაიარეს რეგისტრაცია მის დასაწყებად.ქართული ოპოზიცია, მათ შორის ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, წლებია ამტკიცებს, რომ საქართველოში სასამართლო სისტემას მართავს კლანი ლევან მურუსიძის ხელმძღვანელობით და სასამართლო მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ დაკვეთებს ასრულებს.თავის მხრივ, „ქართული ოცნება“ ამტკიცებს, რომ სასამართლო სისტემა საქართველოში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ დამოუკიდებელი გახდა.დეპუტატი: მოსამართლეების წინააღმდეგ სანქციების დაწესების ინიციატორი აშშ-ის ელჩი აღმოჩნდა >>საქართველოს ხელისუფლებაში გაუგებარი და მიუღებელი უწოდეს მტკიცებულებების წარმოდგენის გარეშე ქართველი მოსამართლეების კორუფციაში დადანაშაულებას. საპასუხოდ აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ბრალდება ეფუძნება საჯაროდ ხელმისაწვდომ ინფორმაციას. „ეს ინფორმაცია და ბრალდებები ცნობილია მრავალი წელია", – განაცხადა დიპლომატმა.ამავე დროს ელჩმა დეგნანმა დასძინა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება არის ძალიან პოზიტიური ნაბიჯი, ეს არის მთავრობისთვის შესაძლებლობა, გამოავლინოს ერთგულება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და ჭეშმარიტად მიუკერძოებელი სასამართლო სისტემის ჩამოყალიბების მიმართ.თავის მხრივ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენისადმი მიწერილ წერილში იმედი გამოთქვა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი წარმოადგენს შესაბამის მტკიცებულებებს ან გადახედავს თავის გადაწყვეტილებას.დარჩიაშვილმა აღნიშნა, რომ 2012 წელს ხელისუფლების შეცვლამდე სასამართლო იყო პროკურატურის ქვედანაყოფი და რეჟიმის რეპრესიული მანქანის ერთ-ერთი მორიგი რგოლი. ამ სისტემის მთავარი შემქმნელები იყვნენ მაშინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი, რომელთა წინააღმდეგ სანქციები არცერთ ქვეყანას არ დაუწესებია, აღნიშნა მინისტრმა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24651/16/246511691_166:0:2833:2000_1920x0_80_0_0_50c87ee335440434c6fea0ce346637a3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოცნება , აშშ-ის სანქციები ქართველი მოსამართლეების წინააღმდეგ
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოცნება , აშშ-ის სანქციები ქართველი მოსამართლეების წინააღმდეგ
ვოლსკი: აშშ-ის ელჩის განცხადება სუბიექტურია
23:35 20.04.2023 (განახლებულია: 00:19 21.04.2023) სამართალდამცავი ორგანოების ან საპარლამენტო კომისიის მიერ გამოძიების დასაწყებად საჭიროა ფაქტები, განაცხადა დეპუტატმა
თბილისი, 20 აპრილი – Sputnik. აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადება სასამართლო სისტემაში შესაძლო კორუფციის შესახებ უნდა განიხილებოდეს, როგორც საკითხისადმი სუბიექტური მიდგომა, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ.
გუშინ ელჩმა განაცხადა, რომ „მნიშვნელოვან კორუფციაში მონაწილეობისთვის" სამ მოქმედ და ერთ ყოფილ მოსამართლეზე სავიზო შეზღუდვების დაწესებამდე მათ ჩაატარეს ძალიან საფუძვლიანი ანალიზი და შეაგროვეს ინფორმაცია, რომლის დიდი ნაწილი საჯაროდ ხელმისაწვდომი იყო. სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა მოიწონა სავიზო აკრძალვა, რადგან ისინი სრულად არიან დარწმუნებული სავიზო აკრძალვის შემოღების საფუძვლებში, განაცხადა ელჩმა.
„განცხადება უნდა განვიხილოთ, როგორც საკითხისადმი სუბიექტური მიდგომა, ვინაიდან არ არსებობს ამ თემაზე გამოძიების დაწყების ფაქტი და საფუძველი. სამართალდამცავი სტრუქტურების მხრიდან იქნება გამოძიება თუ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მიერ, ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია ფაქტები“, - განაცხადა ვოლსკიმ.
მისი თქმით, სწორია უმრავლესობის გადაწყვეტილება, მხარი არ დაუჭიროს პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას, რადგან არ არსებობს ფაქტები, ხოლო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისთვის მიწოდებული ინფორმაცია ღია წყაროებს ემყარება.
ოპოზიციონერი დეპუტატები პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით მას შემდეგ გამოვიდნენ, რაც 5 აპრილს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა „მნიშვნელოვან კორუფციაში“ ჩართულობის გამო სავიზო შეზღუდვები დაუწესა სამ მოქმედ მოსამართლეს – მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს და ირაკლი შენგელიას და ყოფილ მოსამართლე ვალერიან ცერცვაძეს.
მმართველი პარტიის დეპუტატებმა მოსამართლეებთან სოლიდარობის ნიშნად ორჯერ ჩააგდეს საკითხის გატანა კენჭისყრაზე, რისთვისაც განზრახ არ გაიარეს რეგისტრაცია მის დასაწყებად.
ქართული ოპოზიცია, მათ შორის ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, წლებია ამტკიცებს, რომ საქართველოში სასამართლო სისტემას მართავს კლანი ლევან მურუსიძის ხელმძღვანელობით და სასამართლო მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ დაკვეთებს ასრულებს.
თავის მხრივ, „ქართული ოცნება“ ამტკიცებს, რომ სასამართლო სისტემა საქართველოში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ დამოუკიდებელი გახდა.
საქართველოს ხელისუფლებაში გაუგებარი და მიუღებელი უწოდეს მტკიცებულებების წარმოდგენის გარეშე ქართველი მოსამართლეების კორუფციაში დადანაშაულებას. საპასუხოდ აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ბრალდება ეფუძნება საჯაროდ ხელმისაწვდომ ინფორმაციას. „ეს ინფორმაცია და ბრალდებები ცნობილია მრავალი წელია", – განაცხადა დიპლომატმა.
ამავე დროს ელჩმა დეგნანმა დასძინა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება არის ძალიან პოზიტიური ნაბიჯი, ეს არის მთავრობისთვის შესაძლებლობა, გამოავლინოს ერთგულება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და ჭეშმარიტად მიუკერძოებელი სასამართლო სისტემის ჩამოყალიბების მიმართ.
თავის მხრივ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენისადმი მიწერილ წერილში იმედი გამოთქვა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი წარმოადგენს შესაბამის მტკიცებულებებს ან გადახედავს თავის გადაწყვეტილებას.
დარჩიაშვილმა აღნიშნა, რომ 2012 წელს ხელისუფლების შეცვლამდე სასამართლო იყო პროკურატურის ქვედანაყოფი და რეჟიმის რეპრესიული მანქანის ერთ-ერთი მორიგი რგოლი. ამ სისტემის მთავარი შემქმნელები იყვნენ მაშინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი, რომელთა წინააღმდეგ სანქციები არცერთ ქვეყანას არ დაუწესებია, აღნიშნა მინისტრმა.