მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

პოლონეთი უკრაინიდან რამდენიმე სახის პროდუქტის იმპორტის აკრძალვას ითხოვს

© photo: Sputnik / Stringer
  - Sputnik საქართველო, 1920, 20.04.2023
გამოწერა
თბილისი, 20 აპრილი — Sputnik. პოლონეთი აპირებს შესთავაზოს ევროკავშირს უკრაინიდან ხილის, კვერცხის, ფრინველის, შაქრისა და თაფლის იმპორტის აკრძალვა, იტყობინება რადიო RMF FM.
რადიოს ცნობით, ვარშავას ხორბლის, სიმინდის, რაფსის და მზესუმზირის იმპორტის შეზღუდვა საკმარისად არ მიაჩნია.
როგორც RMF FM-ის საიტზეა ნათქვამი, უკრაინის მოსაზღვრე თითოეულმა ქვეყანამ შეზღუდვების მოთხოვნების საკუთარი სია ჩამოაყალიბა. მაგალითად, ბულგარეთს სურს აკრძალოს უკრაინიდან ფქვილისა და ზეთის, უნგრეთს კი ფქვილის, ფრინველის და თაფლის შეტანა.
დაინტერესებული სახელმწიფოები განზოგადებული სიის ჩამოყალიბებას მოგვიანებით აპირებენ.
როგორც რადიო აღნიშნავს, სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტის შეზღუდვაზე სახელმწიფოთა დამატებითმა მოთხოვნებმა მხარეებს შორის გუშინდელი მოლაპარაკებები ჩაშალა.
აღმოსავლეთ ევროპის ფერმერებს საკუთარი პროდუქციის გასაღებაში პრობლემები შეექმნათ უკრაინულ საქონელზე გადასახადების გაუქმების გამო. ეს გადაწყვეტილება, რომელიც 2022 წლის ივნისში მიიღეს, სამრეწველო საქონლის, ბოსტნეულის, ხილის იმპორტზე გადასახადებისა და ანტიდემპინგური მოსაკრებლის დროებით, ერთი წლით გაუქმებას ითვალისწინებდა. შედეგად ევროპელი ფერმერების შემოსავლები დაეცა, ვინაიდან უკრაინიდან იმპორტირებული მარცვლეული ადგილობრივ პროდუქტზე იაფი აღმოჩნდა.
19 აპრილს უკრაინული სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტი დროებით აკრძალეს ბულგარეთმა, უნგრეთმა, სლოვაკეთმა და პოლონეთმა. ჩეხი ფერმერები ასევე მოითხოვენ საკუთარი მთავრობისგან მსგავსი ზომების გატარებას. ბრიუსელი უახლოეს დღეებში აპირებს დაზარალებული ფერმერების მხარდამჭერი გეგმის ჩამოყალიბებას და ამზადებს ევროკავშირის ერთიან პოზიციას უკრაინული სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტის შესახებ.
წყარო: RMF FM
ყველა ახალი ამბავი
0