მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ბავშვმა საბავშვო ბაღის ეზოში არქეოლოგიური იშვიათობა იპოვა

© Pixabay / dimitrisvetsikas1969
  - Sputnik საქართველო, 1920, 20.04.2023
გამოწერა
თბილისი, 20 აპრილი — Sputnik. ცოტა ხნის წინ გერმანიის ქალაქ სიეკეს ერთ-ერთი საბავშვო ბაღის აღსაზრდელმა ბაღისავე ეზოში ქვის უჩვეულო ნივთი იპოვა და შინ წაიღო, რომელიც საბოლოოდ ნეოლითის ხანის კაჟის მახვილი აღმოჩნდა, იუწყება „დოიჩე ველე“.
გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვის მშობლებმა ნაპოვნს ფოტო გადაუღეს და მხარეთმცოდნეობის მუზეუმს გადაუგზავნეს, შემდეგ კი უშუალოდ ნივთიც გადასცეს შემდგომი შესწავლისთვის.
როგორც მახვილის ანალიზმა აჩვენა, მისი ასაკი დაახლოებით 4000-5000 წელია, ის საკმაოდ კარგად არის შემონახული. სპეციალისტების თქმით, ესოდენ კარგ მდგომარეობაში შემორჩენილი ნეოლითური მახვილები სულ რამდენჯერმეა ნაპოვნი.
მუზეუმს უჩვეულო ნაპოვნი საზოგადოებისთვის ჯერ არ წარუდგენია. მისი ფოტოს გამოქვეყნება მომავალ კვირაში, 26 აპრილს იგეგმება.
როგორც გამოცემა განმარტავს, ამ დროისათვის კაჟის მახვილის კუთვნილების საკითხი ჯერ ისევ გაურკვეველია. გერმანიაში მსგავსი შემთხვევები მიწის კანონით რეგულირდება. ამასთან, საქსონიის კანონებით, მოქალაქე ვალდებულია აცნობოს ხელისუფლებას არქეოლოგიური ნივთის პოვნის შესახებ, რომელიც შესაძლოა საბოლოოდ სახელმწიფოს კუთვნილება გახდეს. ასეთ შემთხვევაში მპოვნელს ჯილდოდ გარკვეული თანხა გადაეცემა.
ყველა ახალი ამბავი
0