https://sputnik-georgia.com/20230420/-------25---276919548.html
მინისტრი: საქართველოდან სასოფლო- სამეურნეო პროდუქციის ექსპორტი 2,5-ჯერ გაიზარდა
მინისტრი: საქართველოდან სასოფლო- სამეურნეო პროდუქციის ექსპორტი 2,5-ჯერ გაიზარდა
Sputnik საქართველო
ოთარ შამუგიას განცხადებით, გასულ წელს აგრობიზნესის პროდუქციის წარმოების მოცულობამ 15,2 მლრდ ლარი შეადგინა. 20.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-20T18:35+0400
2023-04-20T18:35+0400
2023-04-20T21:53+0400
საქართველო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
საქართველოს პარლამენტი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/04/14/276915909_0:213:2048:1366_1920x0_80_0_0_b69913c6c34edf168b64f4a53bd1a48a.jpg
თბილისი, 20 აპრილი — Sputnik. ქართული აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი ბოლო 10 წელიწადში თითქმის 147%-ით გაიზარდა, განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას.მინისტრმა აღნიშნა, რომ ამ შედეგის მიღწევა სახელმწიფო პოლიტიკის ხელშეწყობით კერძო სექტორის თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად განვითარების შედეგად მოხერხდა.შამუგიას განცხადებით, 2022 წელს საქართველოდან მსოფლიოს 96 ქვეყანაში გავიდა 1,3 მლრდ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია, რაც 34%-ით აღემატება 2020 წლის მაჩვენებელს, ხოლო 10,5%-ით – 2021 წლის მაჩვენებელს.ქართული აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის ზრდის ტენდენცია ფიქსირდება 2023 წელსაც. პირველი კვარტლის მონაცემებით, ექსპორტი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 29%-ით გაიზარდა. ამასთან, 21%-ით არის გაზრდილი ქართული აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებში.საქართველოში ხორბლის ექსპორტის აკრძალვა ვადაზე ადრე გაუქმდა>>>როგორც მინისტრმა აღნიშნა, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ ევროკავშირის ქვეყნებში ღვინის ექსპორტი 129%-ით გაიზარდა, ალკოჰოლური სასმელების – 26%-ით, ხილისა და ბოსტნეულის წვენების – 103%-ით, უალკოჰოლო გაზიანი სასმელების – 4,7-ჯერ, ხოლო მშრალი ხილის ექსპორტი – 5-ჯერ. საქართველოდან ასევე გააქვთ ჩაი და ციტრუსები.2022 წლის წინასწარი მონაცემებით, აგრობიზნესის პროდუქციის წარმოების მოცულობამ 15,2 მლრდ ლარი შეადგინა.ბოლო 10 წლის მანძილზე აგრობიზნესის პროდუქციის (პირველადი და გადამუშავებული პროდუქცია) გამოშვების მაჩვენებელი გაზრდილია 112%-ით, ხოლო 2021 წელთან შედარებით ზრდა 14%-ია. ასევე ბოლო 10 წლის განმავლობაში 96%-ით არის გაზრდილი და 4,4 მლრდ ლარს შეადგენს დარგში შექმნილი დამატებული ღირებულება – თუ 2021 წელს შევადარებთ, ფიქსირდება 13%-იანი ზრდა.როგორც შამუგიამ აღნიშნა, ბოლო 10 წლის განმავლობაში უმუშევრობის დონე სოფლად 6,7%-ით შემცირდა და 2022 წელს 15,7% შეადგინა (2021 წელთან შედარებით 2,5%-ით შემცირდა).
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/04/14/276915909_363:305:1778:1366_1920x0_80_0_0_50f7e184552a2a77bfd1ea3adef86e87.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს პარლამენტი, ახალი ამბები
საქართველო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს პარლამენტი, ახალი ამბები
მინისტრი: საქართველოდან სასოფლო- სამეურნეო პროდუქციის ექსპორტი 2,5-ჯერ გაიზარდა
18:35 20.04.2023 (განახლებულია: 21:53 20.04.2023) ოთარ შამუგიას განცხადებით, გასულ წელს აგრობიზნესის პროდუქციის წარმოების მოცულობამ 15,2 მლრდ ლარი შეადგინა.
თბილისი, 20 აპრილი — Sputnik. ქართული აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი ბოლო 10 წელიწადში თითქმის 147%-ით გაიზარდა, განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას.
მინისტრმა აღნიშნა, რომ ამ შედეგის მიღწევა სახელმწიფო პოლიტიკის ხელშეწყობით კერძო სექტორის თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად განვითარების შედეგად მოხერხდა.
შამუგიას განცხადებით, 2022 წელს საქართველოდან მსოფლიოს 96 ქვეყანაში გავიდა 1,3 მლრდ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია, რაც 34%-ით აღემატება 2020 წლის მაჩვენებელს, ხოლო 10,5%-ით – 2021 წლის მაჩვენებელს.
ქართული აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის ზრდის ტენდენცია ფიქსირდება 2023 წელსაც. პირველი კვარტლის მონაცემებით, ექსპორტი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 29%-ით გაიზარდა. ამასთან, 21%-ით არის გაზრდილი ქართული აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებში.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ ევროკავშირის ქვეყნებში ღვინის ექსპორტი 129%-ით გაიზარდა, ალკოჰოლური სასმელების – 26%-ით, ხილისა და ბოსტნეულის წვენების – 103%-ით, უალკოჰოლო გაზიანი სასმელების – 4,7-ჯერ, ხოლო მშრალი ხილის ექსპორტი – 5-ჯერ. საქართველოდან ასევე გააქვთ ჩაი და ციტრუსები.
2022 წლის წინასწარი მონაცემებით, აგრობიზნესის პროდუქციის წარმოების მოცულობამ 15,2 მლრდ ლარი შეადგინა.
ბოლო 10 წლის მანძილზე აგრობიზნესის პროდუქციის (პირველადი და გადამუშავებული პროდუქცია) გამოშვების მაჩვენებელი გაზრდილია 112%-ით, ხოლო 2021 წელთან შედარებით ზრდა 14%-ია. ასევე ბოლო 10 წლის განმავლობაში 96%-ით არის გაზრდილი და 4,4 მლრდ ლარს შეადგენს დარგში შექმნილი დამატებული ღირებულება – თუ 2021 წელს შევადარებთ, ფიქსირდება 13%-იანი ზრდა.
როგორც შამუგიამ აღნიშნა, ბოლო 10 წლის განმავლობაში უმუშევრობის დონე სოფლად 6,7%-ით შემცირდა და 2022 წელს 15,7% შეადგინა (2021 წელთან შედარებით 2,5%-ით შემცირდა).