https://sputnik-georgia.com/20230406/xorblis-eqsportis-akrzalva-moixsna-276488562.html
საქართველოში ხორბლის ექსპორტის აკრძალვა ვადაზე ადრე გაუქმდა
საქართველოში ხორბლის ექსპორტის აკრძალვა ვადაზე ადრე გაუქმდა
Sputnik საქართველო
ხორბლის ექსპორტი საქართველოში 2022 წლის 4 ივლისს აიკრძალა. 06.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-06T16:11+0400
2023-04-06T16:11+0400
2023-04-06T21:14+0400
საქართველოს სოფლის მეურნეობა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
საქართველოს მთავრობა
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/18/276092154_0:96:2735:1634_1920x0_80_0_0_c4870b6869eb62f077df4ddb0c71dddf.jpg
თბილისი, 6 აპრილი – Sputnik. მთავრობის გადაწყვეტილებით 6 აპრილიდან მოიხსნა საქართველოდან ხორბლის ექსპორტის დროებითი აკრძალვა, რომელიც 1 ივლისს უნდა გაუქმებულიყო, განაცხადეს სოფლის მეურნეობის სამინისტროში.საქართველოს მთავრობამ 2022 წლის 4 ივლისიდან 2023 წლის 1 ივლისამდე საქართველოდან ხორბლის და ქერის ექსპორტის აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო. ექსპორტის აკრძალვის გადაწყვეტილება მიღებული იყო სასურსათო უსაფრთხოებიდან გამომდინარე, რაც უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს უკავშირდებოდა.გადაწყვეტილება აკრძალვის ვადაზე ადრე მოხსნის შესახებ მთავრობამ სოფლის მეურნეობის ინიციატივით მიიღო, რომლის მიზანი იყო ფერმერების მიერ ხორბლის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობა.„კატასტროფის ზღვარზე“: ქართველი ფერმერები ხორბლის მოსავალს ვერ ყიდიან>>სამინისტროში აღნიშნეს, რომ შეზღუდვები 2022 წელს რეგიონში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, სასურსათო უსაფრთხოების გაზრდილი რისკის გათვალისწინებით დააწესეს. მაგრამ დღეს ქვეყანაში სასურსათო უსაფრთხოების, მათ შორის, ხორბლის დეფიციტის რისკი არ დგას.წლის განმავლობაში საქართველო 700-800 ათას ტონა ხორბალს მოიხმარს. ქვეყანას ხორბალი შემოაქვს რუსეთიდან, ყაზახეთიდან, უკრაინიდან, აშშ-დან. მარცვლეულის იმპორტის 70% რუსეთზე მოდის. მისი ღირებულება საქართველოსთვის ყველაზე მომგებიანია.საქართველოში მოხმარებული ხორბლის მხოლოდ 10-15%-ია ადგილობრივი წარმოების, თუმცა ხელისუფლება უახლოეს წლებში ამ მაჩვენებლის 50%-მდე გაზრდას გეგმავს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/18/276092154_334:0:2513:1634_1920x0_80_0_0_5fabe4dacd216180c07c749ed262c456.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს მთავრობა , ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს მთავრობა , ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა
საქართველოში ხორბლის ექსპორტის აკრძალვა ვადაზე ადრე გაუქმდა
16:11 06.04.2023 (განახლებულია: 21:14 06.04.2023) ხორბლის ექსპორტი საქართველოში 2022 წლის 4 ივლისს აიკრძალა.
თბილისი, 6 აპრილი – Sputnik. მთავრობის გადაწყვეტილებით 6 აპრილიდან მოიხსნა საქართველოდან ხორბლის ექსპორტის დროებითი აკრძალვა, რომელიც 1 ივლისს უნდა გაუქმებულიყო, განაცხადეს სოფლის მეურნეობის სამინისტროში.
საქართველოს მთავრობამ 2022 წლის 4 ივლისიდან 2023 წლის 1 ივლისამდე საქართველოდან ხორბლის და ქერის ექსპორტის აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო. ექსპორტის აკრძალვის გადაწყვეტილება მიღებული იყო სასურსათო უსაფრთხოებიდან გამომდინარე, რაც უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს უკავშირდებოდა.
გადაწყვეტილება აკრძალვის ვადაზე ადრე მოხსნის შესახებ მთავრობამ სოფლის მეურნეობის ინიციატივით მიიღო, რომლის მიზანი იყო ფერმერების მიერ ხორბლის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობა.
სამინისტროში აღნიშნეს, რომ შეზღუდვები 2022 წელს რეგიონში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, სასურსათო უსაფრთხოების გაზრდილი რისკის გათვალისწინებით დააწესეს. მაგრამ დღეს ქვეყანაში სასურსათო უსაფრთხოების, მათ შორის, ხორბლის დეფიციტის რისკი არ დგას.
„ფერმერებს შესაძლებლობა აქვთ მოსავლის რეალიზაცია მოახდინონ როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივ ბაზრებზე“, – ნათქვამია განცხადებაში.
წლის განმავლობაში საქართველო 700-800 ათას ტონა ხორბალს მოიხმარს. ქვეყანას ხორბალი შემოაქვს რუსეთიდან, ყაზახეთიდან, უკრაინიდან, აშშ-დან. მარცვლეულის იმპორტის 70% რუსეთზე მოდის. მისი ღირებულება საქართველოსთვის ყველაზე მომგებიანია.
საქართველოში მოხმარებული ხორბლის მხოლოდ 10-15%-ია ადგილობრივი წარმოების, თუმცა ხელისუფლება უახლოეს წლებში ამ მაჩვენებლის 50%-მდე გაზრდას გეგმავს.