https://sputnik-georgia.com/20230420/--------276917560.html
სააკაშვილის მიერ დაფუძნებულ პარტიას შეიძლება „ნიურნბერგის პროცესი" მოუწყონ
სააკაშვილის მიერ დაფუძნებულ პარტიას შეიძლება „ნიურნბერგის პროცესი" მოუწყონ
Sputnik საქართველო
თბილისი, 20 აპრილი — Sputnik. აუცილებელია ნიურნბერგის პროცესის მსგავსი მორალური სასამართლოს მოწყობა, რათა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ გაიხსენოს და შეაფასოს... 20.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-20T16:49+0400
2023-04-20T16:49+0400
2023-04-20T20:34+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტი
ქართული ოცნება
მიხეილ სააკაშვილი
ქართული ოპოზიცია
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/0a/250305328_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_0fb5d93d5d1d2b9ea1d10119037185df.jpg
თბილისი, 20 აპრილი — Sputnik. აუცილებელია ნიურნბერგის პროცესის მსგავსი მორალური სასამართლოს მოწყობა, რათა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ გაიხსენოს და შეაფასოს „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს ჩადენილი დანაშაულებები, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ. ოპოზიციის წარმომადგენლები პარლამენტში საგამოძიებო კომისიების შექმნის ინიციატივით გამოდიან, მათ შორის, მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უფლებების დაცვის საკითხზე. ამის საპასუხოდ კობახიძე არ გამორიცხავს, რომ საგამოძიებო კომისია შეიძლება შეიქმნას „კოლექტიური „ნაცმოძრაობის" წინააღმდეგ.მმართველი პარტიის ლიდერის განმარტებით, საზოგადოებისთვის კარგადაა ცნობილი „ნაციონალური მოძრაობის" პერიოდში მომხდარი დანაშაულების შესახებ, შესაბამისად, საჭიროა არა მათი გამოძიება, არამედ სისტემატიზაცია.მათ შეიძლება საკუთარ საგამოძიებო კომისიას გამოკრან ხელი, რომელიც მოახდენს მათ მიერ ჩადენილი უმძიმესი დანაშაულების სისტემატიზაციას, აღნიშნა მან.იმ დანაშაულებს შორის, რომელთა სისტემატიზაცია უნდა მოხდეს, კობახიძემ მაგალითად მოიყვანა ადამიანები, რომლებიც „ნაცმოძრაობის" კრიმინალური საქმიანობის მსხვერპლი გახდნენ, ადამიანები, რომლებიც აწამეს და არაადამიანურად ეპყრობოდნენ, ასევე ისინი, ვისაც ბიზნესი წაართვეს.ახლა, 10 წლის შემდეგ, რაც „ნაცმოძრაობა" აღარ არის ხელისუფლებაში, შეიძლება იყოს იდეალური დრო იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ შევახსენოთ საზოგადოებას „ნაცმოძრაობის" მიერ ჩადენილი მძიმე დანაშაულები, რადგან ახალგაზრდებს, შესაძლოა, აღარ ახსოვდეთ წინა ხელისუფლების პირობებში ქვეყანაში არსებული ვითარება, აღნიშნა პოლიტიკოსმა.„ათი წელი გავიდა, რაც ნიშნავს იმას, რომ თითოეულ ჩვენგანს, საზოგადოებას ემოციურ დონეზე მაინც ავიწყდება მათ მიერ ჩადენილი დანაშაულები. შესაბამისად, ახლა შეიძლება კარგი დრო იყოს იმისათვის, რომ უბრალოდ გავახსენოთ ეს საზოგადოებას", – განაცხადა კობახიძემ.„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ხელისუფლებაში მოვიდა ოთხ ოპოზიციურ პარტიასთან კოალიციაში. სწორედ 2012 წელს დასრულდა მიხეილ სააკაშვილის მიერ დაფუძნებული „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცხრაწლიანი მმართველობა.მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის მიერ დაფუძნებული ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდის. „ნაცმოძრაობის" წევრების სურვილია, შეისწავლონ საკითხი – ირღვევა თუ არა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სააკაშვილის უფლებები და იმყოფება თუ არა იგი შესაბამის პირობებში კლინიკა „ვივამედში", სადაც 2022 წლის მაისიდან მკურნალობს.სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს კიდევ სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/0a/250305328_72:0:1209:853_1920x0_80_0_0_58eb0741fce819383505e277a9f39c55.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს პარლამენტი, ქართული ოცნება , მიხეილ სააკაშვილი , ქართული ოპოზიცია, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს პარლამენტი, ქართული ოცნება , მიხეილ სააკაშვილი , ქართული ოპოზიცია, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , ახალი ამბები
თბილისი, 20 აპრილი — Sputnik. აუცილებელია ნიურნბერგის პროცესის მსგავსი მორალური სასამართლოს მოწყობა, რათა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ გაიხსენოს და შეაფასოს „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს ჩადენილი დანაშაულებები, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
ოპოზიციის წარმომადგენლები პარლამენტში საგამოძიებო კომისიების შექმნის ინიციატივით გამოდიან, მათ შორის, მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უფლებების დაცვის საკითხზე. ამის საპასუხოდ კობახიძე არ გამორიცხავს, რომ საგამოძიებო კომისია შეიძლება შეიქმნას „კოლექტიური „ნაცმოძრაობის" წინააღმდეგ.
მმართველი პარტიის ლიდერის განმარტებით, საზოგადოებისთვის კარგადაა ცნობილი „ნაციონალური მოძრაობის" პერიოდში მომხდარი დანაშაულების შესახებ, შესაბამისად, საჭიროა არა მათი გამოძიება, არამედ სისტემატიზაცია.
„პატარა ნიურნბერგი ამ ადამიანებისთვის შეფასება-შეხსენების დონეზე – ჩვენ საზოგადოებას კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ. ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი სისტემატიზაციის დონეზე უნდა გაკეთდეს და ამის დრო, ალბათ, დადგება", – განაცხადა კობახიძემ.
მათ შეიძლება საკუთარ საგამოძიებო კომისიას გამოკრან ხელი, რომელიც მოახდენს მათ მიერ ჩადენილი უმძიმესი დანაშაულების სისტემატიზაციას, აღნიშნა მან.
იმ დანაშაულებს შორის, რომელთა სისტემატიზაცია უნდა მოხდეს, კობახიძემ მაგალითად მოიყვანა ადამიანები, რომლებიც „ნაცმოძრაობის" კრიმინალური საქმიანობის მსხვერპლი გახდნენ, ადამიანები, რომლებიც აწამეს და არაადამიანურად ეპყრობოდნენ, ასევე ისინი, ვისაც ბიზნესი წაართვეს.
ახლა, 10 წლის შემდეგ, რაც „ნაცმოძრაობა" აღარ არის ხელისუფლებაში, შეიძლება იყოს იდეალური დრო იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ შევახსენოთ საზოგადოებას „ნაცმოძრაობის" მიერ ჩადენილი მძიმე დანაშაულები, რადგან ახალგაზრდებს, შესაძლოა, აღარ ახსოვდეთ წინა ხელისუფლების პირობებში ქვეყანაში არსებული ვითარება, აღნიშნა პოლიტიკოსმა.
„ათი წელი გავიდა, რაც ნიშნავს იმას, რომ თითოეულ ჩვენგანს, საზოგადოებას ემოციურ დონეზე მაინც ავიწყდება მათ მიერ ჩადენილი დანაშაულები. შესაბამისად, ახლა შეიძლება კარგი დრო იყოს იმისათვის, რომ უბრალოდ გავახსენოთ ეს საზოგადოებას", – განაცხადა კობახიძემ.
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ხელისუფლებაში მოვიდა ოთხ ოპოზიციურ პარტიასთან კოალიციაში. სწორედ 2012 წელს დასრულდა მიხეილ სააკაშვილის მიერ დაფუძნებული „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცხრაწლიანი მმართველობა.
მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის მიერ დაფუძნებული ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდის. „ნაცმოძრაობის" წევრების სურვილია, შეისწავლონ საკითხი – ირღვევა თუ არა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სააკაშვილის უფლებები და იმყოფება თუ არა იგი შესაბამის პირობებში კლინიკა „ვივამედში", სადაც 2022 წლის მაისიდან მკურნალობს.
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს კიდევ სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.