https://sputnik-georgia.com/20230419/saqartvelom-moamzada-angarisi-evrokavsiris-gafartoebis-paketis-farglebsi-276895464.html
საქართველომ მოამზადა ანგარიში ევროკავშირის გაფართოების პაკეტის ფარგლებში
საქართველომ მოამზადა ანგარიში ევროკავშირის გაფართოების პაკეტის ფარგლებში
Sputnik საქართველო
დოკუმენტი არის იმ მნიშვნელოვანი სამუშაოს ნაწილი, რომელიც საქართველოს მთავრობამ ევროინტეგრაციის მიმართულებით შეასრულა, განაცხადა დარჩიაშვილმა 19.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-19T23:18+0400
2023-04-19T23:18+0400
2023-04-19T23:18+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ევროკავშირი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/04/13/276884209_41:0:1035:559_1920x0_80_0_0_27d0a1edbb4cc49fc6a652cb96170060.jpg
ბილისი, 19 აპრილი - Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა საქართველოში ევროკავშირის ელჩს პაველ ჰერჩინსკის გადასცა ანგარიში ევროკომისიისთვის, რომელშიც საუბარია ევროკავშირის სტანდარტებთან დასაახლოებლად ერთი წლის განმავლობაში გაწეულ საქმიანობაზე.დოკუმენტი პირველად მომზადდა კოპენჰაგენის კრიტერიუმების შესაბამისად ევროკავშირის გაფართოების პაკეტის ფარგლებში. 2022 წლის ივნისში ევროპის საბჭომ საქართველოს მიანიჭა ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა მიენიჭებინა მისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდებოდა 12 რეკომენდაცია.საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, ანგარიში 2023 წლის 18 აპრილს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის 66-ე სხდომის ფარგლებში დამტკიცდა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობდა. დოკუმენტი 35 თავს მოიცავს და მასში ასახულია ევროკავშირთან დაახლოების კუთხით ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოს მიერ განხორციელებული საკანონმდებლო, ინსტიტუციური და სხვა სახის აქტივობები და ამ კუთხით სახელმწიფოს მიერ მიღწეული პროგრესი.როგორც საგარეო უწყებაში აღნიშნავენ, ანგარიშის მომზადება თებერვლის ბოლოს ევროკომისიის მოთხოვნის შესაბამისად დაიწყო და პროცესს კოორდინაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო უწევდა. პროცესში ჩართული იყო ყველა სახელმწიფო უწყება, ასევე საკანონმდებლო ორგანო და სასამართლო ხელისუფლება.მითითებული ანგარიშის საფუძველზე ევროკომისია შეაფასებს საქართველოს კოპენჰაგენის კრიტერიუმების თანახმად, რომელიც მოიცავს როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ და სექტორულ ნაწილებს.მოხსენებასთან ერთად ევროკავშირის ელჩს გადაეცა საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელის წერილი სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისრის ოლივერ ვარჰეის სახელზე, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველოს მიერ მომზადებული დოკუმენტი შეიცავს ამომწურავ ინფორმაციას, მათ შორის, აქტუალურ სტატისტიკურ მონაცემებს ყველა მიმართულებით.შემოდგომით გამოქვეყნდება ევროკომისიის შეფასება, რომლის საფუძველზეც 2023 წელს ევროპის საბჭო განიხილავს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხს.საქართველო ევროკომისიისგან ელოდება შუალედურ შეფასებას ზაფხულში, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას სტატუსთან დაკავშირებით - წლის ბოლოს.
საქართველო
ევროკავშირი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/04/13/276884209_166:0:911:559_1920x0_80_0_0_df926509bc7454780d6768c942c55341.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი
საქართველომ მოამზადა ანგარიში ევროკავშირის გაფართოების პაკეტის ფარგლებში
დოკუმენტი არის იმ მნიშვნელოვანი სამუშაოს ნაწილი, რომელიც საქართველოს მთავრობამ ევროინტეგრაციის მიმართულებით შეასრულა, განაცხადა დარჩიაშვილმა
ბილისი, 19 აპრილი - Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა საქართველოში ევროკავშირის ელჩს პაველ ჰერჩინსკის გადასცა ანგარიში ევროკომისიისთვის, რომელშიც საუბარია ევროკავშირის სტანდარტებთან დასაახლოებლად ერთი წლის განმავლობაში გაწეულ საქმიანობაზე.
დოკუმენტი პირველად მომზადდა კოპენჰაგენის კრიტერიუმების შესაბამისად ევროკავშირის გაფართოების პაკეტის ფარგლებში. 2022 წლის ივნისში ევროპის საბჭომ საქართველოს მიანიჭა ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა მიენიჭებინა მისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდებოდა 12 რეკომენდაცია.
საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, ანგარიში 2023 წლის 18 აპრილს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის 66-ე სხდომის ფარგლებში დამტკიცდა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობდა. დოკუმენტი 35 თავს მოიცავს და მასში ასახულია ევროკავშირთან დაახლოების კუთხით ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოს მიერ განხორციელებული საკანონმდებლო, ინსტიტუციური და სხვა სახის აქტივობები და ამ კუთხით სახელმწიფოს მიერ მიღწეული პროგრესი.
„ანგარიში წარდგენილი იქნება წევრი-ქვეყნებისთვის, რომლებიც მოგვიანებით, კერძოდ, დეკემბერში, გადაწყვეტენ, რა ნაბიჯების გადადგმაა საჭირო საქართველოსთან ურთიერთობებში და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ჰერჩინსკიმ.
როგორც საგარეო უწყებაში აღნიშნავენ, ანგარიშის მომზადება თებერვლის ბოლოს ევროკომისიის მოთხოვნის შესაბამისად დაიწყო და პროცესს კოორდინაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო უწევდა. პროცესში ჩართული იყო ყველა სახელმწიფო უწყება, ასევე საკანონმდებლო ორგანო და სასამართლო ხელისუფლება.
„აღნიშნული დოკუმენტი იმ მნიშვნელოვანი სამუშაოს ნაწილია, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ გაატარა ევროინტეგრაციის მიმართულებით, რაც იქნება ძალიან მნიშვნელოვანი დამხმარე მექანიზმი, რათა ოქტომბერში ევროკომისიამ მიიღოს შესაბამისი დასკვნა, ხოლო ევროპულმა საბჭომ წლის ბოლოსთვის მიიღოს დადებითი გადაწყვეტილება და საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.
მითითებული ანგარიშის საფუძველზე ევროკომისია შეაფასებს საქართველოს კოპენჰაგენის კრიტერიუმების თანახმად, რომელიც მოიცავს როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ და სექტორულ ნაწილებს.
მოხსენებასთან ერთად ევროკავშირის ელჩს გადაეცა საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელის წერილი სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისრის ოლივერ ვარჰეის სახელზე, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველოს მიერ მომზადებული დოკუმენტი შეიცავს ამომწურავ ინფორმაციას, მათ შორის, აქტუალურ სტატისტიკურ მონაცემებს ყველა მიმართულებით.
შემოდგომით გამოქვეყნდება ევროკომისიის შეფასება, რომლის საფუძველზეც 2023 წელს ევროპის საბჭო განიხილავს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხს.
საქართველო ევროკომისიისგან ელოდება შუალედურ შეფასებას ზაფხულში, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას სტატუსთან დაკავშირებით - წლის ბოლოს.