https://sputnik-georgia.com/20230419/mkvleloba-axmetasi-dakavebuls-brali-waredgina-276889708.html
მკვლელობა ახმეტაში: დაკავებულს ბრალი წარედგინა
მკვლელობა ახმეტაში: დაკავებულს ბრალი წარედგინა
Sputnik საქართველო
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართავს. 19.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-19T22:00+0400
2023-04-19T22:00+0400
2023-04-19T22:54+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/0d/275736201_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_eb4e3446c84c2c2569a7a73e03655d02.jpg
თბილისი, 19 აპრილი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ ახმეტაში მეზობლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ახალგაზრდა მამაკაცს ბრალდება წარუდგინა, ნათქვამია უწყების ვებ-გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.გამოძიებამ დაადგინა, რომ 17 აპრილს ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა 2005 წელს დაბადებულმა ბ.ხ.-მ ყოფით ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს სანადირო თოფიდან გასროლით მეზობელს თავის არეში ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. 1952 წელს დაბადებული ლ.ხ. მიყენებული დაზიანების შედეგად სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მათ მიერ ასევე ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღიც – სანადირო თოფი.დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით თელავის რაიონულ სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.წყარო - შსს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/0d/275736201_347:0:3078:2048_1920x0_80_0_0_be8f95534f9785945d5097bdb6b7c71f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები
მკვლელობა ახმეტაში: დაკავებულს ბრალი წარედგინა
22:00 19.04.2023 (განახლებულია: 22:54 19.04.2023) პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართავს.
თბილისი, 19 აპრილი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ ახმეტაში მეზობლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ახალგაზრდა მამაკაცს ბრალდება წარუდგინა, ნათქვამია უწყების ვებ-გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოძიებამ დაადგინა, რომ 17 აპრილს ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა 2005 წელს დაბადებულმა ბ.ხ.-მ ყოფით ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს სანადირო თოფიდან გასროლით მეზობელს თავის არეში ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
1952 წელს დაბადებული ლ.ხ. მიყენებული დაზიანების შედეგად სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მათ მიერ ასევე ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღიც – სანადირო თოფი.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით თელავის რაიონულ სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.