https://sputnik-georgia.com/20230418/saqartvelos-premier-mtavroba-aqtiurad-musaobs-fasebis-regulirebaze-276845221.html
საქართველოს პრემიერ-მინისტრი: მთავრობა აქტიურად მუშაობს ფასების რეგულირებაზე
საქართველოს პრემიერ-მინისტრი: მთავრობა აქტიურად მუშაობს ფასების რეგულირებაზე
Sputnik საქართველო
მთავრობის ამოცანაა, რომ ინფლაცია 5%-ზე იყოს შენარჩუნებული და ამასთან ერთად უზრუნველყოს მაღალი ეკონომიკური ზრდა, განაცხადა პრემიერმა. 18.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-18T19:13+0400
2023-04-18T19:13+0400
2023-04-18T22:36+0400
ახალი ამბები
საქართველო
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
საქართველოს მთავრობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/1f/273592379_0:0:958:540_1920x0_80_0_0_680d43f65655db840fbc1f3771c69c0b.jpg
თბილისი, 18 აპრილი – Sputnik. საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს ფასების შემცირებაზე, ქვეყანაში საწვავი, საკვები და პური მნიშვნელოვნად გაიაფდა, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.საქართველოში წლიურმა ინფლაციამ (2023 წლის მარტში 2022 წლის მარტთან შედარებით) 5,3% შეადგინა, მიზნობრივი მაჩვენებელია 3%. წელიწადზე გადაანგარიშებით მარტში ფასები გაიზარდა სასტუმროებსა და რესტორნებზე (12,4%) და კომუნალურ მომსახურებაზე (11,1%), ხოლო ჯანდაცვაზე შემცირდა 8%-ით. სურსათზე ფასები წლიური 11,8%-ით გაიზარდა.პრემიერმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც მხარი დაუჭირა მთავრობას ამ პოლიტიკის განხორციელებაში და ადეკვატური ნაბიჯები გადადგა.კერძოდ, ღარიბაშვილის თქმით, გასულ კვირაში სოციალური პური ფქვილის ღირებულების შემცირების გამო 10 თეთრით გაიაფდა.გარდა ამისა, ხელისუფლების უშუალო ჩარევით ქვეყანაში დაიწყო ბაზრის კვლევა და მედიკამენტებსა და საწვავზე მაღალი ფასების მიზეზების დადგენა.საქართველოში საწვავის ფასები 2021 წლის შემოდგომიდან იზრდებოდა. 2022 წლის თებერვალ-მარტში 92 ოქტანობის ბენზინი (რეგულარი) ერთ თვეში თითქმის 12%-ით გაძვირდა, მისმა ღირებულებამ (ერთი ლიტრის) დაახლოებით 3,8 ლარი შეადგინა, ხოლო 95 ოქტანობის ბენზინის ფასმა ისტორიულ მაქსიმუმს – 4 ლარს მიაღწია.იმპორტიორებთან მოლაპარაკების წყალობით საქართველოში საწვავის ფასები შემცირდა და, როგორც პრემიერმა განაცხადა, კლება გაგრძელდება. დღეს ყველაზე პოპულარული ბენზინი - რეგულარი საშუალოდ 2 ლარი ღირს.მედიკამენტების ფასები ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხია საქართველოში. ხელისუფლებამ ფასების შესამცირებლად შარშან თურქეთიდან მედიკამენტების შემოტანა გაამარტივა, მიმდინარე წლის 15 თებერვლიდან კი ონკოლოგიური და ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების მექანიზმი გაააქტიურა. სია მოგვიანებით გაფართოვდება.რეფერენტული ფასების შემთხვევაში სახელმწიფო განსაზღვრავს საშუალო საბითუმო და საცალო ფასებს სააფთიაქო მარკირების გათვალისწინებით, წამლის საბითუმო ღირებულებიდან გამომდინარე. სხვა მედიკამენტებზე ფასებს თავად ფარმაცევტული კომპანიები ადგენენ.რატომ შეიზღუდა თურქეთიდან საქართველოში იაფი მედიკამენტების იმპორტი >>ღარიბაშვილი პოზიტიურ ეკონომიკურ მაჩვენებლებსაც შეეხო.პრემიერმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში საკმაოდ მაღალი – 7%-იანი ეკონომიკური ზრდაა, ასევე საკმაოდ პოზიტიური მაჩვენებლებია ტურიზმის კუთხით.საქართველომ იანვარ-მარტში 1,2 მლნ საერთაშორისო ვიზიტორს უმასპინძლა და მაჩვენებლები 2019 წლის მონაცემებთან შედარებით 74,7%-მდე აღადგინა.ღარიბაშვილის თქმით, ეს გასული წლის იანვარი-მარტის პერიოდთან შედარებით თითქმის 110%-იანი მატებაა, რაც ძალიან პოზიტიური მაჩვენებელია.პრემიერის თქმით, ასევე მზარდი მაჩვენებლებია ვაჭრობის მიმართულებით. პირველ კვარტალში დაფიქსირდა ექსპორტის 25%-იანი ზრდა, რომელმაც შეადგინა დაახლოებით 1,5 მილიარდი დოლარი, რაც უტოლდება 2022 წლის პირველი კვარტლის რეკორდულ მოცულობას.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/1f/273592379_0:0:958:720_1920x0_80_0_0_590a234e350658ef8875428b701689f9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველოს მთავრობა
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველოს მთავრობა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი: მთავრობა აქტიურად მუშაობს ფასების რეგულირებაზე
19:13 18.04.2023 (განახლებულია: 22:36 18.04.2023) მთავრობის ამოცანაა, რომ ინფლაცია 5%-ზე იყოს შენარჩუნებული და ამასთან ერთად უზრუნველყოს მაღალი ეკონომიკური ზრდა, განაცხადა პრემიერმა.
თბილისი, 18 აპრილი – Sputnik. საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს ფასების შემცირებაზე, ქვეყანაში საწვავი, საკვები და პური მნიშვნელოვნად გაიაფდა, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.
საქართველოში წლიურმა ინფლაციამ (2023 წლის მარტში 2022 წლის მარტთან შედარებით) 5,3% შეადგინა, მიზნობრივი მაჩვენებელია 3%. წელიწადზე გადაანგარიშებით მარტში ფასები გაიზარდა სასტუმროებსა და რესტორნებზე (12,4%) და კომუნალურ მომსახურებაზე (11,1%), ხოლო ჯანდაცვაზე შემცირდა 8%-ით. სურსათზე ფასები წლიური 11,8%-ით გაიზარდა.
„ასე რომ, წელს ჩვენი ამოცანა უნდა იყოს... ინფლაციის 5%-იანი ნიშნულის შენარჩუნება, მაღალი ეკონომიკური ზრდის შენარჩუნება“, – განაცხადა პრემიერმა.
პრემიერმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც მხარი დაუჭირა მთავრობას ამ პოლიტიკის განხორციელებაში და ადეკვატური ნაბიჯები გადადგა.
კერძოდ, ღარიბაშვილის თქმით, გასულ კვირაში სოციალური პური ფქვილის ღირებულების შემცირების გამო 10 თეთრით გაიაფდა.
გარდა ამისა, ხელისუფლების უშუალო ჩარევით ქვეყანაში დაიწყო ბაზრის კვლევა და მედიკამენტებსა და საწვავზე მაღალი ფასების მიზეზების დადგენა.
საქართველოში საწვავის ფასები 2021 წლის შემოდგომიდან იზრდებოდა. 2022 წლის თებერვალ-მარტში 92 ოქტანობის ბენზინი (რეგულარი) ერთ თვეში თითქმის 12%-ით გაძვირდა, მისმა ღირებულებამ (ერთი ლიტრის) დაახლოებით 3,8 ლარი შეადგინა, ხოლო 95 ოქტანობის ბენზინის ფასმა ისტორიულ მაქსიმუმს – 4 ლარს მიაღწია.
იმპორტიორებთან მოლაპარაკების წყალობით საქართველოში საწვავის ფასები შემცირდა და, როგორც პრემიერმა განაცხადა, კლება გაგრძელდება. დღეს ყველაზე პოპულარული ბენზინი - რეგულარი საშუალოდ 2 ლარი ღირს.
მედიკამენტების ფასები ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხია საქართველოში. ხელისუფლებამ ფასების შესამცირებლად შარშან თურქეთიდან მედიკამენტების შემოტანა გაამარტივა, მიმდინარე წლის 15 თებერვლიდან კი ონკოლოგიური და ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების მექანიზმი გაააქტიურა. სია მოგვიანებით გაფართოვდება.
რეფერენტული ფასების შემთხვევაში სახელმწიფო განსაზღვრავს საშუალო საბითუმო და საცალო ფასებს სააფთიაქო მარკირების გათვალისწინებით, წამლის საბითუმო ღირებულებიდან გამომდინარე. სხვა მედიკამენტებზე ფასებს თავად ფარმაცევტული კომპანიები ადგენენ.
ღარიბაშვილი პოზიტიურ ეკონომიკურ მაჩვენებლებსაც შეეხო.
პრემიერმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში საკმაოდ მაღალი – 7%-იანი ეკონომიკური ზრდაა, ასევე საკმაოდ პოზიტიური მაჩვენებლებია ტურიზმის კუთხით.
საქართველომ იანვარ-მარტში 1,2 მლნ საერთაშორისო ვიზიტორს უმასპინძლა და მაჩვენებლები 2019 წლის მონაცემებთან შედარებით 74,7%-მდე აღადგინა.
ღარიბაშვილის თქმით, ეს გასული წლის იანვარი-მარტის პერიოდთან შედარებით თითქმის 110%-იანი მატებაა, რაც ძალიან პოზიტიური მაჩვენებელია.
პრემიერის თქმით, ასევე მზარდი მაჩვენებლებია ვაჭრობის მიმართულებით. პირველ კვარტალში დაფიქსირდა ექსპორტის 25%-იანი ზრდა, რომელმაც შეადგინა დაახლოებით 1,5 მილიარდი დოლარი, რაც უტოლდება 2022 წლის პირველი კვარტლის რეკორდულ მოცულობას.