https://sputnik-georgia.com/20230418/ra-xdeba-rikotze-qronologia-ministrisgan-276849915.html
რა ხდება რიკოთზე - ქრონოლოგია მინისტრისგან
რა ხდება რიკოთზე - ქრონოლოგია მინისტრისგან
Sputnik საქართველო
მინისტრის თქმით, საავტომობილო გზების დეპარტამენტს უწევს ასეთი გადაწყვეტილებების მიღება, რათა თავიდან აიცილოს კატასტროფები. 18.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-18T23:30+0400
2023-04-18T23:30+0400
2023-04-19T14:35+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს რეგიონები
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
ვითარება გზებზე
ტრანსპორტი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/02/272648484_0:74:2049:1226_1920x0_80_0_0_bd4fc61cbbbdcee92ac5d070e13ce989.jpg
თბილისი, 18 აპრილი – Sputnik. საფრთხის შემთხვევაში ყოველთვის გადავკეტავთ გზებს, როგორც ეს ხდება რიკოთის უღელტეხილზე, რადგან გვაქვს საკმარისი რესურსი, განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ.აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო ავტომაგისტრალის ურთულეს მონაკვეთზე – რიკოთის უღელტეხილზე ვითარება კვლავ დაძაბული რჩება. ავტომობილებისთვის მოქმედებს სპეციალური რეჟიმი – დღისით გზა ღიაა მსუბუქი ავტომობილებისთვის, ღამით კი – სატვირთოებისთვის. პარალელურად ღიაა ალტერნატიული მარშრუტი, რომელიც აღმოსავლეთ საქართველოს დასავლეთ საქართველოსთან აკავშირებს.მისი თქმით, ასეთ შემთხვევებში კატასტროფების თავიდან აცილების მიზნით სამინისტროს და საავტომობილო გზების დეპარტამენტს გადაწყვეტილებების მიღება უწევთ.რა მოხდა რიკოთზეთბილისი–სენაკი–ლესელიძის ტრასის 149-ე კილომეტრზე (რიკოთის უღელტეხილი) თოვლის დნობის შემდეგ არსებული გზიდან 200 მეტრში ნაპრალები დაფიქსირდა. დაიგეგმა კვლევები.უკვე 29 მარტს ნაპრალები გაფართოვდა და მეწყერმა ფერდზე მოძრაობა დაიწყო. სიტუაცია სპეციალისტებისა და ექსპერტების მიერ მომეტებულ საფრთხედ შეფასდა და 23:45 საათზე მიღებულ იქნა გზის დაკეტვის გადაწყვეტილება 30 მარტიდან.მინისტრის თქმით, მეწყრის ფორმირების შესწავლა გაგრძელდა, დაიწყო მეწყრის ადგილზე გზის გაყვანა და გეოლოგებმა პროცესების შესახებ დეტალური ინფორმაციის მოსაპოვებლად მუშაობა დაიწყეს.ასევე დაიწყო ამ ადგილზე გზის მონაკვეთის გაფართოებაზე მუშაობა, რათა აშენდეს ბარიერი – კედელი, რომელიც ხელს შეუწყობს რისკების შემცირებას, დროის მოგებას და ის სპეციალისტებს შესაძლებლობას მისცემს, აუცილებლობის შემთხვევაში გზის დაკეტვა წინასწარ, კატასტროფამდე მოხდეს.მინისტრის თქმით, სამინისტრომ 7 აპრილს მიიღო გეოლოგების ინფორმაცია და ამ მონაცემების საფუძველზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება გზის ამ მონაკვეთზე 8 აპრილიდან სპეციალური რეჟიმის დაწესების შესახებ.„ძალიან მძიმე დღეში ჩავვარდებით“ - თეა გოდოლაძე რიკოთზე შექმნილ ვითარებაზე >>მისი თქმით, სატვირთოების გატარება დაიწყეს 31 მარტიდან, მაგრამ სპეცრეჟიმში – რევერსულად, ინტერვალებით.„სპეცრეჟიმი გულისხმობდა, რომ საფრთხის მომეტების პირობებში ჩვენი რეაგირება ყოფილიყო დროული, რათა რამე შემთხვევას ადგილი არ ჰქონოდა“, – განმარტა ქარსელაძემ.მან ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ საშიში მონაკვეთის მონიტორინგი გაძლიერდა და 24-საათიან რეჟიმში ხორციელდება.შესწავლილი და შეთანხმებულია - საავტომობილო დეპარტამენტის უფროსი რიკოთზე არსებულ ვითარებაზე >>ამასთან, ინფრასტრუქტურის მინისტრმა ასევე განმარტა, რა პროცესები განვითარდა რიკოთის 147-ე კილომეტრზეც.თბილისი–სენაკი–ლესელიძის ტრასის 147-ე კილომეტრზე სხვა, ქვათაცვენის საფრთხე გაჩნდა. ძალიან დიდი ქვის მასების კონცენტრაცია მოხდა, ხოლო უამინდობის გამო ამ მასების ჩამოშლის საფრთხე დადგა.მინისტრმა აღნიშნა, რომ ქვათაცვენა არანაირად არ უკავშირდება მეწყრულ პროცესებს გზის 149-ე კილომეტრზე.11 აპრილს სამინისტრომ გზა ამ მონაკვეთზეც გადაკეტა და დაიწყო დიდი ქვის მასების ჩამოშლის პროვოცირება. ეს პროცესი გაწმენდასთან ერთად ორ დღეს გაგრძელდა.ამასთან მან აღნიშნა, რომ რიკოთის უღელტეხილზე ტრასის მშენებლობა ჯერ ისევ მიმდინარეობს.ქარსელაძის თქმით, მშენებარე ობიექტი არ შეიძლება განიხილებოდეს როგორც უკვე დასრულებული. სამშენებლო მოედანზე ხდება სხვადასხვა მოვლენები, რაც აბსოლუტურად ნორმალურია სამშენებლო პროცესისთვის და აქ მთავარია ამ მოვლენების მართვის სისტემა და მექანიზმები.რიკოთის უღელტეხილირიკოთის საგზაო მონაკვეთი აღმოსავლეთი–დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალის (E-60) ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. რიკოთზე საერთო ჯამში დაგეგმილია 51,6 კმ-მდე სიგრძის მაგისტრალური ოთხზოლიანი გზის მშენებლობა, რომელიც 97 ხიდსა და 51 გვირაბს მოიცავს. ამ მონაკვეთის დასრულება მგზავრობის დროს მნიშვნელოვნად შეამცირებს.„ძალიან მძიმე დღეში ჩავვარდებით“ - თეა გოდოლაძე რიკოთზე შექმნილ ვითარებაზე>>>ამ დროისათვის რიკოთის პროექტი 73%-ით არის რეალიზებული. უკვე გაჭრილია 41 გვირაბი, აშენებულია 63 ხიდი. პროექტის ძირითადი მონაკვეთების დასრულება დაგეგმილია 2023 წლის ბოლოს.რიკოთის მონაკვეთი ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობაში გარდამტეხი პროექტია, რადგან მისი რეალიზაციის შედეგად ავტომაგისტრალის აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში უკვე აშენებული მონაკვეთები ერთმანეთს დაუკავშირდება.აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალი, ანუ ევროპული სატრანზიტო გზა Е-60 სიდიდით მეორე ევროპული სატრანზიტო დერეფანია, რომელიც იწყება ბრესტში (საფრანგეთი) და მთავრდება ირკეშტამში (ყირგიზეთი).საქართველოში Е-60 იწყება აზერბაიჯანის საზღვარზე და შავი ზღვის სანაპიროზე, ფოთის პორტთან სრულდება. საქართველოს ტერიტორიაზე დერეფნის სიგრძე 392 კილომეტრს შეადგენს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/02/272648484_0:0:2047:1535_1920x0_80_0_0_7bbd70686c7a75eae9a645f70625ba07.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს რეგიონები, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ვითარება გზებზე, ტრანსპორტი საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს რეგიონები, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ვითარება გზებზე, ტრანსპორტი საქართველოში
რა ხდება რიკოთზე - ქრონოლოგია მინისტრისგან
23:30 18.04.2023 (განახლებულია: 14:35 19.04.2023) მინისტრის თქმით, საავტომობილო გზების დეპარტამენტს უწევს ასეთი გადაწყვეტილებების მიღება, რათა თავიდან აიცილოს კატასტროფები.
თბილისი, 18 აპრილი – Sputnik. საფრთხის შემთხვევაში ყოველთვის გადავკეტავთ გზებს, როგორც ეს ხდება რიკოთის უღელტეხილზე, რადგან გვაქვს საკმარისი რესურსი, განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ.
აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო ავტომაგისტრალის ურთულეს მონაკვეთზე – რიკოთის უღელტეხილზე ვითარება კვლავ დაძაბული რჩება. ავტომობილებისთვის მოქმედებს სპეციალური რეჟიმი – დღისით გზა ღიაა მსუბუქი ავტომობილებისთვის, ღამით კი – სატვირთოებისთვის. პარალელურად ღიაა ალტერნატიული მარშრუტი, რომელიც აღმოსავლეთ საქართველოს დასავლეთ საქართველოსთან აკავშირებს.
„ქვათაცვენა და მეწყერი, რომ იცოდეთ, ზამთრის პერიოდში 150 უბანზე გვაქვს ჩვენ, არა მარტო რიკოთზე“, – აღნიშნა ქარსელაძემ.
მისი თქმით, ასეთ შემთხვევებში კატასტროფების თავიდან აცილების მიზნით სამინისტროს და საავტომობილო გზების დეპარტამენტს გადაწყვეტილებების მიღება უწევთ.
თბილისი–სენაკი–ლესელიძის ტრასის 149-ე კილომეტრზე (რიკოთის უღელტეხილი) თოვლის დნობის შემდეგ არსებული გზიდან 200 მეტრში ნაპრალები დაფიქსირდა. დაიგეგმა კვლევები.
უკვე 29 მარტს ნაპრალები გაფართოვდა და მეწყერმა ფერდზე მოძრაობა დაიწყო. სიტუაცია სპეციალისტებისა და ექსპერტების მიერ მომეტებულ საფრთხედ შეფასდა და 23:45 საათზე მიღებულ იქნა გზის დაკეტვის გადაწყვეტილება 30 მარტიდან.
„მეწყრის ჩამოშლა არ მომხდარა, მეწყრის განვითარების მომეტებული საფრთხე იყო, რის გამოც წინსწრებით მოხდა მოძრაობის დაკეტვა. შედეგად, მოძრაობა გომი–საჩხერე–ჭიათურა–ზესტაფონის მიმართულებით გადაერთო“, – განაცხადა ქარსელაძემ.
მინისტრის თქმით, მეწყრის ფორმირების შესწავლა გაგრძელდა, დაიწყო მეწყრის ადგილზე გზის გაყვანა და გეოლოგებმა პროცესების შესახებ დეტალური ინფორმაციის მოსაპოვებლად მუშაობა დაიწყეს.
ასევე დაიწყო ამ ადგილზე გზის მონაკვეთის გაფართოებაზე მუშაობა, რათა აშენდეს ბარიერი – კედელი, რომელიც ხელს შეუწყობს რისკების შემცირებას, დროის მოგებას და ის სპეციალისტებს შესაძლებლობას მისცემს, აუცილებლობის შემთხვევაში გზის დაკეტვა წინასწარ, კატასტროფამდე მოხდეს.
მინისტრის თქმით, სამინისტრომ 7 აპრილს მიიღო გეოლოგების ინფორმაცია და ამ მონაცემების საფუძველზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება გზის ამ მონაკვეთზე 8 აპრილიდან სპეციალური რეჟიმის დაწესების შესახებ.
მისი თქმით, სატვირთოების გატარება დაიწყეს 31 მარტიდან, მაგრამ სპეცრეჟიმში – რევერსულად, ინტერვალებით.
„სპეცრეჟიმი გულისხმობდა, რომ საფრთხის მომეტების პირობებში ჩვენი რეაგირება ყოფილიყო დროული, რათა რამე შემთხვევას ადგილი არ ჰქონოდა“, – განმარტა ქარსელაძემ.
მან ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ საშიში მონაკვეთის მონიტორინგი გაძლიერდა და 24-საათიან რეჟიმში ხორციელდება.
ამასთან, ინფრასტრუქტურის მინისტრმა ასევე განმარტა, რა პროცესები განვითარდა რიკოთის 147-ე კილომეტრზეც.
თბილისი–სენაკი–ლესელიძის ტრასის 147-ე კილომეტრზე სხვა, ქვათაცვენის საფრთხე გაჩნდა. ძალიან დიდი ქვის მასების კონცენტრაცია მოხდა, ხოლო უამინდობის გამო ამ მასების ჩამოშლის საფრთხე დადგა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ ქვათაცვენა არანაირად არ უკავშირდება მეწყრულ პროცესებს გზის 149-ე კილომეტრზე.
11 აპრილს სამინისტრომ გზა ამ მონაკვეთზეც გადაკეტა და დაიწყო დიდი ქვის მასების ჩამოშლის პროვოცირება. ეს პროცესი გაწმენდასთან ერთად ორ დღეს გაგრძელდა.
„ამ მონაკვეთზეც მიღებულ იქნა შესაბამისი გადაწყვეტილება და კლდესთან მანძილი გაიზარდა. ეს გულისხმობს, რომ გვექნება დროული სიგნალი და დროული რეაგირება, რომ რაიმე უბედურება არ მოხდეს“, – განაცხადა ქარსელაძემ.
ამასთან მან აღნიშნა, რომ რიკოთის უღელტეხილზე ტრასის მშენებლობა ჯერ ისევ მიმდინარეობს.
ქარსელაძის თქმით, მშენებარე ობიექტი არ შეიძლება განიხილებოდეს როგორც უკვე დასრულებული. სამშენებლო მოედანზე ხდება სხვადასხვა მოვლენები, რაც აბსოლუტურად ნორმალურია სამშენებლო პროცესისთვის და აქ მთავარია ამ მოვლენების მართვის სისტემა და მექანიზმები.
რიკოთის საგზაო მონაკვეთი აღმოსავლეთი–დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალის (E-60) ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. რიკოთზე საერთო ჯამში დაგეგმილია 51,6 კმ-მდე სიგრძის მაგისტრალური ოთხზოლიანი გზის მშენებლობა, რომელიც 97 ხიდსა და 51 გვირაბს მოიცავს. ამ მონაკვეთის დასრულება მგზავრობის დროს მნიშვნელოვნად შეამცირებს.
ამ დროისათვის რიკოთის პროექტი 73%-ით არის რეალიზებული. უკვე გაჭრილია 41 გვირაბი, აშენებულია 63 ხიდი. პროექტის ძირითადი მონაკვეთების დასრულება დაგეგმილია 2023 წლის ბოლოს.
რიკოთის მონაკვეთი ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობაში გარდამტეხი პროექტია, რადგან მისი რეალიზაციის შედეგად ავტომაგისტრალის აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში უკვე აშენებული მონაკვეთები ერთმანეთს დაუკავშირდება.
აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალი, ანუ ევროპული სატრანზიტო გზა Е-60 სიდიდით მეორე ევროპული სატრანზიტო დერეფანია, რომელიც იწყება ბრესტში (საფრანგეთი) და მთავრდება ირკეშტამში (ყირგიზეთი).
საქართველოში Е-60 იწყება აზერბაიჯანის საზღვარზე და შავი ზღვის სანაპიროზე, ფოთის პორტთან სრულდება. საქართველოს ტერიტორიაზე დერეფნის სიგრძე 392 კილომეტრს შეადგენს.