https://sputnik-georgia.com/20230413/-----------276707954.html
შესწავლილი და შეთანხმებულია - საავტომობილო დეპარტამენტის უფროსი რიკოთზე არსებულ ვითარებაზე
შესწავლილი და შეთანხმებულია - საავტომობილო დეპარტამენტის უფროსი რიკოთზე არსებულ ვითარებაზე
Sputnik საქართველო
ამ დროისათვის რიკოთის პროექტი 73%-ით არის რეალიზებული. უკვე გაჭრილია 41 გვირაბი, აშენებულია 63 ხიდი. 13.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-13T17:17+0400
2023-04-13T17:17+0400
2023-04-13T21:26+0400
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
ტრანსპორტი საქართველოში
საავტომობილო გზების დეპარტამენტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/04/0d/276704207_0:0:2048:1152_1920x0_80_0_0_0989b6b780912a9a23b7a6c13a61b703.jpg
თბილისი, 13 აპრილი — Sputnik. ინფორმაცია იმის თაობაზე, თითქოს რიკოთის უღელტეხილზე გზის მშენებლობა გეოლოგიური კვლევების გარეშე დაიწყო, სიცრუეა, განაცხადა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსმა გიორგი წერეთელმა.იმის შესახებ, რომ რიკოთის უღელტეხილზე სეისმური რისკები სათანადოდ შესწავლილი არ არის, დედამიწის შემსწავლელი ინსტიტუტისა და სეისმოლოგიის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა თეა გოდოლაძემ ორშაბათს განაცხადა. ბოლო დროს რიკოთის უღელტეხილზე ქვათაცვენა და მეწყრული პროცესები ვითარდება. ამის გამო 30 მარტიდან უღელტეხილი ავტოტრანსპორტისთვის პერიოდულად იკეტება.დეპარტამენტის ინფორმაციით, რიკოთის უღელტეხილზე მშენებლობა ერთ-ერთი ყველაზე რთული პროექტია. იგი ითვალისწინებს 52 კმ-მდე სიგრძის მაგისტრალური გზის, 97 ხიდის და 52 გვირაბის მშენებლობას.ჩუმათელეთი–ხევის მონაკვეთის საპროექტო გადაწყვეტილება და თავად პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით საგზაო მშენებლობის დარგში საერთაშორისო დონის ერთ-ერთმა მსხვილმა ამერიკულმა კომპანია Aecom-მა მოამზადა.მისი თქმით, რიკოთის მეორე, მესამე და მეოთხე მონაკვეთების პროექტები აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით იტალიური კომპანიების, მათ შორის, IRD-ს მიერ არის მომზადებული.„ძალიან მძიმე დღეში ჩავვარდებით“ - თეა გოდოლაძე რიკოთზე შექმნილ ვითარებაზე>>>როგორც წერეთელმა აღნიშნა, პროექტის რეალიზაციის თაობაზე გადაწყვეტილება ამ მონაკვეთებზე ჩატარებული გეოლოგიური, გეოტექნიკური, გეოფიზიკური, სეისმური კვლევების და ჰიდროლოგიის შედეგად იქნა მიღებული. ამასთან, აზიის განვითარების ბანკისა და მსოფლიო ბანკის მოწვევით ქვეყანაში ჩამოვიდნენ პროფილური სპეციალისტები, რომლებმაც საპროექტო გადაწყვეტილებების რევიზია ჩაატარეს.გეოლოგიური კვლევისთვის ტერიტორიაზე დაახლოებით 250 ჭაბურღილი გაიბურღა, რაც უპრეცედენტოა. არსებობს შესაბამისი გეოლოგიური რუკა. ხოლო მსგავსი პროცესები მთიანი რეგიონისთვის დამახასიათებელია, დასძინა დეპარტამენტის უფროსმა.„ჩვენ ვცდილობთ თავიდან ავირიდოთ ყველა შესაძლო ზიანი და მაქსიმალურად უზრუნველვყოთ უსაფრთხოება. სწორედ ამის გამო მოგვიწია რამდენჯერმე მოძრაობის გადართვა გომი–საჩხერე–ჭიათურა–ზესტაფონის გზაზე. ზედამხედველობას ვახორციელებთ 24 საათის განმავლობაში", – განაცხადა წერეთელმა.ამ დროისათვის რიკოთის პროექტი 73%-ით არის რეალიზებული. უკვე გაჭრილია 41 გვირაბი, აშენებულია 63 ხიდი. პროექტის ძირითადი მონაკვეთების დასრულება დაგეგმილია 2023 წლის ბოლოს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/04/0d/276704207_256:0:1792:1152_1920x0_80_0_0_d87fb566fdc6d500c3f4a1b7f4ce646d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, შემთხვევები საქართველოში, ტრანსპორტი საქართველოში, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, შემთხვევები საქართველოში, ტრანსპორტი საქართველოში, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, საზოგადოება, ახალი ამბები
შესწავლილი და შეთანხმებულია - საავტომობილო დეპარტამენტის უფროსი რიკოთზე არსებულ ვითარებაზე
17:17 13.04.2023 (განახლებულია: 21:26 13.04.2023) ამ დროისათვის რიკოთის პროექტი 73%-ით არის რეალიზებული. უკვე გაჭრილია 41 გვირაბი, აშენებულია 63 ხიდი.
თბილისი, 13 აპრილი — Sputnik. ინფორმაცია იმის თაობაზე, თითქოს რიკოთის უღელტეხილზე გზის მშენებლობა გეოლოგიური კვლევების გარეშე დაიწყო, სიცრუეა, განაცხადა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსმა გიორგი წერეთელმა.
იმის შესახებ, რომ რიკოთის უღელტეხილზე სეისმური რისკები სათანადოდ შესწავლილი არ არის, დედამიწის შემსწავლელი ინსტიტუტისა და სეისმოლოგიის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა თეა გოდოლაძემ ორშაბათს განაცხადა. ბოლო დროს რიკოთის უღელტეხილზე ქვათაცვენა და მეწყრული პროცესები ვითარდება. ამის გამო 30 მარტიდან უღელტეხილი ავტოტრანსპორტისთვის პერიოდულად იკეტება.
„ეს სრული სიცრუეა, თითქოს რიკოთის პროექტის მშენებლობა გეოლოგიური კვლევების გარეშე დაიწყო, ეს არის მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა და, გარკვეულწილად, რიკოთის პროექტის დისკრედიტაცია", – განაცხადა წერეთელმა.
დეპარტამენტის ინფორმაციით, რიკოთის უღელტეხილზე მშენებლობა ერთ-ერთი ყველაზე რთული პროექტია. იგი ითვალისწინებს 52 კმ-მდე სიგრძის მაგისტრალური გზის, 97 ხიდის და 52 გვირაბის მშენებლობას.
ჩუმათელეთი–ხევის მონაკვეთის საპროექტო გადაწყვეტილება და თავად პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით საგზაო მშენებლობის დარგში საერთაშორისო დონის ერთ-ერთმა მსხვილმა ამერიკულმა კომპანია Aecom-მა მოამზადა.
„პროექტი დაფინანსებულია აზიის განვითარების ბანკისა და მსოფლიო ბანკის მიერ. ყველა პროცესი, მათ შორის, პროექტის, სამუშაოების და ზედამხედველობის შესყიდვა, ყველა ნაბიჯი, ყველა დეტალი თანხმდება ამ ორგანიზაციებთან და მიმდინარეობს მათივე ზედამხედველობით", – განაცხადა წერეთელმა.
მისი თქმით, რიკოთის მეორე, მესამე და მეოთხე მონაკვეთების პროექტები აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით იტალიური კომპანიების, მათ შორის, IRD-ს მიერ არის მომზადებული.
როგორც წერეთელმა აღნიშნა, პროექტის რეალიზაციის თაობაზე გადაწყვეტილება ამ მონაკვეთებზე ჩატარებული გეოლოგიური, გეოტექნიკური, გეოფიზიკური, სეისმური კვლევების და ჰიდროლოგიის შედეგად იქნა მიღებული. ამასთან, აზიის განვითარების ბანკისა და მსოფლიო ბანკის მოწვევით ქვეყანაში ჩამოვიდნენ პროფილური სპეციალისტები, რომლებმაც საპროექტო გადაწყვეტილებების რევიზია ჩაატარეს.
გეოლოგიური კვლევისთვის ტერიტორიაზე დაახლოებით 250 ჭაბურღილი გაიბურღა, რაც უპრეცედენტოა. არსებობს შესაბამისი გეოლოგიური რუკა. ხოლო მსგავსი პროცესები მთიანი რეგიონისთვის დამახასიათებელია, დასძინა დეპარტამენტის უფროსმა.
„ჩვენ ვცდილობთ თავიდან ავირიდოთ ყველა შესაძლო ზიანი და მაქსიმალურად უზრუნველვყოთ უსაფრთხოება. სწორედ ამის გამო მოგვიწია რამდენჯერმე მოძრაობის გადართვა გომი–საჩხერე–ჭიათურა–ზესტაფონის გზაზე. ზედამხედველობას ვახორციელებთ 24 საათის განმავლობაში", – განაცხადა წერეთელმა.
ამ დროისათვის რიკოთის პროექტი 73%-ით არის რეალიზებული. უკვე გაჭრილია 41 გვირაბი, აშენებულია 63 ხიდი. პროექტის ძირითადი მონაკვეთების დასრულება დაგეგმილია 2023 წლის ბოლოს.