https://sputnik-georgia.com/20230416/--a-------276777949.html
კვარაცხელიამ სერია A-ს მატჩებში პირველი ყვითელი ბარათი მიიღო
კვარაცხელიამ სერია A-ს მატჩებში პირველი ყვითელი ბარათი მიიღო
Sputnik საქართველო
ლუჩანო სპალეტის კლუბი 75 ქულით კვლავ ლიდერობს, მეორე ადგილზე კი „ლაციოა" 61 ქულით 16.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-16T16:11+0400
2023-04-16T16:11+0400
2023-04-16T16:11+0400
საქართველო
სპორტი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/1d/276218672_0:105:1280:826_1920x0_80_0_0_315bd17117608fff4f1a83e04b5d61a9.jpg
თბილისი, 16 აპრილი — Sputnik. იტალიური „ნაპოლის” ქართველმა ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიამ „ვერონას” წინააღმდეგ 30-ე ტურის შაბათის მატჩში „არასპორტული ქცევისთვის” იტალიის ჩემპიონატში პირველი ყვითელი ბარათი მიიღო.კვარაცხელია მოედანზე მხოლოდ მეორე ტაიმში, 64-ე წუთზე გავიდა - მან მექსიკელი ირვინგ ლოსანო შეცვალა. ქართველმა ნახევარმცველმა მოედანზე 35 წუთი გაატარა და თავისი გუნდის თამაშის გამწვავებას ცდილობდა, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია.დამატებით დროში არბიტრმა მსაჯთან საუბრის გამო კვარაცხელიას ყვითელი ბარათი აჩვენა. ქართველი ფეხბურთელის შემდეგ მოედანზე ნიგერიელი თავდამსხმელი ვიქტორ ოსიმენი გამოჩნდა, თუმცა, მატჩის ბედის გადაწყვეტა ვერც მან მოახერხა - შეხვედრა ანგარიშით 0:0 დამთავრდა. მედია: კვარაცხელია „ნაპოლისთან“ კონტრაქტის 2028 წლამდე გაგრძელებაზე დათანხმდა>>>ლუჩანო სპალეტის კლუბი 75 ქულით კვლავ ლიდერობს, მეორე ადგილზე კი 61 ქულით „ლაციოა". „ნაპოლისგან" განსხვავებით, მისმა უახლოესმა მეტოქემ ზედიზედ ბოლო სამი მატჩი მოიგო.კვარაცხელიას გუნდი მორიგ მატჩს სტუმრად ტურინის „იუვენტუსთან" 23 აპრილს გამართავს.უკვე სამშაბათს, „ნაპოლის" კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თამაში ექნება - უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში იტალიური კლუბი სტუმრად „მილანს“ დაუპირისპირდება. პირველი მატჩი მილანელთა სასარგებლოდ ანგარიშით 1:0 დასრულდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/1d/276218672_132:89:1151:853_1920x0_80_0_0_2f325e6b5205cfe332617fc6789da5be.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, ახალი ამბები
კვარაცხელიამ სერია A-ს მატჩებში პირველი ყვითელი ბარათი მიიღო
ლუჩანო სპალეტის კლუბი 75 ქულით კვლავ ლიდერობს, მეორე ადგილზე კი „ლაციოა" 61 ქულით
თბილისი, 16 აპრილი — Sputnik. იტალიური „ნაპოლის” ქართველმა ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიამ „ვერონას” წინააღმდეგ 30-ე ტურის შაბათის მატჩში „არასპორტული ქცევისთვის” იტალიის ჩემპიონატში პირველი ყვითელი ბარათი მიიღო.
კვარაცხელია მოედანზე მხოლოდ მეორე ტაიმში, 64-ე წუთზე გავიდა - მან მექსიკელი ირვინგ ლოსანო შეცვალა. ქართველმა ნახევარმცველმა მოედანზე 35 წუთი გაატარა და თავისი გუნდის თამაშის გამწვავებას ცდილობდა, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია.
დამატებით დროში არბიტრმა მსაჯთან საუბრის გამო კვარაცხელიას ყვითელი ბარათი აჩვენა. ქართველი ფეხბურთელის შემდეგ მოედანზე ნიგერიელი თავდამსხმელი ვიქტორ ოსიმენი გამოჩნდა, თუმცა, მატჩის ბედის გადაწყვეტა ვერც მან მოახერხა - შეხვედრა ანგარიშით 0:0 დამთავრდა.
ლუჩანო სპალეტის კლუბი 75 ქულით კვლავ ლიდერობს, მეორე ადგილზე კი 61 ქულით „ლაციოა". „ნაპოლისგან" განსხვავებით, მისმა უახლოესმა მეტოქემ ზედიზედ ბოლო სამი მატჩი მოიგო.
კვარაცხელიას გუნდი მორიგ მატჩს სტუმრად ტურინის „იუვენტუსთან" 23 აპრილს გამართავს.
უკვე სამშაბათს, „ნაპოლის" კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თამაში ექნება - უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში იტალიური კლუბი სტუმრად „მილანს“ დაუპირისპირდება. პირველი მატჩი მილანელთა სასარგებლოდ ანგარიშით 1:0 დასრულდა.