მედია: კვარაცხელია „ნაპოლისთან“ კონტრაქტის 2028 წლამდე გაგრძელებაზე დათანხმდა

© courtesy of SSC Napoliხვიჩა კვარაცხელია
ხვიჩა კვარაცხელია - Sputnik საქართველო, 1920, 29.03.2023
გამოწერა
ხვიჩა კვარაცხელიას ხელფასი 2,5 მილიონ ევრომდე გაიზრდება.
თბილისი, 29 მარტი – Sputnik. საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია იტალიურ კლუბ „ნაპოლისთან“ 2028 წლის ივნისამდე კონტრაქტის გაგრძელებაზე დათანხმდა, იუწყება „რია ნოვოსტი“ Foot Mercato-ზე დაყრდნობით.
კვარაცხელია ბათუმის „დინამოდან“ „ნაპოლიში“ 2022 წლის ივნისში გადავიდა საკმაოდ მოკრძალებული თანხის, 10 მლნ ევროს სანაცვლოდ. არსებული ინფორმაციის თანახმად, კლუბთან ამჟამად მოქმედი კონტრაქტით ის წელიწადში 1,1 მლნ ევროს იღებს. ქართველ ფეხბურთელს ლუჩანო სპალეტის გუნდის ერთ-ერთ ლიდერად მოიაზრებენ.
მანამდე „ნაპოლის“ ხელმძღვანელობამ არაერთხელ განაცხადა, რომ გუნდის ახალგაზრდა ლიდერთან დაშორებას არ აპირებს და კვარასთან კონტრაქტის გაგრძელებას 2027 წლამდე გეგმავს.
მედიის ცნობით, ახალი კონტრაქტის მიხედვით, კვარაცხელიას ხელფასი წელიწადში 2,5 მილიონ ევრომდე გაიზრდება. თანხა შეიძლება გაიზარდოს 4 მილიონამდეც, სხვადასხვა ბონუსების გათვალისწინებით.
გარდა ამისა, ქართველი ფეხბურთელის ახალ კონტრაქტში არ არის პუნქტი პირგასამტეხლოს ოდენობაზე. ამრიგად, შემდგომი გაყიდვით „ნაპოლის" კვარაცხელიას სანაცვლოდ „შთამბეჭდავი" თანხის მიღება სურს.
ვნებათაღელვა კვარადონას ირგვლივ
Страсти по Кварадоне - Sputnik საქართველო, 1920, 29.03.2023
ვნებათაღელვა კვარადონას ირგვლივ
მანამდე მედიაში წერდნენ, რომ ფრანგული „პარი სენ-ჟერმენი" მზადაა კვარაცხელიას ტრანსფერში „ნაპოლის" 180 მილიონი ევრო გადაუხადოს.
ნეაპოლური კლუბის შემადგენლობაში კვარაცხელიამ 30 მატჩი ჩაატარა, 14 გოლი გაიტანა და 16 საგოლე გადაცემა გააკეთა. ყველა შეფასებით, კვარაცხელია დიდ როლს თამაშობს „ნაპოლის“ მიახლოებაში ჩემპიონის ტიტულთან, რომელსაც კლუბი ბოლოს 30 წლის წინ დაეუფლა.
22 წლის ხვიჩა კვარაცხელიას პირობითი სატრანსფერო ღირებულება ცოტა ხნის წინ 25 მილიონით გაიზარდა და რეკორდულ რიცხვს მიაღწია – ინტერნეტ-პორტალი Transfermarkt საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ ფეხბურთელს 85 მილიონ ევროდ აფასებს. ამ გამოცემის ვერსიით, „ნაპოლიში“ გადასვლამდე კვარაცხელიას სატრანსფერო ღირებულება 15 მლნ ევროს შეადგენდა.
ყველა ახალი ამბავი
0