https://sputnik-georgia.com/20230415/tbilisis-skolebi-energoefeqturobasi-seejibrebian-276758607.html
თბილისის სკოლები ერთმანეთს ენერგოეფექტურობაში შეეჯიბრებიან
თბილისის სკოლები ერთმანეთს ენერგოეფექტურობაში შეეჯიბრებიან
Sputnik საქართველო
კონკურსში მონაწილე სკოლები საკუთარ შენობებში ენერგოეფექტურობის ღონისძიებებს 15 ივნისამდე დაგეგმავენ 15.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-15T17:47+0400
2023-04-15T17:47+0400
2023-04-15T17:47+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ენერგეტიკა
განათლება საქართველოში
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24290/39/242903978_0:61:2000:1186_1920x0_80_0_0_2df074cc3ac3790cc75d2414a806d68f.jpg
თბილისი, 15 აპრილი – Sputnik. თბილისში კამპანიის „გახადე შენი სკოლა ენერგოეფექტური“ ფარგლებში დაიწყო კონკურსი, რომელშიც მონაწილეობას დედაქალაქის 10 სკოლა იღებს, იუწყება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.კამპანია „გახადე შენი სკოლა ენერგოეფექტური“ ტარდება „საქართველოს ენერგეტიკული სექტორის რეფორმის პროგრამის” ფარგლებში.კონკურსის წესებით, თბილისის მასშტაბით 10 მონაწილე სკოლა 15 ივნისამდე შენობებში ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებლად აქტივობებს დაგეგმავს.საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო „მწვანე ზრდის“ სტრატეგიის შემუშავებას გეგმავს >>უკვე ივნისის ბოლოს, სხვადასხვა სააგენტოსგან შემდგარი კომისია გამოავლენს სამ გამარჯვებულს და დააჯილდოვებს ენერგოეფექტური პრიზებით 3000 ევროს ოდენობით.როგორც ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ კამპანიის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, კონკურსი სკოლის ასაკის ბავშვების ცნობიერების ამაღლებასა და ენერგოეფექტურობის საკითხებში მათი ქცევის შეცვლას ისახავს მიზნად.როგორც კამპანიის გახსნაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ, რომეო მიქაუტაძემ განაცხადა, კონკურსი მიზნად ისახავს ბავშვების სასკოლო ასაკიდანვე ცნობიერების ამაღლებასა და ქცევის ცვლილებას ენერგოეფექტურობის საკითხებზე.მიქაუტაძის თქმით, საქართველოში მიმდინარეობს ენერგეტიკული რეფორმები, რომელთა წარმატებით განხორციელებისთვის აუცილებელია საზოგადოების ინფორმირებულობა და ჩართულობა.„დარწმუნებული ვარ, მსგავსი აქტივობები ახალგაზრდებს მისცემს სტიმულს, უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ ენერგორესურსების გამოყენებასა და გარემოზე ზრუნვას“, - განაცხადა მან.მისი თქმით, მსგავსი ღონისძიებები დადებითად აისახება საქართველოს მდგრად მომავალზე და ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24290/39/242903978_223:0:2000:1333_1920x0_80_0_0_fc7f9032ef615231f3da0aa9fc19f893.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ენერგეტიკა, განათლება საქართველოში , საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ენერგეტიკა, განათლება საქართველოში , საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია
თბილისის სკოლები ერთმანეთს ენერგოეფექტურობაში შეეჯიბრებიან
კონკურსში მონაწილე სკოლები საკუთარ შენობებში ენერგოეფექტურობის ღონისძიებებს 15 ივნისამდე დაგეგმავენ
თბილისი, 15 აპრილი – Sputnik. თბილისში კამპანიის „გახადე შენი სკოლა ენერგოეფექტური“ ფარგლებში დაიწყო კონკურსი, რომელშიც მონაწილეობას დედაქალაქის 10 სკოლა იღებს, იუწყება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
კამპანია „გახადე შენი სკოლა ენერგოეფექტური“ ტარდება „საქართველოს ენერგეტიკული სექტორის რეფორმის პროგრამის” ფარგლებში.
კონკურსის წესებით, თბილისის მასშტაბით 10 მონაწილე სკოლა 15 ივნისამდე შენობებში ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებლად აქტივობებს დაგეგმავს.
უკვე ივნისის ბოლოს, სხვადასხვა სააგენტოსგან შემდგარი კომისია გამოავლენს სამ გამარჯვებულს და დააჯილდოვებს ენერგოეფექტური პრიზებით 3000 ევროს ოდენობით.
როგორც ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ კამპანიის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, კონკურსი სკოლის ასაკის ბავშვების ცნობიერების ამაღლებასა და ენერგოეფექტურობის საკითხებში მათი ქცევის შეცვლას ისახავს მიზნად.
როგორც კამპანიის გახსნაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ, რომეო მიქაუტაძემ განაცხადა, კონკურსი მიზნად ისახავს ბავშვების სასკოლო ასაკიდანვე ცნობიერების ამაღლებასა და ქცევის ცვლილებას ენერგოეფექტურობის საკითხებზე.
„თითოეულ ჩვენგანს გვაკისრია პასუხისმგებლობა, უფრო გონივრულად მოვიხმაროთ ენერგორესურსები... ენერგოეფექტურობა არა მხოლოდ ენერგიის დაზოგვაში გვეხმარება, არამედ უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს ნახშირბადის კვალისა და გარემოზე ჩვენი ზეგავლენის შემცირებაში“, - აღნიშნა მიქაუტაძემ.
მიქაუტაძის თქმით, საქართველოში მიმდინარეობს ენერგეტიკული რეფორმები, რომელთა წარმატებით განხორციელებისთვის აუცილებელია საზოგადოების ინფორმირებულობა და ჩართულობა.
„დარწმუნებული ვარ, მსგავსი აქტივობები ახალგაზრდებს მისცემს სტიმულს, უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ ენერგორესურსების გამოყენებასა და გარემოზე ზრუნვას“, - განაცხადა მან.
მისი თქმით, მსგავსი ღონისძიებები დადებითად აისახება საქართველოს მდგრად მომავალზე და ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე.