https://sputnik-georgia.com/20221025/saqartvelos-ekonomikis-saministro-mwvane-zrdis-strategiis-semusavebas-gegmavs-271643355.html
საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო „მწვანე ზრდის“ სტრატეგიის შემუშავებას გეგმავს
საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო „მწვანე ზრდის“ სტრატეგიის შემუშავებას გეგმავს
Sputnik საქართველო
მდგრადი საჯარო შესყიდვებისა და ეკოეტიკეტირების სისტემების შექმნა „მწვანე“ ეკონომიკის მნიშვნელოვანი კომპონენტებია. 25.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-25T21:32+0400
2022-10-25T21:32+0400
2022-10-25T22:50+0400
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/19/271641139_0:0:870:489_1920x0_80_0_0_6720ec8d59458684ccebd86b7b896fc3.jpg
თბილისი, 25 ოქტომბერი – Sputnik. „მწვანე ეკონომიკის“ პრინციპების რეალიზაცია საქართველოს კერძო სექტორში ხელს უწყობს კონკურენციის განვითარებას, დასაქმებასა და შემოსავლების ზრდას, განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ.მინისტრის მოადგილემ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც „საქართველოში ეკოეტიკეტირებისა და მდგრადი საჯარო შესყიდვების შესახებ მაღალი დონის დიალოგის“ ფარგლებში გაიმართა.მისი თქმით, საქართველოში მწვანე ეკონომიკის პრინციპების დანერგვა კერძო სექტორში საშუალო და გრძელვადიან პერიოდში იწვევს დანახარჯების შემცირებასა და ეფექტიანობის ამაღლებას.„შედეგად მივიღებთ გაუმჯობესებულ ბიზნეს-გარემოს, ბაზრის დივერსიფიკაციას, მეტ სამუშაო ადგილს და ძლიერ ეკონომიკურ მაჩვენებლებს“, – განაცხადა რომეო მიქაუტაძემ.ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმება ითვალისწინებს „მწვანე ეკონომიკის“ პრინციპებზე გადასვლას, მათ შორის მდგრადი საჯარო შესყიდვებისა და ეკოეტიკეტირების სისტემების შექმნას.ეკოეტიკეტირება მდგრადი საჯარო შესყიდვების ერთ-ერთი ინსტრუმენტია, რომელსაც მხარს უჭერს ევროკავშირი.ამასთან, მდგრადი საჯარო შესყიდვები განიხილება, როგორც ეფექტური გზა „მწვანე ეკონომიკის“ მოდელზე გადასასვლელად.მინისტრის მოადგილის განცხადებით, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების და სერვისების მწარმოებლებისთვის მდგრადი საჯარო შესყიდვები უზარმაზარ შესაძლებლობას ხსნის.მისი თქმით, მდგრადი საჯარო შესყიდვებისას საჯარო ხარჯები სტიმულს აძლევს კერძო სექტორს, რათა მან თავის საქმიანობაში გააუმჯობესოს გარემოსდაცვითი და სოციალური მახასიათებლები, ეკოეტიკეტირება კი ქმნის საბაზრო სტიმულებს და წამახალისებელ მექანიზმებს, რომ მომხმარებლებმა არჩევანი გააკეთონ ისეთ პროდუქტებზე, რომლებიც აკმაყოფილებენ მდგრადობის გარკვეულ მოთხოვნებს.როგორც ეკონომიკის სამინისტროში აღნიშნეს, 2016 წელს საქართველო ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მწვანე ზრდის დეკლარაციას შეუერთდა.მის ძირითად მიზანს წარმოდგენს ქვეყნებში დაბალნახშირბადიანი მდგრადი ეკონომიკისა და შესაბამისი „ჭკვიანი“, უსაფრთხო და მდგრადი ინფრასტრუქტურის განვითარება, რომელიც ეფუძნება სუფთა ტექნოლოგიების გამოყენების, განახლებადი ენერგორესურსებისა და ენერგოეფექტური ღონისძიებების გატარების, საინფორმაციო და საკომუნიკაციო მწვანე ტექნოლოგიების გამოყენებისა და კვლევების განვითარების პრინციპებს.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/19/271641139_217:0:870:490_1920x0_80_0_0_8f00613138aee5822ef05fe47b2b613f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო „მწვანე ზრდის“ სტრატეგიის შემუშავებას გეგმავს
21:32 25.10.2022 (განახლებულია: 22:50 25.10.2022) მდგრადი საჯარო შესყიდვებისა და ეკოეტიკეტირების სისტემების შექმნა „მწვანე“ ეკონომიკის მნიშვნელოვანი კომპონენტებია.
თბილისი, 25 ოქტომბერი – Sputnik. „მწვანე ეკონომიკის“ პრინციპების რეალიზაცია საქართველოს კერძო სექტორში ხელს უწყობს კონკურენციის განვითარებას, დასაქმებასა და შემოსავლების ზრდას, განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ.
მინისტრის მოადგილემ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც „საქართველოში ეკოეტიკეტირებისა და მდგრადი საჯარო შესყიდვების შესახებ მაღალი დონის დიალოგის“ ფარგლებში გაიმართა.
„თანამედროვე პირობებში ეკონომიკური ზრდის მისაღწევად საჭიროა ახალი ტიპის – მწვანე ზრდაზე ორიენტირებული ეკონომიკური მოდელის დანერგვა, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკის მოდერნიზაციას ახალი ტიპის, მწვანე ტექნოლოგიების დანერგვის გზით“, – განაცხადა მიქაუტაძემ.
მისი თქმით, საქართველოში მწვანე ეკონომიკის პრინციპების დანერგვა კერძო სექტორში საშუალო და გრძელვადიან პერიოდში იწვევს დანახარჯების შემცირებასა და ეფექტიანობის ამაღლებას.
„შედეგად მივიღებთ გაუმჯობესებულ ბიზნეს-გარემოს, ბაზრის დივერსიფიკაციას, მეტ სამუშაო ადგილს და ძლიერ ეკონომიკურ მაჩვენებლებს“, – განაცხადა რომეო მიქაუტაძემ.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმება ითვალისწინებს „მწვანე ეკონომიკის“ პრინციპებზე გადასვლას, მათ შორის მდგრადი საჯარო შესყიდვებისა და ეკოეტიკეტირების სისტემების შექმნას.
ეკოეტიკეტირება მდგრადი საჯარო შესყიდვების ერთ-ერთი ინსტრუმენტია, რომელსაც მხარს უჭერს ევროკავშირი.
ამასთან, მდგრადი საჯარო შესყიდვები განიხილება, როგორც ეფექტური გზა „მწვანე ეკონომიკის“ მოდელზე გადასასვლელად.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების და სერვისების მწარმოებლებისთვის მდგრადი საჯარო შესყიდვები უზარმაზარ შესაძლებლობას ხსნის.
„ჩვენი სამინისტრო გეგმავს მწვანე ზრდის სტრატეგიის შემუშავებას. მდგრადი საჯარო შესყიდვები და ეკოეტიკეტირება მწვანე ეკონომიკის უმნიშვნელოვანესი კომპონენტებია“, – განაცხადა მიქაუტაძემ.
მისი თქმით, მდგრადი საჯარო შესყიდვებისას საჯარო ხარჯები სტიმულს აძლევს კერძო სექტორს, რათა მან თავის საქმიანობაში გააუმჯობესოს გარემოსდაცვითი და სოციალური მახასიათებლები, ეკოეტიკეტირება კი ქმნის საბაზრო სტიმულებს და წამახალისებელ მექანიზმებს, რომ მომხმარებლებმა არჩევანი გააკეთონ ისეთ პროდუქტებზე, რომლებიც აკმაყოფილებენ მდგრადობის გარკვეულ მოთხოვნებს.
როგორც ეკონომიკის სამინისტროში აღნიშნეს, 2016 წელს საქართველო ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მწვანე ზრდის დეკლარაციას შეუერთდა.
მის ძირითად მიზანს წარმოდგენს ქვეყნებში დაბალნახშირბადიანი მდგრადი ეკონომიკისა და შესაბამისი „ჭკვიანი“, უსაფრთხო და მდგრადი ინფრასტრუქტურის განვითარება, რომელიც ეფუძნება სუფთა ტექნოლოგიების გამოყენების, განახლებადი ენერგორესურსებისა და ენერგოეფექტური ღონისძიებების გატარების, საინფორმაციო და საკომუნიკაციო მწვანე ტექნოლოგიების გამოყენებისა და კვლევების განვითარების პრინციპებს.