მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

წმინდა ცეცხლის გარდამოსვლაზე დასწრება შეზღუდულია: პოლიციამ ძველი ქალაქი ჩაკეტა - ვიდეო

© photo: Sputnik / Vitaly Belousov / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 15.04.2023
გამოწერა
თბილისი, 15 აპრილი — Sputnik. ისრაელის პოლიცია იერუსალიმის ძველ ქალაქში ვიზიტორებისთვის, მათ შორის მომლოცველებისთვის, ტურისტებისა და ჟურნალისტებისთვის, შესასვლელებს კეტავს, იუწყება „რია ნოვოსტი“ საკუთარ კორესპონდენტზე დაყრდნობით.
„ძველი ქალაქის ჭიშკართან, სადაც მაცხოვრის საფლავის ეკლესია მდებარეობს, რომელშიც დღეს წმინდა ცეცხლის გარდამოსვლას ელოდებიან, აღმართულია ბარიერები და კონცენტრირებულია პოლიციის ძალები“, — წერს სააგენტო.
ამასთან აღინიშნება, რომ მომლოცველთა ცალკეულ ორგანიზებულ ჯგუფებს მაინც ეძლევათ ძველ ქალაქში შესვლის უფლება.
ამ დროისათვის ძველი ქალაქის კედლებთან უკვე რამდენიმე ასეული ადამიანია შეკრებილი იმ იმედით, რომ ტაძარში მოხვედრას მოახერხებენ.
წელს ისრაელის სამართალდამცავებმა ორგანოებმა უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები შემოიღეს ყველაზე მნიშვნელოვანი რელიგიური დღესასწაულების დროს. წმიდა ცეცხლის გარდამოსვლის ცერემონიაზე მაცხოვრის საფლავის ტაძარში მომლოცველთა რაოდენობა შეიზღუდება — სასწაულის ხილვას მხოლოდ 1800-მდე კაცი შეძლებს. წინა წლებში წმიდა ცეცხლის გარდამოსვლას ტაძარში დაახლოებით 10 ათასამდე მორწმუნე ესწრებოდა ხოლმე.
ყველა ახალი ამბავი
0