საქართველოს საგარეო ბრუნვა კვლავ იზრდება - ახალი მონაცემები

© photo: Sputnik / Stringerბათუმის პორტი
ბათუმის პორტი - Sputnik საქართველო, 1920, 14.04.2023
გამოწერა
ექსპორტმა დაახლოებით 1,5 მლრდ დოლარი შეადგინა – 2022 წლის იანვარი-მარტის პერიოდთან შედარებით 24,7%-ით მეტი.
თბილისი, 14 აპრილი – Sputnik. საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2023 წლის იანვარ-მარტში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 22,1%-ით გაიზარდა და თითქმის 4,8 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის გაუთვალისწინებლად), ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.
საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში 3,3 მლრდ დოლარის ღირებულების პროდუქციის იმპორტი განხორციელდა – 2022 წლის ინავარ-მარტთან შედარებით 21%-ით მეტი.
საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2023 წლის იანვარი-მარტში

მაჩვენებელი

მოცულობა, მლნ დოლარი

ზრდა, %

ექსპორტი

1.461,5

24,7

იმპორტი

3.322,3

21,0

სულ

4.783,8

22,1

საანგარიშო პერიოდში ექსპორტმა შეადგინა 1,5 მლრდ დოლარი, რაც 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 24,7%-ით მეტია.
2023 წლის დასაწყისიდან უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 1.860,8 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 2022 წლის სამი თვის მაჩვენებელთან შედარებით თითქმის 18,2%-ით მეტია.
საგარეო სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა - ვისთან ვაჭრობს საქართველო>>
საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2022 წელს, 2021 წელთან შედარებით, 32,8%-ით გაიზარდა და 19 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის გაუთვალისწინებლად), ხოლო ქართული პროდუქცია გასულ წელს დაახლოებით 5,6 მილიარდი დოლარის ოდენობით იყო ექსპორტირებული – თითქმის 32%-ით მეტი 2021 წელთან შედარებით.
2022 წელს ქვეყანაში 13,5 მილიარდი დოლარის ღირებულების პროდუქცია შემოვიდა, რაც 33,2%-ით მეტია 2021 წელთან შედარებით.
ყველა ახალი ამბავი
0