https://sputnik-georgia.com/20230414/salva-papuasvilma-moqalaqeebs-dedaenis-dre-miuloca-276736728.html
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ თანამემამულეებს დედაენის დღე მიულოცა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ თანამემამულეებს დედაენის დღე მიულოცა
Sputnik საქართველო
ჩვენ გვაქვს დამწერლობის სამი ულამაზესი უნიკალური სახეობა და წერილობითი კულტურის მინიმუმ 16-საუკუნოვანი გამოცდილება, განაცხადა სპიკერმა. 14.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-14T16:44+0400
2023-04-14T16:44+0400
2023-04-17T15:54+0400
შალვა პაპუაშვილი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/18/265457749_0:142:1600:1042_1920x0_80_0_0_9fa82aa5da9543be2414b58670b242f9.jpg
თბილისი, 14 აპრილი – Sputnik. ენისა და მწიგნობრობის დაცვით საქართველოს მოქალაქეები ერთდროულად დაიცავენ საკუთარ წარსულს და იზრუნებენ მომავალზე, დაწერა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში.ქართული ენის დღე 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების ხსოვნის უკვდავსაყოფად დაწესდა. ამ დღეს 45 წლის წინ თბილისში მშობლიური ენის დასაცავად მასობრივი გამოსვლები გაიმართა, რომელთა შედეგად საქართველოს სსრ-ის კონსტიტუციაში ქართულმა ენამ სახელმწიფო ენის სტატუსი შეინარჩუნა. საქართველოში 14 აპრილს დედაენის დღე 1990 წლიდან აღინიშნება.მისი თქმით, 1978 წლის 14 აპრილი ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის ერთ-ერთი გამორჩეული თარიღია. ამ დღეს რუსთაველის გამზირზე გამოსულმა ათიათასობით ადამიანმა ჯერ კიდევ საბჭოთა ოკუპაციის პირობებში შეძლო მშობლიური ენისთვის სახელმწიფო სტატუსის შენარჩუნება.„ჩვენ გვაქვს დამწერლობის სამი ულამაზესი უნიკალური სახეობა და წერილობითი კულტურის მინიმუმ 16-საუკუნოვანი გამოცდილება. 2016 წლის 30 ნოემბერს იუნესკომ ქართული ანბანის სამი სახეობა კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეიტანა“, – დაწერა პაპუაშვილმა.ღარიბაშვილი: დედაენა ჩვენი იდენტობის და სიძლიერის ერთ-ერთი უმთავრესი განმსაზღვრელია>>ქართული სახელმწიფო ენაა საქართველოში. მსოფლიოში ამ ენაზე ოთხ მილიონზე მეტი ადამიანი საუბრობს.თანამედროვე ქართულ ენას აქვს 17 დიალექტი, მათ შორისაა ქართლური, კახური (ისინი ქმნიან სალიტერატურო ენის საფუძველს), იმერული, რაჭული, ლეჩხუმური, გურული, ჯავახური, მესხური, აჭარული და ა.შ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/18/265457749_100:150:1321:1066_1920x0_80_0_0_30fdd3789670aea8a810b07e6b576149.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
შალვა პაპუაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
შალვა პაპუაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ თანამემამულეებს დედაენის დღე მიულოცა
16:44 14.04.2023 (განახლებულია: 15:54 17.04.2023) ჩვენ გვაქვს დამწერლობის სამი ულამაზესი უნიკალური სახეობა და წერილობითი კულტურის მინიმუმ 16-საუკუნოვანი გამოცდილება, განაცხადა სპიკერმა.
თბილისი, 14 აპრილი – Sputnik. ენისა და მწიგნობრობის დაცვით საქართველოს მოქალაქეები ერთდროულად დაიცავენ საკუთარ წარსულს და იზრუნებენ მომავალზე, დაწერა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში.
ქართული ენის დღე 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების ხსოვნის უკვდავსაყოფად დაწესდა. ამ დღეს 45 წლის წინ თბილისში მშობლიური ენის დასაცავად მასობრივი გამოსვლები გაიმართა, რომელთა შედეგად საქართველოს სსრ-ის კონსტიტუციაში ქართულმა ენამ სახელმწიფო ენის სტატუსი შეინარჩუნა. საქართველოში 14 აპრილს დედაენის დღე 1990 წლიდან აღინიშნება.
„დედაენა თითოეული ჩვენგანისთვის ეროვნული და სულიერი იდენტობის ნაწილია. ჩვენ ვამაყობთ ქართული ენით და მწიგნობრობით, რომელსაც ევროპაში და მთლიანად მსოფლიოში განვითარების ერთ-ერთი ყველაზე ძველი და უწყვეტი ისტორია გააჩნია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, 1978 წლის 14 აპრილი ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის ერთ-ერთი გამორჩეული თარიღია. ამ დღეს რუსთაველის გამზირზე გამოსულმა ათიათასობით ადამიანმა ჯერ კიდევ საბჭოთა ოკუპაციის პირობებში შეძლო მშობლიური ენისთვის სახელმწიფო სტატუსის შენარჩუნება.
„ჩვენ გვაქვს დამწერლობის სამი ულამაზესი უნიკალური სახეობა და წერილობითი კულტურის მინიმუმ 16-საუკუნოვანი გამოცდილება. 2016 წლის 30 ნოემბერს იუნესკომ ქართული ანბანის სამი სახეობა კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეიტანა“, – დაწერა პაპუაშვილმა.
ქართული სახელმწიფო ენაა საქართველოში. მსოფლიოში ამ ენაზე ოთხ მილიონზე მეტი ადამიანი საუბრობს.
თანამედროვე ქართულ ენას აქვს 17 დიალექტი, მათ შორისაა ქართლური, კახური (ისინი ქმნიან სალიტერატურო ენის საფუძველს), იმერული, რაჭული, ლეჩხუმური, გურული, ჯავახური, მესხური, აჭარული და ა.შ.