ნუცა ბუზალაძეს American Idol-ის შემდეგ ტურში გადასასვლელად ხმები სჭირდება

© courtesy of Nutsa Buzaladze ნუცა ბუზალაძე
ნუცა ბუზალაძე - Sputnik საქართველო, 1920, 14.04.2023
გამოწერა
პროექტ American Idol-ის შემდეგ ტურში გადასვლა ტელემაყურებლის ხმების რაოდენობაზეა დამოკიდებული.
თბილისი, 14 აპრილი – Sputnik. ქართველი მომღერალი ნუცა ბუზალაძე, რომელიც ამჟამად მსოფლიოში ცნობილ ვოკალურ პროექტ American Idol-ში მონაწილეობს, საქართველოს მოსახლეობას მოუწოდებს, ხმა მისცენ მას, რათა შოუში დარჩენა შეძლოს.
ბუზალაძემ სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ქართველ მსმენელს მიმართა. დარჩება თუ არა ნუცა პროექტში, ახლა მიღებულ ხმებზეა დამოკიდებული.
ბუზალაძემ განმარტა, რომ ხმის მიცემა შესაძლებელია მხოლოდ გამოშვების ტრანსლაციის დროს – 17 აპრილს, თბილისის დროით 04:00 საათზე ამ ბმულზე.
თუ მსურველები აშშ-ში იმყოფებიან, მაშინ ხმის მიცემა შეიძლება ნომრით, რომელიც მომღერალმა თავის გვერდზე განათავსა, ასევე მხოლოდ შოუს ჩვენების დროს.
დარბაზი ფეხზე იდგა - ნუცა ბუზალაძემ American Idol-ზე კვლავ ფურორი მოახდინა - ვიდეო>>
ნუცა ბუზალაძემ იმედი გამოთქვა, რომ ის ხმების საჭირო რაოდენობას მიიღებს, რათა განაგრძოს შოუში მონაწილეობა.
ნუცა ბუზალაძე თინეიჯერობის ასაკიდან წინ დიდი წარმატებით მიიწევს. ცნობილი მომღერალი პოპულარულ კონკურსებში უშიშრად გამოდის. არტისტი საქართველოს ფარგლებს გარეთ უკვე დიდი ხანია გაიცნეს. 2014 წელს მან გაიმარჯვა პოპულარული მუსიკის ახალგაზრდა შემსრულებლების საერთაშორისო კონკურსში „ახალი ტალღა“. მონაწილეობდა კონკურსებში „ცეკვავენ ვარსკვლავები“, „ერთი ერთში“, თურქულ Voice-ში და ა.შ.
ყველა ახალი ამბავი
0