დარბაზი ფეხზე იდგა - ნუცა ბუზალაძემ American Idol-ზე კვლავ ფურორი მოახდინა - ვიდეო

© courtesy of Nutsa Buzaladze ნუცა ბუზალაძე
ნუცა ბუზალაძე  - Sputnik საქართველო, 1920, 02.04.2023
გამოწერა
ქსელში უკვე გავრცელდა ნუცა ბუზალაძის გამოსვლის ფრაგმენტი
თბილისი, 2 აპრილი – Sputnik. ქართველმა მომღერალმა ნუცა ბუზალაძემ მსოფლიოში ცნობილ ვოკალურ პროექტზე - American Idol-ზე მაყურებელი და ჟიურის წევრები აღაფრთოვანა.
შემსრულებელმა გადალახა შესარჩევი ტური და მეორე ეტაპზე შეასრულა სელიონ დიონის სიმღერა I Surrender. გამოსვლა იმდენად ძლიერი იყო, რომ ბოლოს ფეხზე წამოდგა მთელი დარბაზი, მათ შორის ჟიურის წევრები - ლაიონელ რიჩი, ლუკ ბრაიანი და კეტი პერი.
ლიონელ რიჩიმ სოციალურ ქსელში ნუცას პოსტიც კი მიუძღვნა: „როცა წლიდან წლამდე ვამბობთ, რომ საუკეთესო ტალანტები გვაქვს, ეს სიმართლეა!“ - დაწერა რიჩიმ და ნიჭიერი ქართველი მომღერალი მონიშნა.
ნუცას ახალი ვიდეორგოლი დღეს გამოვიდა, თუმცა მანამდე ქსელში ბუზალაძის გამოსვლის ფრაგმენტი უკვე გავრცელდა. კონკურსზე მისი შემდგომი ბედი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა მაყურებლისა და ჟიურის რეაქციით თუ ვიმსჯელებთ, ის წარმატებას მიაღწევს.
© photo: Nutsa Buzaladze / FBნუცა ბუზალაძე
Грузинская певица Нуца Бузаладзе - Sputnik საქართველო, 1920, 02.04.2023
ნუცა ბუზალაძე
ნუცა ბუზალაძე თინეიჯერობის ასაკიდან წინ დიდი წარმატებით მიიწევს. ცნობილი მომღერალი პოპულარულ კონკურსებში უშიშრად გამოდის. არტისტი საქართველოს ფარგლებს გარეთ უკვე დიდი ხანია გაიცნეს. 2014 წელს მან გაიმარჯვა პოპულარული მუსიკის ახალგაზრდა შემსრულებლების საერთაშორისო კონკურსში „ახალი ტალღა“. მონაწილეობდა კონკურსებში „ცეკვავენ ვარსკვლავები“, „ერთი ერთში“, თურქულ Voice-ში და ა.შ.
ყველა ახალი ამბავი
0