https://sputnik-georgia.com/20230414/ionatamishvili-prezidentma-zuraishbilma-moityua-276741053.html
რატი იონათამიშვილი - პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა იცრუა
რატი იონათამიშვილი - პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა იცრუა
Sputnik საქართველო
გავრცელებული ინფორმაციით, სტრასბურგში პრეზიდენტის ვიზიტი 18 აპრილს უნდა შემდგარიყო. 14.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-14T18:43+0400
2023-04-14T18:43+0400
2023-04-14T21:09+0400
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
პოლიტიკა
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პრეზიდენტი
ქართული ოცნება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/0e/260540899_0:0:1400:789_1920x0_80_0_0_ccc62e697f18c74e2be4c0cfde5aa29f.jpg
თბილისი, 14 აპრილი – Sputnik. პრეზიდენტმა მოიტყუა, როდესაც განაცხადა, რომ მას სტრასბურგში გამგზავრების უფლება არ მისცეს, მან რეალობა დამალა და წაუსვლელობის მიზეზად სულ სხვა რამ დაასახელა, განაცხადა მმართველი პარტია ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტის დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა.31 მარტს პარლამენტში ყოველწლიური გამოსვლისას ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მიწვევა მიიღო ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლასგან და აპრილის შუა რიცხვებში ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლას გეგმავს. მაგრამ 13 აპრილს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია ვიზიტის გაურკვეველი ვადით გადატანის შესახებ. უწყების ცნობით, სტრასბურგში სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი მთავრობისგან თანხმობის ხელოვნურად გაჭიანურების გამო გადაიდო. მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერის განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის მხრიდან პასუხი დაგვიანებით მიიღო.აღნიშნულ საკითხზე განცხადება გაავრცელა მთავრობის ადმინისტრაციამაც. უწყების განმარტებით, ინფორმაცია, რომ ხელოვნურად გაჭიანურდა თანხმობის მიცემის პროცესი, სინამდვილეს არ შეესაბამება, რადგან ბოლო, დაზუსტებული წერილი პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მთავრობის ადმინისტრაციაში 12 აპრილს შევიდა, ხოლო მეორე დღესვე, 13 აპრილს მას გაეგზავნა წერილობითი თანხმობა 17-19 აპრილს საფრანგეთის რესპუბლიკაში, ქალაქ სტრასბურგში სამუშაო ვიზიტთან დაკავშირებით.საქართველოს პრეზიდენტმა ევროპაში ვიზიტის ჩაშლაში მთავრობა დაადანაშაულა>>>2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და ა.შ.საქართველო ევროკომისიის შუალედურ შეფასებას ზაფხულში ელოდება, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მისაღებად – წლის ბოლოს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/0e/260540899_155:0:1288:850_1920x0_80_0_0_b9ba03a01fc61200029fc314b3f17faa.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პრეზიდენტი, ქართული ოცნება , ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პრეზიდენტი, ქართული ოცნება , ახალი ამბები
რატი იონათამიშვილი - პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა იცრუა
18:43 14.04.2023 (განახლებულია: 21:09 14.04.2023) გავრცელებული ინფორმაციით, სტრასბურგში პრეზიდენტის ვიზიტი 18 აპრილს უნდა შემდგარიყო.
თბილისი, 14 აპრილი – Sputnik. პრეზიდენტმა მოიტყუა, როდესაც განაცხადა, რომ მას სტრასბურგში გამგზავრების უფლება არ მისცეს, მან რეალობა დამალა და წაუსვლელობის მიზეზად სულ სხვა რამ დაასახელა, განაცხადა მმართველი პარტია ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტის დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა.
31 მარტს პარლამენტში ყოველწლიური გამოსვლისას ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მიწვევა მიიღო ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლასგან და აპრილის შუა რიცხვებში ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლას გეგმავს. მაგრამ 13 აპრილს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია ვიზიტის გაურკვეველი ვადით გადატანის შესახებ. უწყების ცნობით, სტრასბურგში სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი მთავრობისგან თანხმობის ხელოვნურად გაჭიანურების გამო გადაიდო.
მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერის განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის მხრიდან პასუხი დაგვიანებით მიიღო.
„პრეზიდენტს ან მის ადმინისტრაციას მსგავსი განცხადების გაკეთება რატომ დასჭირდა – ამაზე პასუხი არ მაქვს... პრეზიდენტს მთავრობის მხრიდან არანაირი ხელშეშლა არ ჰქონია. ხელოვნური გაჭიანურება არ მომხდარა, რადგან მთავრობას ერთი დღეც არ დასჭირდა პასუხისთვის“, – განაცხადა იონათამიშვილმა.
აღნიშნულ საკითხზე განცხადება გაავრცელა მთავრობის ადმინისტრაციამაც. უწყების განმარტებით, ინფორმაცია, რომ ხელოვნურად გაჭიანურდა თანხმობის მიცემის პროცესი, სინამდვილეს არ შეესაბამება, რადგან ბოლო, დაზუსტებული წერილი პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მთავრობის ადმინისტრაციაში 12 აპრილს შევიდა, ხოლო მეორე დღესვე, 13 აპრილს მას გაეგზავნა წერილობითი თანხმობა 17-19 აპრილს საფრანგეთის რესპუბლიკაში, ქალაქ სტრასბურგში სამუშაო ვიზიტთან დაკავშირებით.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და ა.შ.
საქართველო ევროკომისიის შუალედურ შეფასებას ზაფხულში ელოდება, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მისაღებად – წლის ბოლოს.