https://sputnik-georgia.com/20230414/14-aprils-dabadebulebi-zodiaqo-daxasiateba-276654081.html
14 აპრილს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები
14 აპრილს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები
Sputnik საქართველო
გაეცანით 14 აპრილს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური... 14.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-14T00:15+0400
2023-04-14T00:15+0400
2023-04-14T00:15+0400
ასტროლოგიური პანორამა
ჩვენ და ბუნება
წასაკითხი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24468/91/244689194_0:161:3071:1888_1920x0_80_0_0_d4e9858457dbdf320a3a58d7a57160ee.jpg
წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ.2–20 აპრილი12-20 აპრილის პერიოდი ვერძის ნიშნის მესამე დეკადას განეკუთვნება.ამ დეკადას პლანეტა ვენერა მართავს. ის ამ პერიოდში დაბადებულებს მგრძნობიარობასა და სინაზეს, მგზნებარებასა და იმპულსურობას ანიჭებს.მნიშვნელოვანი წლებია: 15, 30, 36, 40, 60, 66.ამ ადამიანთა სიმბოლოა ჰორტენზია.ამ პერიოდში დაბადებულები გამოირჩევიან კეთილშობილებითა და გულწრფელობით, ხშირად მოქმედებენ თავზეხელაღებულად, დაუდევრად, რამის პირობას დებენ და შემდეგ ავიწყდებათ. ეს იმიტომ არ ხდება, რომ სხვებისთვის ზიანის მიყენება სურთ, არამედ იმიტომ, ასე არიან მოწყობილი ვერძები. თუ ისწავლიან სიტყვის შესრულებას, დანაპირების ასრულებას, მაშინ მათთვის ბუნებისგან მინიჭებული წესიერება და სიკეთე წარმატებების მიღწევაში დაეხმარება.14 აპრილს დაბადებულები14 აპრილს დაბადებულთა ცხოვრებას ოჯახი, გარემო პირობები, გარშემომყოფთა მსოფლაღქმა, აღზრდა განაპირობებს. თუ ბავშვობიდანვე დადებით საწყისი განუვითარდებათ, სულიერი განვითარების გზას დაადგებიან, ბედნიერებასა და წარმატებას მიაღწევენ როგორც კარიერის, ისე პირადი ცხოვრების თვალსაზრისით.14 აპრილს დაბადებულთა ცხოვრებაში დიდი ადგილი უკავია საზოგადოებრივ ცხოვრებასა და საზოგადოებაში საკუთარი ადგილის დამკვიდრებას. მათთვის მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებაში იყვნენ მნიშვნელოვანი ფიგურები, თუნდაც არ ჰქონდეთ ლიდერის თვისებები. როგორია თქვენი აურის ფერი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით>>თავიანთი ჯიუტი მისწრაფების წყალობით ისინი ახერხებენ ავტორიტეტის მოხვეჭას, გარშემომყოფები მათ პატივს სცემენ, აფასებენ მათ მოსაზრებებს. ამ დღეს დაბადებულები ტრადიციების ერთგული არიან, იტაცებთ ისტორიული მეცნიერებები, კონკრეტული ისტორიული მოვლენების შესწავლა.ამ დღეს დაბადებულ განათლებულ და ინტელექტუალ პიროვნებებს ჰყოფნის გარშემომყოფთა პატივისცემა; სხვებისთვის კი აუცილებელია საზოგადოების ღია აღიარება, ლამის უსიტყვო მორჩილება. ისინი მუდამ ცხოვრებისეული მოლენების ცენტრში არიან და ყოველთვის აქვთ აქტუალური ინფორმაცია. გამჭრიახობის წყალობით, ადამიანებსა და მათ წარმატებებს სწორად აფასებენ. ამას გარდა, შეუძლიათ მომავალი მოვლენების პროგნოზირება. ცხოვრებისეული ცვლილებების მიმართ მათ კონსერვატიული დამოკიდებულება აქვთ. 14 აპრილს დაბადებული რევოლუციონერები და ნოვატორები, მეამბოხეები, პირველ რიგში, თავიანთ ტრადიციულ ფასეულობებსა და პრინციპებს იცავენ.14 აპრილს დაბადებული ქალები წმინდად იცავენ ქორწინების ინსტიტუტსა და ოჯახურ კერას, თუმცა, კარიერასაც ადვილად იკეთებენ, არ ივიწყებენ დასვენებასაცა და გართობასაც. ყოველთვის ახერხებენ, ერთმანეთს შეუთავსონ ოჯახზე ზრუნვა და სხვა საქმიანობა. მამაკაცები მიზიდველი, განსაკუთრებული შარმის მქონენი არიან, ამავდროულად, თავშეკავებული და ტაქტიანი და ამასვე მოითხოვენ სხვებისგან.ამ დღეს დაბადებულებისთვის აუცილებელია გარკვეულობის შეგრძნება, ამიტომ ისინი ცდილობენ, ადრეულ ასაკშივე შექმნან ოჯახი და იპოვონ სტაბილური სამსახური. გარდამავალი პერიოდები და ცვლილებები არ უყვართ.როგორ იკლებენ წონაში ზოდიაქოს ნიშნები>>ჯანმრთელობაამ დღეს დაბადებულები დიდ ყურადღებას აქცევენ გარეგნობას, რის გამოც ხშირად მიმართავენ ქირურგიულ მანიპულაციებს, დიეტებს, ქანცგამცლელ ვარჯიშებსა და კოსმეტიკურ ოპერაციებს. მძიმედ განიცდიან წლების მატებას, დაბერებას. ეს მათზე დამთრგუნველად მოქმედებს, ამიტომ გარეგნობისა და დაბერების პროცესის მიმართ მათ განსხვავებული დამოკიდებულება უნდა გამოიმუშაონ. საკვების მხრივ წუნიები არ არიან, უყვართ ნაცადი და საყვარელი საკვების მიღება.რჩევა:ხანდახან რისკი წარმატების საწყისია, გარისკეთ ხოლმე. ტრადიციების დაცვა ყოველთვის არ არის აუცილებელი, ხანდახან ისინი მომავალს უშლის ხელს. გააცნობიერეთ, რომ ცვლილებები ბუნებრივია.
https://sputnik-georgia.com/20210321/verZi-zodiaqo-zogadi-daxasiaTeba-251222672.html
https://sputnik-georgia.com/20180530/zodiaqos-TiToeuli-niSnis-idealuri-asaki-qorwinebisTvis-240669939.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24468/91/244689194_171:0:2902:2048_1920x0_80_0_0_0e045415de65b557b893803ef55fc8c2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება , წასაკითხი ამბები
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება , წასაკითხი ამბები
14 აპრილს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები
გაეცანით 14 აპრილს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის.
წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ.
12-20 აპრილის პერიოდი ვერძის ნიშნის მესამე დეკადას განეკუთვნება.
ამ დეკადას პლანეტა ვენერა მართავს. ის ამ პერიოდში დაბადებულებს მგრძნობიარობასა და სინაზეს, მგზნებარებასა და იმპულსურობას ანიჭებს.
მნიშვნელოვანი წლებია: 15, 30, 36, 40, 60, 66.
ამ ადამიანთა სიმბოლოა ჰორტენზია.
ამ პერიოდში დაბადებულები გამოირჩევიან კეთილშობილებითა და გულწრფელობით, ხშირად მოქმედებენ თავზეხელაღებულად, დაუდევრად, რამის პირობას დებენ და შემდეგ ავიწყდებათ. ეს იმიტომ არ ხდება, რომ სხვებისთვის ზიანის მიყენება სურთ, არამედ იმიტომ, ასე არიან მოწყობილი ვერძები. თუ ისწავლიან სიტყვის შესრულებას, დანაპირების ასრულებას, მაშინ მათთვის ბუნებისგან მინიჭებული წესიერება და სიკეთე წარმატებების მიღწევაში დაეხმარება.
14 აპრილს დაბადებულთა ცხოვრებას ოჯახი, გარემო პირობები, გარშემომყოფთა მსოფლაღქმა, აღზრდა განაპირობებს. თუ ბავშვობიდანვე დადებით საწყისი განუვითარდებათ, სულიერი განვითარების გზას დაადგებიან, ბედნიერებასა და წარმატებას მიაღწევენ როგორც კარიერის, ისე პირადი ცხოვრების თვალსაზრისით.
14 აპრილს დაბადებულთა ცხოვრებაში დიდი ადგილი უკავია საზოგადოებრივ ცხოვრებასა და საზოგადოებაში საკუთარი ადგილის დამკვიდრებას. მათთვის მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებაში იყვნენ მნიშვნელოვანი ფიგურები, თუნდაც არ ჰქონდეთ ლიდერის თვისებები.
თავიანთი ჯიუტი მისწრაფების წყალობით ისინი ახერხებენ ავტორიტეტის მოხვეჭას, გარშემომყოფები მათ პატივს სცემენ, აფასებენ მათ მოსაზრებებს. ამ დღეს დაბადებულები ტრადიციების ერთგული არიან, იტაცებთ ისტორიული მეცნიერებები, კონკრეტული ისტორიული მოვლენების შესწავლა.
ამ დღეს დაბადებულ განათლებულ და ინტელექტუალ პიროვნებებს ჰყოფნის გარშემომყოფთა პატივისცემა; სხვებისთვის კი აუცილებელია საზოგადოების ღია აღიარება, ლამის უსიტყვო მორჩილება. ისინი მუდამ ცხოვრებისეული მოლენების ცენტრში არიან და ყოველთვის აქვთ აქტუალური ინფორმაცია. გამჭრიახობის წყალობით, ადამიანებსა და მათ წარმატებებს სწორად აფასებენ. ამას გარდა, შეუძლიათ მომავალი მოვლენების პროგნოზირება.
ცხოვრებისეული ცვლილებების მიმართ მათ კონსერვატიული დამოკიდებულება აქვთ. 14 აპრილს დაბადებული რევოლუციონერები და ნოვატორები, მეამბოხეები, პირველ რიგში, თავიანთ ტრადიციულ ფასეულობებსა და პრინციპებს იცავენ.
14 აპრილს დაბადებული ქალები წმინდად იცავენ ქორწინების ინსტიტუტსა და ოჯახურ კერას, თუმცა, კარიერასაც ადვილად იკეთებენ, არ ივიწყებენ დასვენებასაცა და გართობასაც. ყოველთვის ახერხებენ, ერთმანეთს შეუთავსონ ოჯახზე ზრუნვა და სხვა საქმიანობა. მამაკაცები მიზიდველი, განსაკუთრებული შარმის მქონენი არიან, ამავდროულად, თავშეკავებული და ტაქტიანი და ამასვე მოითხოვენ სხვებისგან.
ამ დღეს დაბადებულებისთვის აუცილებელია გარკვეულობის შეგრძნება, ამიტომ ისინი ცდილობენ, ადრეულ ასაკშივე შექმნან ოჯახი და იპოვონ სტაბილური სამსახური. გარდამავალი პერიოდები და ცვლილებები არ უყვართ.
ამ დღეს დაბადებულები დიდ ყურადღებას აქცევენ გარეგნობას, რის გამოც ხშირად მიმართავენ ქირურგიულ მანიპულაციებს, დიეტებს, ქანცგამცლელ ვარჯიშებსა და კოსმეტიკურ ოპერაციებს. მძიმედ განიცდიან წლების მატებას, დაბერებას. ეს მათზე დამთრგუნველად მოქმედებს, ამიტომ გარეგნობისა და დაბერების პროცესის მიმართ მათ განსხვავებული დამოკიდებულება უნდა გამოიმუშაონ. საკვების მხრივ წუნიები არ არიან, უყვართ ნაცადი და საყვარელი საკვების მიღება.
ხანდახან რისკი წარმატების საწყისია, გარისკეთ ხოლმე. ტრადიციების დაცვა ყოველთვის არ არის აუცილებელი, ხანდახან ისინი მომავალს უშლის ხელს. გააცნობიერეთ, რომ ცვლილებები ბუნებრივია.