https://sputnik-georgia.com/20230413/uiliam-bernsi-ruset-cinetis-urtiertobebze-276698959.html
უილიამ ბერნსი: რუსეთი სულ უფრო ხდება ჩინეთზე დამოკიდებული
უილიამ ბერნსი: რუსეთი სულ უფრო ხდება ჩინეთზე დამოკიდებული
Sputnik საქართველო
თბილისი, 13 აპრილი — Sputnik. რუსეთის სამხედრო კამპანია უკრაინაში მისთვის „უზარმაზარ სტრატეგიულ მარცხად“ იქცა, ხოლო მოსკოვი მალე, შესაძლოა, „ჩინეთის ეკონომიკურ... 13.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-13T14:40+0400
2023-04-13T14:40+0400
2023-07-20T15:51+0400
მსოფლიო დღეს
აშშ
ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო - cia
პოლიტიკა
ეკონომიკა
ჩინეთი
რუსეთი
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/03/274525685_0:218:2047:1369_1920x0_80_0_0_7eea5ac8444744ece22b856b58a1b6fd.jpg
თბილისი, 13 აპრილი — Sputnik. რუსეთის სამხედრო კამპანია უკრაინაში მისთვის „უზარმაზარ სტრატეგიულ მარცხად“ იქცა, ხოლო მოსკოვი მალე, შესაძლოა, „ჩინეთის ეკონომიკურ კოლონიად“ იქცეს, განაცხადა აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორმა უილიამ ბერნსმა.მისი თქმით, რუსეთის ეკონომიკურ პერსპექტივებზე კოლოსალურ გავლენას მოახდენს არა მარტო სანქციები და საექსპორტო კონტროლის ღონისძიებები, არამედ ათასობით დასავლური ფირმის ქვეყნიდან გასვლაც.ამასთან, მისი აზრით, ამ დროისათვის მოსკოვისა და პეკინის საპარტნიორო ურთიერთობები საკმაოდ ძლიერია.მიმდინარე წლის მარტში ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი მოსკოვს ეწვია და რამდენიმე გრძელვადიან შეთანხმებას მოაწერა ხელი ვლადიმირ პუტინთან ერთად.აღნიშნული შეთანხმებები, დასავლური მედიის ცნობით, ჩინურ კომპანიებს „არაპროპორციულად დიდ წვდომას აძლევს ბაზრის ისეთ სექტორებზე, როგორებიცაა ფინანსები, ტექნოლოგიები, სოფლის მეურნეობა და კოსმოსი“. გარდა ამისა, ვარაუდობენ, რომ ეს შეთანხმებები გაზრდის რუსეთის მიერ ჩინური იუანის გამოყენებასაც.
აშშ
ჩინეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/03/274525685_0:26:2047:1561_1920x0_80_0_0_4431c72060c71785d55a60d6231aea40.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
აშშ , ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო - cia, პოლიტიკა, ეკონომიკა, ჩინეთი, რუსეთი, მსოფლიოს ახალი ამბები
აშშ , ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო - cia, პოლიტიკა, ეკონომიკა, ჩინეთი, რუსეთი, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 13 აპრილი — Sputnik. რუსეთის სამხედრო კამპანია უკრაინაში მისთვის „უზარმაზარ სტრატეგიულ მარცხად“ იქცა, ხოლო მოსკოვი მალე, შესაძლოა, „ჩინეთის ეკონომიკურ კოლონიად“ იქცეს, განაცხადა აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორმა უილიამ ბერნსმა.
მისი თქმით, რუსეთის ეკონომიკურ პერსპექტივებზე კოლოსალურ გავლენას მოახდენს არა მარტო სანქციები და საექსპორტო კონტროლის ღონისძიებები, არამედ ათასობით დასავლური ფირმის ქვეყნიდან გასვლაც.
„თუ რეალურ სიტუაციას შევხედავთ, დავინახავთ, რომ რუსეთი სულ უფრო დამოკიდებული ხდება ჩინეთზე და გარკვეულწილად რისკავს კიდეც, რომ დროთა განმავლობაში ჩინეთის ეკონომიკურ კოლონიად — ამ ქვეყანაში ენერგორესურსებისა და ნედლეულის ექსპორტზე დამოკიდებულად იქცეს“, — მიაჩნია ბერნსს.
ამასთან, მისი აზრით, ამ დროისათვის მოსკოვისა და პეკინის საპარტნიორო ურთიერთობები საკმაოდ ძლიერია.
„ეს მნიშვნელოვანი პარტნიორობაა, რომელსაც, ვფიქრობ, ორივე ლიდერი ერთგულობს, თუმცა ეს „უსაზღვრო“ მეგობრობა არ არის“, — დაასკვნა CIA-ს შეფმა.
მიმდინარე წლის მარტში ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი მოსკოვს ეწვია და რამდენიმე გრძელვადიან შეთანხმებას მოაწერა ხელი ვლადიმირ პუტინთან ერთად.
აღნიშნული შეთანხმებები, დასავლური მედიის ცნობით, ჩინურ კომპანიებს „არაპროპორციულად დიდ წვდომას აძლევს ბაზრის ისეთ სექტორებზე, როგორებიცაა ფინანსები, ტექნოლოგიები, სოფლის მეურნეობა და კოსმოსი“. გარდა ამისა, ვარაუდობენ, რომ ეს შეთანხმებები გაზრდის რუსეთის მიერ ჩინური იუანის გამოყენებასაც.