https://sputnik-georgia.com/20230413/saqartvelos-prezidenti-evroparlamentsi-sityvit-ar-gamova-viziti-strasburgsi-gadaido-276712944.html
საქართველოს პრეზიდენტი ევროპარლამენტში სიტყვით არ გამოვა - სტრასბურგში ვიზიტი გადაიდო
საქართველოს პრეზიდენტი ევროპარლამენტში სიტყვით არ გამოვა - სტრასბურგში ვიზიტი გადაიდო
Sputnik საქართველო
ბოლოს საქართველოს სახელმწიფოს მეთაურმა ევროპელ დეპუტატებს სიტყვით 2010 წელს მიმართა. 13.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-13T20:00+0400
2023-04-13T20:00+0400
2023-04-17T15:42+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პრეზიდენტი
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24320/18/243201855_0:0:3076:1731_1920x0_80_0_0_ffe1c33485b43373f9ff235ab6774404.jpg
თბილისი, 13 აპრილი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის 18 აპრილს დაგეგმილი ვიზიტი სტრასბურგში გადაიდო, იუწყება საქართველოს სახელმწიფო მეთაურის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური.კონკრეტული მიზეზები მითითებული არ არის.31 მარტს პარლამენტში ყოველწლიური გამოსვლისას ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მიწვევა მიიღო ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლასგან და ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლას გეგმავს.როგორც მაშინ პრეზიდენტმა აღნიშნა, ბოლოს საქართველოს სახელმწიფოს მეთაურმა ევროპელ დეპუტატებს სიტყვით 2010 წელს მიმართა (იმ დროს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იყო).საქართველოს პრეზიდენტი: ქვეყნის იმიჯია გამოსასწორებელი >>სალომე ზურაბიშვილის თქმით, მისი გამოსვლა ევროპარლამენტში ადვილი არ იქნება, მაგრამ „აუცილებელია, რომ ჩვენი ხალხის სათქმელი გაიგოს და მოისმინოს ევროპამ".როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მან გადაწყვიტა აქტიურად ჩაერთოს პროცესში და ხელი შეუწყოს ერთობლივ და კონსოლიდირებულ მუშაობას, რათა ერთობლივად იქნას მიღწეული ისეთი რეალური შედეგი, რომელიც საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს მოუტანს.2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და ა.შ.საქართველო ევროკომისიის შუალედურ შეფასებას ზაფხულში ელოდება, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მისაღებად – წლის ბოლოს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24320/18/243201855_347:0:3076:2047_1920x0_80_0_0_eeb3336a92a10c1b27f7fa24dd48aa5b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პრეზიდენტი, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პრეზიდენტი, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
საქართველოს პრეზიდენტი ევროპარლამენტში სიტყვით არ გამოვა - სტრასბურგში ვიზიტი გადაიდო
20:00 13.04.2023 (განახლებულია: 15:42 17.04.2023) ბოლოს საქართველოს სახელმწიფოს მეთაურმა ევროპელ დეპუტატებს სიტყვით 2010 წელს მიმართა.
თბილისი, 13 აპრილი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის 18 აპრილს დაგეგმილი ვიზიტი სტრასბურგში გადაიდო, იუწყება საქართველოს სახელმწიფო მეთაურის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური.
კონკრეტული მიზეზები მითითებული არ არის.
31 მარტს პარლამენტში ყოველწლიური გამოსვლისას ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მიწვევა მიიღო ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლასგან და ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლას გეგმავს.
როგორც მაშინ პრეზიდენტმა აღნიშნა, ბოლოს საქართველოს სახელმწიფოს მეთაურმა ევროპელ დეპუტატებს სიტყვით 2010 წელს მიმართა (იმ დროს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იყო).
სალომე ზურაბიშვილის თქმით, მისი გამოსვლა ევროპარლამენტში ადვილი არ იქნება, მაგრამ „აუცილებელია, რომ ჩვენი ხალხის სათქმელი გაიგოს და მოისმინოს ევროპამ".
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მან გადაწყვიტა აქტიურად ჩაერთოს პროცესში და ხელი შეუწყოს ერთობლივ და კონსოლიდირებულ მუშაობას, რათა ერთობლივად იქნას მიღწეული ისეთი რეალური შედეგი, რომელიც საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს მოუტანს.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და ა.შ.
საქართველო ევროკომისიის შუალედურ შეფასებას ზაფხულში ელოდება, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მისაღებად – წლის ბოლოს.