https://sputnik-georgia.com/20230413/germania-marixuanis-nawilobriv-legalizacias-gegmavs-276693868.html
გერმანია მარიხუანის ნაწილობრივ ლეგალიზაციას გეგმავს: კანონპროექტები წარდგენილია
გერმანია მარიხუანის ნაწილობრივ ლეგალიზაციას გეგმავს: კანონპროექტები წარდგენილია
Sputnik საქართველო
თბილისი, 13 აპრილი — Sputnik. გერმანიის მმართველ კოალიციაში შემავალი პარტიები კანაბისის ნაწილობრივ ლეგალიზაციაზე შეთანხმდნენ, იუწყება „დოიჩე ველე“. 13.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-13T11:55+0400
2023-04-13T11:55+0400
2023-07-20T15:51+0400
მსოფლიო დღეს
გერმანია
ახალი ამბები
მარიხუანა
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23923/81/239238146_0:99:1920:1179_1920x0_80_0_0_55d48a99785dfd8660a0fbb0bfb6fbf7.jpg
თბილისი, 13 აპრილი — Sputnik. გერმანიის მმართველ კოალიციაში შემავალი პარტიები კანაბისის ნაწილობრივ ლეგალიზაციაზე შეთანხმდნენ, იუწყება „დოიჩე ველე“.გამოცემის ინფორმაციით, გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა კარლ ლოტერბახმა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ჯემ ოზდემირმა 12 აპრილს ორი კანონპროექტი წარმოადგინეს, რომლებიც მარიხუანის ფლობის ლეგალიზებას გულისხმობს, თუმცა, წინასაარჩევნო დაპირებების საწინააღმდეგოდ, კანაბისის სპეციალიზებულ მაღაზიებში თავისუფალი გაყიდვა არ დაიშვება. პირველი კანონპროექტი ბუნდესტაგს განსახილველად აპრილში წარედგინება.კანონპროექტები ითვალისწინებს 25 გრამამდე მარიხუანის პირადი მოხმარებისთვის ფლობისა და ასევე მცენარის მაქსიმუმ სამი ბუჩქის შინ გაზრდის უფლებას. ამ დროისათვის გერმანიაში მარიხუანის ნებისმიერი ოდენობის შენახვა დანაშაულად მიიჩნევა, თუმცა მისი მოხმარება დეკრიმინალიზებულია.გარდა ამისა, კანონპროექტების თანახმად, გერმანიაში უნდა გაჩნდეს მარიხუანის მოყვარულთა კლუბები, რომლის წევრებსაც მცენარის მოშენებისა და მათი ერთმანეთისთვის გადაცემის უფლება ექნებათ. ამასთან კლუბის წევრთა რაოდენობა 500 კაცით უნდა შემოიფარგლებოდეს.როგორც ლოტერბახმა და ოზდემირმა აღნიშნეს, ამ დროისათვის ხელისუფლება ვერ ხედავს კანაბისის თავისუფლად გაყიდვის დაშვების შესაძლებლობას.ოპოზიციამ უკვე გააკრიტიკა კოალიციის გეგმები. ბუნდესტაგის დეპუტატმა და ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ჯანდაცვის ექსპერტმა ტინო სორჟმა განაცხადა, რომ კოალიცია ნარკოტიკის ლეგალიზაციას აპირებს, რომლის საშიშროებაზეც ამდენს საუბრობენ ექიმები და ფსიქოლოგები.წყარო: „დოიჩე ველე“
გერმანია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23923/81/239238146_108:0:1812:1278_1920x0_80_0_0_69f6ecc9977d98e6a6e31c71561af149.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
გერმანია , ახალი ამბები, მარიხუანა, მსოფლიოს ახალი ამბები
გერმანია , ახალი ამბები, მარიხუანა, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 13 აპრილი — Sputnik. გერმანიის მმართველ კოალიციაში შემავალი პარტიები კანაბისის ნაწილობრივ ლეგალიზაციაზე შეთანხმდნენ, იუწყება „დოიჩე ველე“.
გამოცემის ინფორმაციით, გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა კარლ ლოტერბახმა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ჯემ ოზდემირმა 12 აპრილს ორი კანონპროექტი წარმოადგინეს, რომლებიც მარიხუანის ფლობის ლეგალიზებას გულისხმობს, თუმცა, წინასაარჩევნო დაპირებების საწინააღმდეგოდ, კანაბისის სპეციალიზებულ მაღაზიებში თავისუფალი გაყიდვა არ დაიშვება. პირველი კანონპროექტი ბუნდესტაგს განსახილველად აპრილში წარედგინება.
კანონპროექტები ითვალისწინებს 25 გრამამდე მარიხუანის პირადი მოხმარებისთვის ფლობისა და ასევე მცენარის მაქსიმუმ სამი ბუჩქის შინ გაზრდის უფლებას. ამ დროისათვის გერმანიაში მარიხუანის ნებისმიერი ოდენობის შენახვა დანაშაულად მიიჩნევა, თუმცა მისი მოხმარება დეკრიმინალიზებულია.
გარდა ამისა, კანონპროექტების თანახმად, გერმანიაში უნდა გაჩნდეს მარიხუანის მოყვარულთა კლუბები, რომლის წევრებსაც მცენარის მოშენებისა და მათი ერთმანეთისთვის გადაცემის უფლება ექნებათ. ამასთან კლუბის წევრთა რაოდენობა 500 კაცით უნდა შემოიფარგლებოდეს.
როგორც ლოტერბახმა და ოზდემირმა აღნიშნეს, ამ დროისათვის ხელისუფლება ვერ ხედავს კანაბისის თავისუფლად გაყიდვის დაშვების შესაძლებლობას.
ოპოზიციამ უკვე გააკრიტიკა კოალიციის გეგმები. ბუნდესტაგის დეპუტატმა და ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ჯანდაცვის ექსპერტმა ტინო სორჟმა განაცხადა, რომ კოალიცია ნარკოტიკის ლეგალიზაციას აპირებს, რომლის საშიშროებაზეც ამდენს საუბრობენ ექიმები და ფსიქოლოგები.