https://sputnik-georgia.com/20230412/qetevan-qartvelishvili-276671247.html
ქართველი პიანისტის წარმატების გზა და საოცნებო „კარგენი ჰოლში“ გამოსვლა
ქართველი პიანისტის წარმატების გზა და საოცნებო „კარგენი ჰოლში“ გამოსვლა
Sputnik საქართველო
ამ სტატიაში უცხოეთში მცხოვრებ პიანისტს ქეთევან ქართველიშვილს გაგაცნობთ. 12.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-12T15:50+0400
2023-04-12T15:50+0400
2023-04-12T20:50+0400
ინტერვიუ
საინტერესო ადამიანები
ქართველები უცხოეთში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24001/61/240016156_0:0:1000:563_1920x0_80_0_0_865719562b9431e7bad21a779920816f.jpg
მან ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართულ საერთაშორისო კონკურსებზე არაერთხელ მოიპოვა პირველი ადგილი. 2009 წელს ინდიანის უნივერსიტეტში ალექსანდრე თორაძის საფორტეპიანო სტუდიის წევრი გახდა. ამბობს, რომ წარმატებებს ამ ადამიანისა და საკუთარი შრომის დამსახურებით მიაღწია. სწავლის პერიოდში Artist და Performer დიპლომები აქვს მიღებული.ფიზიკოსების ოჯახში დაიბადა, მაგრამ საკუთარი ნიჭი სულ სხვა სფეროში გამოავლინა. პირველად 12 წლის იყო, როცა სცენაზე თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად გამოვიდა.- ქალბატონო ქეთევან, როგორც ვიცი, თქვენს წარმატებაში ალექსანდრე თორაძის დიდი დამსახურებაა...- დიახ, ჩემს გამარჯვებებში მისი დიდი წვლილია – თორაძის სტუდიის კონცერტებში, ასევე სოლო და კამერულ კონცერტებში, რომელსაც ეს ადამიანი მართავდა, ხშირად ვმონაწილეობდი. 2010 წელს სოლო კონცერტის საუკეთესო შესრულებისთვის Performance Certificate-ით დავჯილდოვდი. ბატონ ლექსოს გარდა, აქვე აუცილებლად მინდა ვახსენო ის სახელგანთქმული პიანისტები და პედაგოგები, ვისთან სწავლის ბედნიერებაც წილად მხვდა, ესენი არიან: თენგიზ ამირეჯიბი, რუსუდან ბეგიშვილი და ეთერ გუნია. მათ სრულიად შეცვალეს ჩემი წარმოდგენა და არა მარტო მუსიკალურ სამყაროზე…- რა გზა გაიარეთ წარმატებამდე?- თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია ბაკალავრის, მაგისტრატურის და ასპირანტურის აკადემიური ხარისხით დავამთავრე. 1999 წელს საბერძნეთში მარკო პოლოს პიანისტთა საერთაშორისო კონკურსზე III პრემია და ლაურეატის წოდება მოვიპოვე. იმავე წელს ლიზა ლეონსკაიას სახელობის გრანტი მივიღე. წარმატებით გამოვედი ისეთ საერთაშორისო კონკურსებზე, როგორიცაა უილიამ ბერდის სახელობის ახალგაზრდა პიანისტთა საერთაშორისო კონკურსი ფლინტში; 2011 წელს მიჩიგანის შტატში ჩატარებული კონკურსი; კანკაკიში, ილინოისის შტატში 2012 წელს გამართული ახალგაზრდა შემსრულებელთა კონკურსი; ინდიანაპოლისში, ინდიანას შტატში 2013 წელს გამართული Indianapolis Matinee Musicale სტიპენდიების კონკურსი; ფლიერის სახელობის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსი ნიუ-პალცში, ნიუ-იორკის შტატში. ასევე American Protege საერთაშორისო კონკურსი 2014 წელს ნიუ-იორკში. 2015 წელს ფინალისტის წოდება მოვიპოვე სიეტლის საერთაშორისო კონკურსში, სიეტლში, ვაშინგტონის შტატში.- რომელი იყო სიმფონიური ორკესტრი, რომელთან ერთადაც პირველად გამოხვედით?- პირველად იყო თბილისის სიმფონიური ორკესტრი. ამის მერე, როგორც მოწვეულ არტისტს, ამერიკის სხვადასხვა შტატში ბევრი სოლო კონცერტი მაქვს ჩატარებული სხვადასხვა სიმფონიურ ორკესტრებთან ერთად. გავიხსენებ კონცერტებს, რომელიც ჩავატარე ფლინტის სიმფონიურ ორკესტრთან, კანკაკის სიმფონიურ ორკესტრთან, საუთ-ბენდის სიმფონიურ ორკესტრთან, ჰადსონის სიმფონიურ ორკესტრთან, პლიმუსის სიმფონიურ ორკესტრთან და Symphony of Oak Park and River Forest-თან ერთად.- ყველაზე გამორჩეული კონცერტი რომელი იყო?- არ დამავიწყდება დღე, როდესაც წარვდექი ყველა მუსიკოსისთვის საოცნებო „კარგენი ჰოლში“, რომელიც ჩვენთვის, ხელოვანი ადამიანებისთვის ფაქტობრივად ოლიმპოა. ეს იყო 2014 წელს, როდესაც კარნეგი ჰოლში (Weill Recital Hall) გამოვედი. სოლო კონცერტები მქონდა ჰესის სამემორიალო კონცერტების ციკლში, ასევე PianoForte Foundation-ში. მონაწილეობა მივიღე ჩიგაკოს ცნობილი რადიოს WFMT-ის პირდაპირ ეთერში გამართულ მარათონში.- კომპაქტ-დისკი როდის გამოეცით?- 2017 წელს Blue Griffin-ის ჩამწერ კომპანიაში გამოიცა ჩემი კომპაქტ-დისკი სახელწოდებით The Chase. დისკის სახელწოდება The Chase ქართულად დევნას ნიშნავს და კომპოზიტორ ბარტოკის პიესის სახელწოდებაა, რაც ტექნიკურად ურთულესი შესასრულებელია.- თუ შეიძლება, ოჯახზე მოგვიყევით, და თავისუფალ დროს როგორ ატარებთ?- ჩემი მეუღლე ჯერემი უილიამი გავიცანი ინდიანას უნივერსიტეტში, სადაც ვსწავლობდი. ისიც მუსიკოსია, თუმცა სხვა ჟანრის და მის მიმართ პირველი შეხვედრისთანავე განსაკუთრებული გრძნობა გამიჩნდა. არაჩვეულებრივი პიროვნებაა და საოცარი იუმორის გრძნობა აქვს. ასევე შესანიშნავი მზარეულია. ძალიან მეხმარება და ხელს მიწყობს ყველანაირად. მისი დიდი სურვილია, რომ კიდევ უფრო დიდ წარმატებებს მივაღწიო. თავისუფალ დროს მეგობრებთან ერთად ვატარებ, მიყვარს ბარში ან რესტორანში მათთან ერთად ყოფნა. ასევე ძალიან მიყვარს ქალაქგარეთ გასვლა. ვესწრები სხვადასხვა მუსიკოსების კონცერტებს, ვათვალიერებ არაჩვეულებრივ მუზეუმებს. თუმცა ყოფილა შემთხვევა, რომ სრულიად მარტოს მიხეტიალია ბუნებაში…ნინო მამულაშვილი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24001/61/240016156_60:0:948:666_1920x0_80_0_0_2d6978a4e9388e9da86ab0e979550d28.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ინტერვიუ, საინტერესო ადამიანები , ქართველები უცხოეთში
ინტერვიუ, საინტერესო ადამიანები , ქართველები უცხოეთში
ქართველი პიანისტის წარმატების გზა და საოცნებო „კარგენი ჰოლში“ გამოსვლა
15:50 12.04.2023 (განახლებულია: 20:50 12.04.2023) ამ სტატიაში უცხოეთში მცხოვრებ პიანისტს ქეთევან ქართველიშვილს გაგაცნობთ.
მან ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართულ საერთაშორისო კონკურსებზე არაერთხელ მოიპოვა პირველი ადგილი. 2009 წელს ინდიანის უნივერსიტეტში ალექსანდრე თორაძის საფორტეპიანო სტუდიის წევრი გახდა. ამბობს, რომ წარმატებებს ამ ადამიანისა და საკუთარი შრომის დამსახურებით მიაღწია. სწავლის პერიოდში Artist და Performer დიპლომები აქვს მიღებული.
ფიზიკოსების ოჯახში დაიბადა, მაგრამ საკუთარი ნიჭი სულ სხვა სფეროში გამოავლინა. პირველად 12 წლის იყო, როცა სცენაზე თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად გამოვიდა.
- ქალბატონო ქეთევან, როგორც ვიცი, თქვენს წარმატებაში ალექსანდრე თორაძის დიდი დამსახურებაა...
- დიახ, ჩემს გამარჯვებებში მისი დიდი წვლილია – თორაძის სტუდიის კონცერტებში, ასევე სოლო და კამერულ კონცერტებში, რომელსაც ეს ადამიანი მართავდა, ხშირად ვმონაწილეობდი. 2010 წელს სოლო კონცერტის საუკეთესო შესრულებისთვის Performance Certificate-ით დავჯილდოვდი. ბატონ ლექსოს გარდა, აქვე აუცილებლად მინდა ვახსენო ის სახელგანთქმული პიანისტები და პედაგოგები, ვისთან სწავლის ბედნიერებაც წილად მხვდა, ესენი არიან: თენგიზ ამირეჯიბი, რუსუდან ბეგიშვილი და ეთერ გუნია. მათ სრულიად შეცვალეს ჩემი წარმოდგენა და არა მარტო მუსიკალურ სამყაროზე…
- რა გზა გაიარეთ წარმატებამდე?
- თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია ბაკალავრის, მაგისტრატურის და ასპირანტურის აკადემიური ხარისხით დავამთავრე. 1999 წელს საბერძნეთში მარკო პოლოს პიანისტთა საერთაშორისო კონკურსზე III პრემია და ლაურეატის წოდება მოვიპოვე. იმავე წელს ლიზა ლეონსკაიას სახელობის გრანტი მივიღე. წარმატებით გამოვედი ისეთ საერთაშორისო კონკურსებზე, როგორიცაა უილიამ ბერდის სახელობის ახალგაზრდა პიანისტთა საერთაშორისო კონკურსი ფლინტში; 2011 წელს მიჩიგანის შტატში ჩატარებული კონკურსი; კანკაკიში, ილინოისის შტატში 2012 წელს გამართული ახალგაზრდა შემსრულებელთა კონკურსი; ინდიანაპოლისში, ინდიანას შტატში 2013 წელს გამართული Indianapolis Matinee Musicale სტიპენდიების კონკურსი; ფლიერის სახელობის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსი ნიუ-პალცში, ნიუ-იორკის შტატში. ასევე American Protege საერთაშორისო კონკურსი 2014 წელს ნიუ-იორკში. 2015 წელს ფინალისტის წოდება მოვიპოვე სიეტლის საერთაშორისო კონკურსში, სიეტლში, ვაშინგტონის შტატში.
- რომელი იყო სიმფონიური ორკესტრი, რომელთან ერთადაც პირველად გამოხვედით?
- პირველად იყო თბილისის სიმფონიური ორკესტრი. ამის მერე, როგორც მოწვეულ არტისტს, ამერიკის სხვადასხვა შტატში ბევრი სოლო კონცერტი მაქვს ჩატარებული სხვადასხვა სიმფონიურ ორკესტრებთან ერთად. გავიხსენებ კონცერტებს, რომელიც ჩავატარე ფლინტის სიმფონიურ ორკესტრთან, კანკაკის სიმფონიურ ორკესტრთან, საუთ-ბენდის სიმფონიურ ორკესტრთან, ჰადსონის სიმფონიურ ორკესტრთან, პლიმუსის სიმფონიურ ორკესტრთან და Symphony of Oak Park and River Forest-თან ერთად.
- ყველაზე გამორჩეული კონცერტი რომელი იყო?
- არ დამავიწყდება დღე, როდესაც წარვდექი ყველა მუსიკოსისთვის საოცნებო „კარგენი ჰოლში“, რომელიც ჩვენთვის, ხელოვანი ადამიანებისთვის ფაქტობრივად ოლიმპოა. ეს იყო 2014 წელს, როდესაც კარნეგი ჰოლში (Weill Recital Hall) გამოვედი. სოლო კონცერტები მქონდა ჰესის სამემორიალო კონცერტების ციკლში, ასევე PianoForte Foundation-ში. მონაწილეობა მივიღე ჩიგაკოს ცნობილი რადიოს WFMT-ის პირდაპირ ეთერში გამართულ მარათონში.
- კომპაქტ-დისკი როდის გამოეცით?
- 2017 წელს Blue Griffin-ის ჩამწერ კომპანიაში გამოიცა ჩემი კომპაქტ-დისკი სახელწოდებით The Chase. დისკის სახელწოდება The Chase ქართულად დევნას ნიშნავს და კომპოზიტორ ბარტოკის პიესის სახელწოდებაა, რაც ტექნიკურად ურთულესი შესასრულებელია.
- თუ შეიძლება, ოჯახზე მოგვიყევით, და თავისუფალ დროს როგორ ატარებთ?
- ჩემი მეუღლე ჯერემი უილიამი გავიცანი ინდიანას უნივერსიტეტში, სადაც ვსწავლობდი. ისიც მუსიკოსია, თუმცა სხვა ჟანრის და მის მიმართ პირველი შეხვედრისთანავე განსაკუთრებული გრძნობა გამიჩნდა. არაჩვეულებრივი პიროვნებაა და საოცარი იუმორის გრძნობა აქვს. ასევე შესანიშნავი მზარეულია. ძალიან მეხმარება და ხელს მიწყობს ყველანაირად. მისი დიდი სურვილია, რომ კიდევ უფრო დიდ წარმატებებს მივაღწიო. თავისუფალ დროს მეგობრებთან ერთად ვატარებ, მიყვარს ბარში ან რესტორანში მათთან ერთად ყოფნა. ასევე ძალიან მიყვარს ქალაქგარეთ გასვლა. ვესწრები სხვადასხვა მუსიკოსების კონცერტებს, ვათვალიერებ არაჩვეულებრივ მუზეუმებს. თუმცა ყოფილა შემთხვევა, რომ სრულიად მარტოს მიხეტიალია ბუნებაში…