https://sputnik-georgia.com/20230412/policiam-ukanono-iaragi-amoigo-16-piri-daakaves-276657750.html
ავტომატები, ვაზნები, ტროტილი, ნარკოტიკები - პოლიციამ 16 პირი დააკავა
ავტომატები, ვაზნები, ტროტილი, ნარკოტიკები - პოლიციამ 16 პირი დააკავა
Sputnik საქართველო
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს შვიდ წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ. 12.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-12T17:41+0400
2023-04-12T17:41+0400
2023-04-12T21:16+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23826/95/238269500_0:108:2048:1260_1920x0_80_0_0_64d3c1f2eea0ff7ba3b906f4937f3f2c.jpg
თბილისი, 12 აპრილი — Sputnik. საქართველოს მასშტაბით ნარკოტიკული საშუალებების, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 16 პირი დააკავეს, ერთი კი ამხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.უწყების ცნობით, დაკავებულთა შორის, რომელთა ასაკიც 30-დან 80 წლამდეა, ერთი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.სავარაუდო დამნაშავეთა დაკავების ოპერაცია თბილისში, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, გურიის, სამეგრელოს, იმერეთის და კახეთის რეგიონებში ჩატარდა. აღნიშნულ პირთა შორის წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი პირებიც არიან.უწყების ცნობით, დაკავებულთა პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და ავტომანქანების ჩხრეკის შედეგად სულ ამოღებულია: 9 პისტოლეტი, 2 რევოლვერი, 3 ავტომატი, კარაბინი, შაშხანა, 8 მჭიდი, სხვადასხვა ტიპის იარაღისთვის განკუთვნილი 1860 ვაზნა, ასაფეთქებელი ნივთიერება ტროტილი, Ф-1 ტიპის ხელყუმბარის კორპუსები სასკდომი მუხტით, 4 ამფეთქი ფალია, 2 გადაჭრილი სანადირო თოფი, ასევე, ნარკოტიკული საშუალებები.დანაშაულები 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით, ასევე, 260-ე მუხლით მიმდინარეობს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23826/95/238269500_113:0:1936:1367_1920x0_80_0_0_3d946370300a26ad24fd79e561eaa806.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
ავტომატები, ვაზნები, ტროტილი, ნარკოტიკები - პოლიციამ 16 პირი დააკავა
17:41 12.04.2023 (განახლებულია: 21:16 12.04.2023) ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს შვიდ წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ.
თბილისი, 12 აპრილი — Sputnik. საქართველოს მასშტაბით ნარკოტიკული საშუალებების, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 16 პირი დააკავეს, ერთი კი ამხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების
ცნობით, დაკავებულთა შორის, რომელთა ასაკიც 30-დან 80 წლამდეა, ერთი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
სავარაუდო დამნაშავეთა დაკავების ოპერაცია თბილისში, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, გურიის, სამეგრელოს, იმერეთის და კახეთის რეგიონებში ჩატარდა. აღნიშნულ პირთა შორის წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი პირებიც არიან.
უწყების ცნობით, დაკავებულთა პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და ავტომანქანების ჩხრეკის შედეგად სულ ამოღებულია: 9 პისტოლეტი, 2 რევოლვერი, 3 ავტომატი, კარაბინი, შაშხანა, 8 მჭიდი, სხვადასხვა ტიპის იარაღისთვის განკუთვნილი 1860 ვაზნა, ასაფეთქებელი ნივთიერება ტროტილი, Ф-1 ტიპის ხელყუმბარის კორპუსები სასკდომი მუხტით, 4 ამფეთქი ფალია, 2 გადაჭრილი სანადირო თოფი, ასევე, ნარკოტიკული საშუალებები.
დანაშაულები 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით, ასევე, 260-ე მუხლით მიმდინარეობს.