https://sputnik-georgia.com/20230412/es-ar-aris-cveni-saqme-saxalxo-damcveli-kezerasviltan-dakavsirebul-skandalze-276679174.html
„ეს არ არის ჩვენი საქმე“ - სახალხო დამცველი კეზერაშვილთან დაკავშირებულ სკანდალზე
„ეს არ არის ჩვენი საქმე“ - სახალხო დამცველი კეზერაშვილთან დაკავშირებულ სკანდალზე
Sputnik საქართველო
ВВС-მ გამოაქვეყნა გამოძიების მასალები, სადაც საუბარია კეზერაშვილის ჩართულობაზე საერთაშორისო თაღლითურ სქემაში. 12.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-12T19:50+0400
2023-04-12T19:50+0400
2023-04-17T15:23+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
გახმაურებული სასამართლო პროცესები
საქართველოს სახალხო დამცველი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/07/275533291_0:8:1750:992_1920x0_80_0_0_89932c9765fabbffe4a4e8bc28d93079.jpg
თბილისი, 12 აპრილი – Sputnik. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი ვერ მოითხოვს ვინმეს დასჯას ან გამართლებას – ასე უპასუხა ომბუდსმენმა ლევან იოსელიანმა თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის შესახებ დასმულ შეკითხვას.ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაცია BBC-ს ჟურნალისტური გამოძიების მასალებში ნათქვამია, რომ საერთაშორისო თაღლითური სქემის უკან კეზერაშვილი დგას. გამოცემა აქვეყნებს მტკიცებულებებს და აუდიოჩანაწერებს, თუ როგორ ძარცვავდნენ ევროპელ პენსიონერებს ე.წ. ქოლ-ცენტრები.ახალი სკანდალი: რაში ხარჯავს საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი ევროპაში მოპარულ ფულს >>ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, თავდაპირველად თაღლითები ტელეფონით უკავშირდებოდნენ მოქალაქეებს და შემოსავლის იოლად მიღების გზებს სთავაზობდნენ, საბოლოო ჯამში კი მათ საკრედიტო ბარათების მონაცემებს ართმევდნენ და ძარცვავდნენ. გამოცემის ცნობით, ამგვარ თაღლითურ სქემაში ფიგურირებს 125 კომპანია, მათ შორის საქართველოში მოქმედი კრიპტოვალუტით მოვაჭრე ფირმა Solo Capitals.არსებობს კანონით გათვალისწინებული, განსაზღვრული მანდატი, თუ რისი გაკეთება შეუძლია და რისი გაკეთება არ შეუძლია სახალხო დამცველის აპარატს, განაცხადა იოსელიანმა.მისი თქმით, მიმართვის შემთხვევაში გადაწყვეტილებას მიიღებენ იმის მიხედვით, თუ რამდენად იქნება ეს შესაბამისობაში სახალხო დამცველის მანდატთან.„თუ მომართვა იქნება და დავინახავთ, რომ ჩვენი ფუნქცია არის ამაში, მონაწილეობას მივიღებთ, თუ არ იქნება ჩვენი მანდატის ფარგლებში, ვერ ჩავერთვებით", – განაცხადა იოსელიანმა.მმართველ პარტიაში უკვე დიდი ხანია აცხადებენ, რომ ოპოზიციურ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ კეზერაშვილი აფინანსებს და მას ოლიგარქად მოიხსენიებენ.კეზერაშვილმა, რომელიც საქართველოში დიდი ხანია არ ჩამოსულა, 2019 წელს ტელეარხი „ფორმულა" დააარსა. ეს არხი ერთ-ერთია სამი ახალი ტელეკომპანიიდან, რომლებიც ქვეყნის ხელისუფლებას მკვეთრად აკრიტიკებენ. მმართველი პარტია მათ „ნაცმოძრაობის“ პრეს-სამსახურს უწოდებს.2021 წელს კეზერაშვილი უზენაესმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო 5 მილიონი ევროს გაფლანგვის საქმეზე (ე.წ. წვრთნების საქმე) და დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა. მანამდე ორი ინსტანციის სასამართლომ ის გაამართლა. მის წინააღმდეგ განიხილება კიდევ ორი საქმე – 2007 წლის 7 ნოემბერს აქციის დარბევისა და ბიზნესმენებისთვის (მამა-შვილი თამაზ და ზურაბ ნიჟარაძეები) ქონების გამოძალვის საქმე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/07/275533291_59:0:1616:1168_1920x0_80_0_0_f8d03a1b2468e9dcc2507362eeffc566.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, გახმაურებული სასამართლო პროცესები, საქართველოს სახალხო დამცველი
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, გახმაურებული სასამართლო პროცესები, საქართველოს სახალხო დამცველი
„ეს არ არის ჩვენი საქმე“ - სახალხო დამცველი კეზერაშვილთან დაკავშირებულ სკანდალზე
19:50 12.04.2023 (განახლებულია: 15:23 17.04.2023) ВВС-მ გამოაქვეყნა გამოძიების მასალები, სადაც საუბარია კეზერაშვილის ჩართულობაზე საერთაშორისო თაღლითურ სქემაში.
თბილისი, 12 აპრილი – Sputnik. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი ვერ მოითხოვს ვინმეს დასჯას ან გამართლებას – ასე უპასუხა ომბუდსმენმა ლევან იოსელიანმა თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის შესახებ დასმულ შეკითხვას.
ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაცია BBC-ს ჟურნალისტური გამოძიების მასალებში ნათქვამია, რომ საერთაშორისო თაღლითური სქემის უკან კეზერაშვილი დგას. გამოცემა აქვეყნებს მტკიცებულებებს და აუდიოჩანაწერებს, თუ როგორ ძარცვავდნენ ევროპელ პენსიონერებს ე.წ. ქოლ-ცენტრები.
ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, თავდაპირველად თაღლითები ტელეფონით უკავშირდებოდნენ მოქალაქეებს და შემოსავლის იოლად მიღების გზებს სთავაზობდნენ, საბოლოო ჯამში კი მათ საკრედიტო ბარათების მონაცემებს ართმევდნენ და ძარცვავდნენ. გამოცემის ცნობით, ამგვარ თაღლითურ სქემაში ფიგურირებს 125 კომპანია, მათ შორის საქართველოში მოქმედი კრიპტოვალუტით მოვაჭრე ფირმა Solo Capitals.
„ჩვენ შეგვიძლია მონიტორინგი გავაკეთოთ სასამართლოზე საპროცესო დარღვევების მიმართულებით, მაგრამ ჩვენ ვერ ვიქნებით ვერავის ადვოკატი და ვერ მოვითხოვთ ვინმეს დასჯას ან გამართლებას. ეს არ არის ჩვენი საქმე“, – განუცხადა ჟურნალისტებს იოსელიანმა.
არსებობს კანონით გათვალისწინებული, განსაზღვრული მანდატი, თუ რისი გაკეთება შეუძლია და რისი გაკეთება არ შეუძლია სახალხო დამცველის აპარატს, განაცხადა იოსელიანმა.
მისი თქმით, მიმართვის შემთხვევაში გადაწყვეტილებას მიიღებენ იმის მიხედვით, თუ რამდენად იქნება ეს შესაბამისობაში სახალხო დამცველის მანდატთან.
„თუ მომართვა იქნება და დავინახავთ, რომ ჩვენი ფუნქცია არის ამაში, მონაწილეობას მივიღებთ, თუ არ იქნება ჩვენი მანდატის ფარგლებში, ვერ ჩავერთვებით", – განაცხადა იოსელიანმა.
მმართველ პარტიაში უკვე დიდი ხანია აცხადებენ, რომ ოპოზიციურ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ კეზერაშვილი აფინანსებს და მას ოლიგარქად მოიხსენიებენ.
კეზერაშვილმა, რომელიც საქართველოში დიდი ხანია არ ჩამოსულა, 2019 წელს ტელეარხი „ფორმულა" დააარსა. ეს არხი ერთ-ერთია სამი ახალი ტელეკომპანიიდან, რომლებიც ქვეყნის ხელისუფლებას მკვეთრად აკრიტიკებენ. მმართველი პარტია მათ „ნაცმოძრაობის“ პრეს-სამსახურს უწოდებს.
2021 წელს კეზერაშვილი უზენაესმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო 5 მილიონი ევროს გაფლანგვის საქმეზე (ე.წ. წვრთნების საქმე) და დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა. მანამდე ორი ინსტანციის სასამართლომ ის გაამართლა. მის წინააღმდეგ განიხილება კიდევ ორი საქმე – 2007 წლის 7 ნოემბერს აქციის დარბევისა და ბიზნესმენებისთვის (მამა-შვილი თამაზ და ზურაბ ნიჟარაძეები) ქონების გამოძალვის საქმე.