https://sputnik-georgia.com/20230411/xelovnuri-inteleqti-chatgpt-276614356.html
ხელოვნურმა ინტელექტმა რუსეთ-უკრაინის ზავის პირობები შეადგინა: წერილები პრეზიდენტებს
ხელოვნურმა ინტელექტმა რუსეთ-უკრაინის ზავის პირობები შეადგინა: წერილები პრეზიდენტებს
Sputnik საქართველო
თბილისი, 11 აპრილი — Sputnik. ხელოვნურმა ინტელექტმა ChatGPT გერმანული გამოცემა Berliner Zeitung-ის დაკვეთით რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის მოგვარების გეგმა შეადგინა... 11.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-11T11:00+0400
2023-04-11T11:00+0400
2023-07-20T15:50+0400
მსოფლიო დღეს
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
გერმანია
პოლიტიკა
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/09/251113727_3:0:1919:1078_1920x0_80_0_0_3544a7bc0e4b148280b72ea57786d993.jpg
თბილისი, 11 აპრილი — Sputnik. ხელოვნურმა ინტელექტმა ChatGPT გერმანული გამოცემა Berliner Zeitung-ის დაკვეთით რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის მოგვარების გეგმა შეადგინა და სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები ჩამოაყალიბა.როგორც გამოცემა წერს, ChatGPT-მ პირველ რიგში მიიღო დავალება, მოერგო გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის როლი და მისი სახელით წერილები შეედგინა როგორც ვლადიმირ პუტინის, ისე ვოლოდიმირ ზელენსკისადმი. აღნიშნული გზავნილებით ჩატბოტს პრეზიდენტები ცეცხლის შეწყვეტისა და ზავის გაფორმების აუცილებლობაში უნდა დაერწმუნებინა.რუსეთის პრეზიდენტისადმი გზავნილში ChatGPT წერდა, რომ გერმანია ცნობს რუსეთის კანონიერ ინტერესებს უსაფრთხოების სფეროში, თუმცა „უკრაინასთან ომი არა მარტო ჰუმანიტარულ და ეკონომიკურ ზიანს აყენებს რუსეთს, არამედ ასუსტებს მის გეოპოლიტიკურ პოზიციებს და აძლიერებს დაძაბულობას სხვა ქვეყნებთან ურთიერთობაში“.რაც შეეხება ვოლოდიმირ ზელენსკისადმი გზავნილს, ChatGPT წერდა, რომ გერმანია აცნობიერებს უკრაინის სუვერენიტეტისთვის გეოპოლიტიკურ გამოწვევებსა და საფრთხეებს და მხარს უჭერს პრეზიდენტსა და უკრაინელ ხალხს ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში.ამის შემდეგ ხელოვნურ ინტელექტს დაევალა მოერგო დამოუკიდებელი ლიდერის როლი და ზავის პროექტი შეედგინა, რომელიც ორივე მხრიდან გარკვეულ კომპრომისებს გაითვალისწინებდა.ChatGPT-ის საზავო ხელშეკრულება, რომელიც რვა პუნქტისა და რამდენიმე ქვეპუნქტისგან შედგება, გულისხმობს:აღსანიშნავია, რომ ChatGPT კომპანია OpenAI-ს ეკუთვნის, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი ილონ მასკია. ის 2022 წლის ნოემბრის ბოლოს ამოქმედდა და პოპულარობა ერთ კვირაზე ნაკლებ დროში მოიპოვა. რამდენიმე დღეში ჩატბოტის მომხმარებელთა რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა. გაჩნდა მოსაზრება, რომ ChatGPT-ს თავისუფლად შეუძლია არენიდან განდევნოს პროფესიონალი მწერლები და საფრთხეც კი შეუქმნას Google-ის ძირითად საძიებო ბიზნესს.
გერმანია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/09/251113727_242:0:1679:1078_1920x0_80_0_0_517fe1a48ba8d39d84ff507cec7391a7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, გერმანია , პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, გერმანია , პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 11 აპრილი — Sputnik. ხელოვნურმა ინტელექტმა ChatGPT გერმანული გამოცემა
Berliner Zeitung-ის დაკვეთით რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის მოგვარების გეგმა შეადგინა და სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები ჩამოაყალიბა.
როგორც გამოცემა წერს, ChatGPT-მ პირველ რიგში მიიღო დავალება, მოერგო გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის როლი და მისი სახელით წერილები შეედგინა როგორც ვლადიმირ პუტინის, ისე ვოლოდიმირ ზელენსკისადმი. აღნიშნული გზავნილებით ჩატბოტს პრეზიდენტები ცეცხლის შეწყვეტისა და ზავის გაფორმების აუცილებლობაში უნდა დაერწმუნებინა.
რუსეთის პრეზიდენტისადმი გზავნილში ChatGPT წერდა, რომ გერმანია ცნობს რუსეთის კანონიერ ინტერესებს უსაფრთხოების სფეროში, თუმცა „უკრაინასთან ომი არა მარტო ჰუმანიტარულ და ეკონომიკურ ზიანს აყენებს რუსეთს, არამედ ასუსტებს მის გეოპოლიტიკურ პოზიციებს და აძლიერებს დაძაბულობას სხვა ქვეყნებთან ურთიერთობაში“.
„ჩვენ დაჟინებით გირჩევთ, გადადგათ რთული, მაგრამ აუცილებელი ნაბიჯი, რათა ცეცხლის შეწყვეტა და სამშვიდობო მოლაპარაკებები უზრუნველყოთ“, — ნათქვამია ხელოვნური ინტელექტის წერილში.
რაც შეეხება ვოლოდიმირ ზელენსკისადმი გზავნილს, ChatGPT წერდა, რომ გერმანია აცნობიერებს უკრაინის სუვერენიტეტისთვის გეოპოლიტიკურ გამოწვევებსა და საფრთხეებს და მხარს უჭერს პრეზიდენტსა და უკრაინელ ხალხს ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში.
„მოგიწოდებთ მიიღოთ არცთუ მარტივი გადაწყვეტილება უკრაინელი ხალხის საკეთილდღეოდ. ცეცხლის შეწყვეტა და სამშვიდობო მოლაპარაკებები შესაძლოა მტკივნეული მოგეჩვენოთ ახლო პერსპექტივაში, მაგრამ ეს ერთადერთი გზაა, რომელიც უკრაინის გრძელვადიან უსაფრთხოებასა და სტაბილურობას უზრუნველყოფს“, — ნათქვამია წერილში.
ამის შემდეგ ხელოვნურ ინტელექტს დაევალა მოერგო დამოუკიდებელი ლიდერის როლი და ზავის პროექტი შეედგინა, რომელიც ორივე მხრიდან გარკვეულ კომპრომისებს გაითვალისწინებდა.
ChatGPT-ის საზავო ხელშეკრულება, რომელიც რვა პუნქტისა და რამდენიმე ქვეპუნქტისგან შედგება, გულისხმობს:
ცეცხლის დაუყოვნებელ შეწყვეტასა და ჯარების 2022 წლის თებერვლის, ანუ ომამდელ პოზიციებზე დაბრუნებას;
დემილიტირებული ზონის შექმნას, რომლის ზუსტ საზღვრებსაც ორი ქვეყნის წარმომადგენლებისა და ნეიტრალური ექსპერტებისგან შემდგარი კომისია დაადგენს;
დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებისთვის ავტონომიების სტატუსის მინიჭებას უკრაინის შემადგენლობაში;
ურთიერთობების ნორმალიზებას და დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა/დამყარებას და ა.შ.
აღსანიშნავია, რომ ChatGPT კომპანია OpenAI-ს ეკუთვნის, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი ილონ მასკია. ის 2022 წლის ნოემბრის ბოლოს ამოქმედდა და პოპულარობა ერთ კვირაზე ნაკლებ დროში მოიპოვა. რამდენიმე დღეში ჩატბოტის მომხმარებელთა რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა. გაჩნდა მოსაზრება, რომ ChatGPT-ს თავისუფლად შეუძლია არენიდან განდევნოს პროფესიონალი მწერლები და საფრთხეც კი შეუქმნას Google-ის ძირითად საძიებო ბიზნესს.