უფლება აქვს, მაგრამ წვდომა - არა: ივანიშვილი სასამართლოს წერილობით გადაწყვეტილებას ელოდება

© courtesy of Georgian Dreamბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 11.04.2023
გამოწერა
გერნსის კუნძულის იურისდიქციაში არსებული ტრასტის მართვის ქვეშაა ივანიშვილის იმ თანხის ძირითადი ნაწილი, რომელიც მან Credit Suisse-დან სხვა ბანკში მას შემდეგ გადაიტანა, რაც თაღლითობის მსხვერპლი გახდა
თბილისი, 11 აპრილი – Sputnik. სასამართლომ საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს მისცა წვდომა მის ფულზე, რასაც უკვე ერთი წელია უზღუდავდა Credit Suisse-ის ტრასტი, მაგრამ სასამართლოს გადაწყვეტილება ჯერ არ არის ამოქმედებული, წერს მილიარდერის ადვოკატი ლაშა კალანდაძე.
გერნსის კუნძულის იურისდიქციაში არსებული ტრასტის მართვის ქვეშაა ივანიშვილის იმ თანხის ძირითადი ნაწილი, რომელიც მან Credit Suisse-დან სხვა ბანკში გადაიტანა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც 2015 წელს ივანიშვილმა აღმოაჩინა, რომ მისი ანგარიშიდან თაღლითობის შედეგად 400 მილიონი დოლარი გაქრა.
„ფაქტიურად, გამოდის, რომ სასამართლო გადაწყვეტილებით აღსდგა წვდომა აქტივების, მათ შორის, ფულადი სახსრების დიდ ნაწილზე, თუმცა იმის გამო, რომ გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ არის წერილობითი ფორმით ჩამოყალიბებული, ვერ ხერხდება სასამართლო გადაწყვეტილებით მინიჭებული უფლების, აქტივებზე წვდომის, პრაქტიკული რეალიზება“, - აღნიშნა კალანდაძემ.
მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილმა დარჩენილი თანხა სხვა ბანკში გადაიტანა, ამ თანხების მართვა, Credit Suisse-ის რეკომენდაციით, სწორედ მის ტრასტებს მიანდო.
ტრასტებმა ივანიშვილს მის საკუთარ თანხებზე ხელმისაწვდომობა 2022 წლის მარტიდან, უკრაინაში კონფლიქტის დაწყებიდან შეუზღუდეს. რამდენიმე თვის წინ ივანიშვილმა მიაღწია იმას, რომ მეორე, სინგაპურის იურისდიქციაში არსებულმა ტრასტმა მას თანხები დაუბრუნა.
ივანიშვილის ინტერესების დამცველ საადვოკატო კანტორაში მიაჩნიათ, რომ ის Credit Suisse-ს ხელმძღვანელობის მხრიდან ღია პოლიტიკური შანტაჟის მსხვერპლი გახდა. გარდა ამისა, ექს-პრემიერის ადვოკატების თქმით, Credit Suisse-ის მენეჯმენტის ყველა ქმედება მიუთითებს იმაზე, რომ ადგილი აქვს ბანკის და შვეიცარიის მთელი საბანკო სისტემის რეპუტაციის მიზანმიმართულ განადგურებას.

დავა გერნსის ტრასტთან

ერთი წლის განმავლობაში Credit Suisse-ს ტრასტმა, რომელიც გერნსის კუნძულის იურისდიქციაში მოქმედებდა, თანხების გადარიცხვაზე უარის მიზეზების დიდი ჩამონათალი წარადგინა.
ტრანზაქციების დაგვიანებასთან დაკავშირებული პრობლემები დაიწყო უკრაინაში კონფლიქტის დაწყების შემდეგ, მიზეზად კი „აღმოსავლეთ ევროპაში მიმდინარე გეოპოლიტიკური მოვლენები“ დასახელდა.
ტრასტი ორი თვის განმავლობაში აღნიშნული მიზეზით უარს ამბობდა თანხების გადმორიცხვაზე.
შემდეგ ტრასტმა, თანხა რომ არ გადმოერიცხა, ახალი საბაბი, ევროპარლამენტის 2022 წლის ივნისის რეზოლუცია, მოიმიზეზა, მიუხედავად იმისა, რომ მისთვის ცნობილი იყო, რომ ევროპულ საბჭოს არ ჰქონდა რეზოლუცია გაზიარებული და არ დაუწესებია სანქციები ივანიშვილის წინააღმდეგ.
ადვოკატის თქმით, აშკარა იყო, რომ ტრასტი ცდილობდა, არ შეესრულებია ნაკისრი ვალდებულება. აღნიშნულის გამო მოსარჩელეთა მხრიდან მიღებული იქნა გადაწყვეტილება ტრასტის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით, სასამართლოსთვის მიმართვის გზით. ბენეფიციარების მოთხოვნის მიუხედავად, ტრასტისგან უარი მიიღეს. ტრასტმა შესთავაზა მათ, მიემართათ სასამართლოსთვის.
ივანიშვილი სწორედ ასე მოიქცა. საქმის განხილვა დაინიშნა 2022 წლის სექტემბერში, მაგრამ სხდომები გადაიდო არაერთხელ (ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერი და 2023 წლის მარტი). საქმის არსებითი განხილვა დასრულდა 2023 წლის 20 მარტს.
საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით, მსგავს შემთხვევებში იმართება ერთდღიანი სასამართლო პროცესი, მაგრამ ტრასტი ყველანაირად ცდილობდა საქმის განხილვის გაჭიანურებას.
„ჩვენი ადგილობრივი ადვოკატები (გერნსის კუნძული) ფიქრობდნენ, რომ საქმის განხილვა ტრასტის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით დასრულდებოდა ერთ დღეში, თუმცა მათი იმედები არ გამართლდა. შემდეგ ელოდებოდნენ, რომ სასამართლო გადაწყვეტილება წერილობითი ფორმით ხელმისაწვდომი იქნებოდა რამდენიმე დღის განმავლობაში, თუმცა მოლოდინი ამ მიმართულებითაც გაუცრუვდათ“, - აღნიშნა კალანდაძემ.
მისი თქმით, ადვოკატებს რჩებათ შთაბეჭდილება, რომ როგორც ხდებოდა ხელოვნურად საქმის განხილვის გაჭიანურება, ისე ხდება პროცედურების დაბრკოლება გადაწყვეტილების წერილობითი ფორმით ჩამოყალიბების მიმართულებითაც.

რა მოხდა წარსულში

როგორც აღმოჩნდა, ყველაფერი ჯერ კიდევ 15 წლის წინ დაიწყო.
შვეიცარიის საფინანსო ბაზრის ოპერაციების ზედამხედველობის სამმართველოს (FINMA) ანგარიშის მიხედვით, ივანიშვილის ანგარიშებზე მასიური თავდასხმა 2008-2015 წლებში განხორციელდა - მისი ხელმოწერები იყო გაყალბებული, ხორციელდებოდა არაავტორიზებული, ყოველგვარ ფინანსურ და ეკონომიკურ ლოგიკას მოკლებული გადარიცხვები, და აშკარა უკანონო ინვესტიციები.
ამ ყველაფრის შესახებ ბანკის აუდიტის სისტემას განგაშის ზარი ჰქონდა ატეხილი და მხოლოდ ერთი ტიპის დარღვევაზე 135 შეტყობინება (ე.წ. „წითელი დროშა“) გაუგზავნა ბანკის მენეჯმენტს, მაგრამ დანაშაულის აღკვეთის ნაცვლად დამნაშავეებს პრემიებით და ბონუსებით ახალისებდნენ, აღნიშნეს საადვოკატო კანტორაში.
ამ ყველაფრის შესახებ ბანკის აუდიტის სისტემას განგაშის ზარი ჰქონდა ატეხილი და მხოლოდ ერთი ტიპის დარღვევაზე 135 შეტყობინება (ე.წ. „წითელი დროშა“) გაუგზავნა ბანკის მენეჯმენტს, მაგრამ დანაშაულის აღკვეთის ნაცვლად დამნაშავეებს პრემიებით და ბონუსებით ახალისებდნენ, აღნიშნეს საადვოკატო კანტორა MKD Law-ში, რომელიც ბოლო დრომდე იცავდა ივანიშვილის ინტერესებს.
Credit Suisse-ის ტრასტი ივანიშვილის დაუბადებელ შთამომავლებზე ზრუნავს >>
შედეგად, თაღლითობაში Credit Suisse-ის მენეჯერი პატრის ლესკოდრონი დაადანაშაულეს. მან აღიარა, რომ კლიენტების მიერ მისი მცდარი საინვესტიციო გადაწყვეტილებების შედეგად მიყენებულ ზარალს მალულად ფარავდა სხვა კლიენტების ანგარიშებიდან მოხსნილი თანხებით. თავად Credit Suisse-მა განაცხადა, რომ მან არ იცოდა თავისი მენეჯერის ქმედებების შესახებ.
2018 წელს ლესკოდრონს მიესაჯა ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა, მაგრამ ის ვადაზე ადრე გაათავისუფლეს. 2020 წელს, სამოქალაქო დავების არსებითი განხილვების დაწყებამდე, ლესკოდრონმა თავი მოიკლა.
ყველა ახალი ამბავი
0