https://sputnik-georgia.com/20230411/ioseliani-mosamartleebze-ashsh-gadawyvetileba-evrointegraciis-process-gaartulebs-276634379.html
იოსელიანი: მოსამართლეების თაობაზე აშშ-ის გადაწყვეტილება ევროინტეგრაციის პროცესს გაართულებს
იოსელიანი: მოსამართლეების თაობაზე აშშ-ის გადაწყვეტილება ევროინტეგრაციის პროცესს გაართულებს
Sputnik საქართველო
საქართველო ევროკომისიის შუალედურ შეფასებას ზაფხულში ელოდება, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მისაღებად – წლის ბოლოს. 11.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-11T17:50+0400
2023-04-11T17:50+0400
2023-04-11T21:52+0400
საქართველო
პოლიტიკა
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს სახალხო დამცველი
აშშ-ის სანქციები ქართველი მოსამართლეების წინააღმდეგ
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/07/275531408_0:0:1920:1080_1920x0_80_0_0_353459d1d0fad8c7b6772ee27842a72e.jpg
თბილისი, 11 აპრილი — Sputnik. აშშ-ის გადაწყვეტილება რამდენიმე ქართველი მოსამართლისთვის სავიზო შეზღუდვის დაწესების შესახებ კიდევ უფრო გაართულებს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესს, განაცხადა სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა.5 აპრილს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სავიზო შეზღუდვები დაუწესა სამ მოქმედ მოსამართლეს – მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს და ირაკლი შენგელიას და ყოფილ მოსამართლე ვალერიან ცერცვაძეს „მნიშვნელოვან კორუფციაში მონაწილეობისთვის".„ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების თვალსაზრისით, დასანქცირებული მოსამართლეებით ეს პროცესი კიდევ უფრო გართულდება. ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ სასამართლოში გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები იმისთვის, რათა რეკომენდაციები, რომელიც სასამართლოსთან დაკავშირებით არის გაცემული, სრულყოფილად შესრულდეს და ამ რეკომენდაციების შესრულება კითხვის ნიშნებს არ ტოვებდეს“, – განაცხადა იოსელიანმა.2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და ა.შ.„ეს იყო სიურპრიზი“ - პრემიერ-მინისტრი მოსამართლეების შესახებ აშშ-ის გადაწყვეტილებაზე>>>საქართველო ევროკომისიის შუალედურ შეფასებას ზაფხულში ელოდება, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მისაღებად – წლის ბოლოს.საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამწუხარო და გაუგებარი უწოდა აშშ-ის გადაწყვეტილებას ქართველი მოსამართლეებისთვის სავიზო შეზღუდვის დაწესების შესახებ და აღნიშნა, რომ სუვერენული ქვეყნის დამოუკიდებელ სასამართლოში ნებისმიერი ფორმით ჩარევა მიუღებელია.სკანდალი სასამართლო სისტემაშიქართული ოპოზიცია, მათ შორის ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, წლებია ამტკიცებს, რომ საქართველოში სასამართლო სისტემას მართავს კლანი ლევან მურუსიძის ხელმძღვანელობით და სასამართლო მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ დაკვეთებს ასრულებს.თავის მხრივ, „ქართული ოცნება“ ამტკიცებს, რომ სასამართლო სისტემა საქართველოში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ დამოუკიდებელი გახდა.„ვიზა არ არის მთავარი“ - შენგელია რეპუტაციის აღდგენას აშშ-ის სასამართლოს გზით გეგმავს>>>საქართველოს ხელისუფლებაში გაუგებარი და მიუღებელი უწოდეს მტკიებულებების წარმოდგენის გარეშე ქართველი მოსამართლეების კორუფციაში დადანაშაულებას. საპასუხოდ, აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ბრალდება ეფუძნება საჯაროდ ხელმისაწვდომ ინფორმაციას. „ეს ინფორმაცია და ბრალდებები ცნობილია მრავალი წელია", – განაცხადა დიპლომატმა.თავის მხრივ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენისადმი მიწერილ წერილში იმედი გამოთქვა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი წარმოადგენს შესაბამის მტკიცებულებებს ან გადახედავს თავის გადაწყვეტილებას.როგორც ადრე აშშ-ის საელჩოში აღნიშნეს, მოსამართლეების შესახებ შეგროვებული ინფორმაცია აშშ-ის კანონმდებლობის სტანდარტებით საკმარისია სავიზო შეზღუდვების შემოსაღებად, ხოლო საქართველოში კორუფციის გამოძიება ქართული სამართალდამცველი ორგანოების უფლებამოსილებაა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/07/275531408_227:0:1870:1232_1920x0_80_0_0_ebb6451d4b20293472aacfdb08fe301a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს სახალხო დამცველი, აშშ-ის სანქციები ქართველი მოსამართლეების წინააღმდეგ, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს სახალხო დამცველი, აშშ-ის სანქციები ქართველი მოსამართლეების წინააღმდეგ, ახალი ამბები
იოსელიანი: მოსამართლეების თაობაზე აშშ-ის გადაწყვეტილება ევროინტეგრაციის პროცესს გაართულებს
17:50 11.04.2023 (განახლებულია: 21:52 11.04.2023) საქართველო ევროკომისიის შუალედურ შეფასებას ზაფხულში ელოდება, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მისაღებად – წლის ბოლოს.
თბილისი, 11 აპრილი — Sputnik. აშშ-ის გადაწყვეტილება რამდენიმე ქართველი მოსამართლისთვის სავიზო შეზღუდვის დაწესების შესახებ კიდევ უფრო გაართულებს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესს, განაცხადა სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა.
5 აპრილს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სავიზო შეზღუდვები დაუწესა სამ მოქმედ მოსამართლეს – მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს და ირაკლი შენგელიას და ყოფილ მოსამართლე ვალერიან ცერცვაძეს „მნიშვნელოვან კორუფციაში მონაწილეობისთვის".
„ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების თვალსაზრისით, დასანქცირებული მოსამართლეებით ეს პროცესი კიდევ უფრო გართულდება. ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ სასამართლოში გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები იმისთვის, რათა რეკომენდაციები, რომელიც სასამართლოსთან დაკავშირებით არის გაცემული, სრულყოფილად შესრულდეს და ამ რეკომენდაციების შესრულება კითხვის ნიშნებს არ ტოვებდეს“, – განაცხადა იოსელიანმა.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და ა.შ.
საქართველო ევროკომისიის შუალედურ შეფასებას ზაფხულში ელოდება, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მისაღებად – წლის ბოლოს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამწუხარო და გაუგებარი უწოდა აშშ-ის გადაწყვეტილებას ქართველი მოსამართლეებისთვის სავიზო შეზღუდვის დაწესების შესახებ და აღნიშნა, რომ სუვერენული ქვეყნის დამოუკიდებელ სასამართლოში ნებისმიერი ფორმით ჩარევა მიუღებელია.
სკანდალი სასამართლო სისტემაში
ქართული ოპოზიცია, მათ შორის ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, წლებია ამტკიცებს, რომ საქართველოში სასამართლო სისტემას მართავს კლანი ლევან მურუსიძის ხელმძღვანელობით და სასამართლო მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ დაკვეთებს ასრულებს.
თავის მხრივ, „ქართული ოცნება“ ამტკიცებს, რომ სასამართლო სისტემა საქართველოში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ დამოუკიდებელი გახდა.
საქართველოს ხელისუფლებაში გაუგებარი და მიუღებელი უწოდეს მტკიებულებების წარმოდგენის გარეშე ქართველი მოსამართლეების კორუფციაში დადანაშაულებას. საპასუხოდ, აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ბრალდება ეფუძნება საჯაროდ ხელმისაწვდომ ინფორმაციას. „ეს ინფორმაცია და ბრალდებები ცნობილია მრავალი წელია", – განაცხადა დიპლომატმა.
თავის მხრივ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენისადმი მიწერილ წერილში იმედი გამოთქვა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი წარმოადგენს შესაბამის მტკიცებულებებს ან გადახედავს თავის გადაწყვეტილებას.
როგორც ადრე აშშ-ის საელჩოში აღნიშნეს, მოსამართლეების შესახებ შეგროვებული ინფორმაცია აშშ-ის კანონმდებლობის სტანდარტებით საკმარისია სავიზო შეზღუდვების შემოსაღებად, ხოლო საქართველოში კორუფციის გამოძიება ქართული სამართალდამცველი ორგანოების უფლებამოსილებაა.