https://sputnik-georgia.com/20230410/shengelia-ashsh-viza-mtavari-araa-276591695.html
„ვიზა არ არის მთავარი“ - შენგელია რეპუტაციის აღდგენას აშშ-ის სასამართლოს გზით გეგმავს
„ვიზა არ არის მთავარი“ - შენგელია რეპუტაციის აღდგენას აშშ-ის სასამართლოს გზით გეგმავს
Sputnik საქართველო
ირაკლი შენგელია იმ მოსამართლეთა სიაშია, რომლებსაც აშშ-ის ხელისუფლებამ სავიზო შეზღუდვა დაუწესა. 10.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-10T14:00+0400
2023-04-10T14:00+0400
2023-04-14T17:27+0400
საქართველო
აშშ
აშშ-ის სანქციები ქართველი მოსამართლეების წინააღმდეგ
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/15/252383529_0:160:3073:1888_1920x0_80_0_0_9db25e1550984729a4e5fa9331d43cbc.jpg
თბილისი, 10 აპრილი — Sputnik. მოსამართლე ირაკლი შენგელია აპირებს დაიცვას თავისი პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია ამერიკულ სასამართლოში და გაასაჩივროს ბრალდებები მისი კორუფციაში მონაწილეობის შესახებ.5 აპრილს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სავიზო სანქციები დაუწესა სამ მოქმედ მოსამართლეს – მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ყოფილ მოსამართლე ვალერიან ცერცვაძეს. სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა თავის განცხადებაში ისინი „მნიშვნელოვან კორუფციაში“ დაადანაშაულა.„მინდა ვაცნობო საზოგადოებას, რომ ვიწყებ აქტიურ მოქმედებებს, რათა მივმართო აშშ-ის მართლმსაჯულების შესაბამის ორგანოს და სადავო გავხადო ჩემი სანქცირების შესახებ უპრეცედენტო, აბსოლუტურად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება კორუფციაში ჩაბმის შესახებ უმძიმესი ბრალდებით, რომელიც ჩემი ღირსებისა და რეპუტაციის წინააღმდეგ არის მიმართული“, – დაწერა შენგელიამ სოციალურ ქსელში.მოსამართლე არ აპირებს ,,კორუმპირებულის“ იარლიყთან შეგუებას.„ჩემთვის აშშ-ის ვიზა არ არის მთავარი, შესაძლოა, საერთოდაც აღარასდროს გავემგზავრო იქ. მთავარია ღირსებისა და იმ საქმიანი რეპუტაციის დაცვა, რაც გამაჩნია მთელი ცხოვრების მანძილზე საკუთარი მოვალეობების კეთილსინდისიერად და კვალიფიციურად შესრულების შედეგად“, – აღნიშნა მოსამართლემ.„ქართულ ოცნებაში“ ელოდებიან აშშ-ის პასუხს მოსამართლეების მიმართ დაწესებული სანქციების გამო>>>მისი თქმით, ვინაიდან ადრესატი არის აშშ-ის სასამართლო, სარჩელი უწყებას წარედგინება გარკვეულ დროში, მას შემდეგ, რაც გადაჭრის მისი წარდგენისათვის აუცილებელ ორგანიზაციულ საკითხებს.„დარწმუნებული ვარ, სიმართლე არ დაიკარგება და სრულად აღვიდგენ ჩემს დარღვეულ უფლებებს”, – დაწერა შენგელიამ.ქართული ოპოზიცია, მათ შორის ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ წლებია ამტკიცებს, რომ საქართველოში სასამართლო სისტემას მართავს კლანი ლევან მურუსიძის ხელმძღვანელობით და სასამართლო მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ დაკვეთებს ასრულებს. თავის მხრივ, „ქართული ოცნება“ ამტკიცებს, რომ სასამართლო სისტემა საქართველოში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ დამოუკიდებელი გახდა.ამასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ენტონი ბლინკენისადმი მიწერილ წერილში იმედი გამოთქვა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი წარმოადგენს შესაბამის მტკიცებულებებს ან გადახედავს თავის გადაწყვეტილებას.როგორც ადრე აშშ-ის საელჩოში აღნიშნეს, მოსამართლეების შესახებ შეგროვებული ინფორმაცია აშშ-ის კანონმდებლობის სტანდარტებით საკმარისია სავიზო სანქციების შემოსაღებად, ხოლო საქართველოში კორუფციის გამოძიება ქართული სამართალდამცველი ორგანოების უფლებამოსილებაა.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/15/252383529_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_960c8560954c8a79827be047a44db61a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, აშშ , აშშ-ის სანქციები ქართველი მოსამართლეების წინააღმდეგ, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, აშშ , აშშ-ის სანქციები ქართველი მოსამართლეების წინააღმდეგ, საზოგადოება, ახალი ამბები
„ვიზა არ არის მთავარი“ - შენგელია რეპუტაციის აღდგენას აშშ-ის სასამართლოს გზით გეგმავს
14:00 10.04.2023 (განახლებულია: 17:27 14.04.2023) ირაკლი შენგელია იმ მოსამართლეთა სიაშია, რომლებსაც აშშ-ის ხელისუფლებამ სავიზო შეზღუდვა დაუწესა.
თბილისი, 10 აპრილი — Sputnik. მოსამართლე ირაკლი შენგელია აპირებს დაიცვას თავისი პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია ამერიკულ სასამართლოში და გაასაჩივროს ბრალდებები მისი კორუფციაში მონაწილეობის შესახებ.
5 აპრილს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სავიზო სანქციები დაუწესა სამ მოქმედ მოსამართლეს – მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ყოფილ მოსამართლე ვალერიან ცერცვაძეს. სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა თავის განცხადებაში ისინი „მნიშვნელოვან კორუფციაში“ დაადანაშაულა.
„მინდა ვაცნობო საზოგადოებას, რომ ვიწყებ აქტიურ მოქმედებებს, რათა მივმართო აშშ-ის მართლმსაჯულების შესაბამის ორგანოს და სადავო გავხადო ჩემი სანქცირების შესახებ უპრეცედენტო, აბსოლუტურად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება კორუფციაში ჩაბმის შესახებ უმძიმესი ბრალდებით, რომელიც ჩემი ღირსებისა და რეპუტაციის წინააღმდეგ არის მიმართული“, – დაწერა შენგელიამ სოციალურ ქსელში.
მოსამართლე არ აპირებს ,,კორუმპირებულის“ იარლიყთან შეგუებას.
„ჩემთვის აშშ-ის ვიზა არ არის მთავარი, შესაძლოა, საერთოდაც აღარასდროს გავემგზავრო იქ. მთავარია ღირსებისა და იმ საქმიანი რეპუტაციის დაცვა, რაც გამაჩნია მთელი ცხოვრების მანძილზე საკუთარი მოვალეობების კეთილსინდისიერად და კვალიფიციურად შესრულების შედეგად“, – აღნიშნა მოსამართლემ.
მისი თქმით, ვინაიდან ადრესატი არის აშშ-ის სასამართლო, სარჩელი უწყებას წარედგინება გარკვეულ დროში, მას შემდეგ, რაც გადაჭრის მისი წარდგენისათვის აუცილებელ ორგანიზაციულ საკითხებს.
„დარწმუნებული ვარ, სიმართლე არ დაიკარგება და სრულად აღვიდგენ ჩემს დარღვეულ უფლებებს”, – დაწერა შენგელიამ.
ქართული ოპოზიცია, მათ შორის ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ წლებია ამტკიცებს, რომ საქართველოში სასამართლო სისტემას მართავს კლანი ლევან მურუსიძის ხელმძღვანელობით და სასამართლო მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ დაკვეთებს ასრულებს. თავის მხრივ, „ქართული ოცნება“ ამტკიცებს, რომ სასამართლო სისტემა საქართველოში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ დამოუკიდებელი გახდა.
ამასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ენტონი ბლინკენისადმი მიწერილ წერილში იმედი გამოთქვა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი წარმოადგენს შესაბამის მტკიცებულებებს ან გადახედავს თავის გადაწყვეტილებას.
როგორც ადრე აშშ-ის საელჩოში აღნიშნეს, მოსამართლეების შესახებ შეგროვებული ინფორმაცია აშშ-ის კანონმდებლობის სტანდარტებით საკმარისია სავიზო სანქციების შემოსაღებად, ხოლო საქართველოში კორუფციის გამოძიება ქართული სამართალდამცველი ორგანოების უფლებამოსილებაა.