https://sputnik-georgia.com/20230410/saqartvelos-xelisufleba-organizebul-danasaultan-brzolas-azlierebs-276607148.html
საქართველოს ხელისუფლება ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლას აძლიერებს
საქართველოს ხელისუფლება ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლას აძლიერებს
Sputnik საქართველო
მთავრობის მიერ შემუშავებული ღონისძიებები ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სისტემური გაძლიერებისთვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს, ნათქვამია... 10.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-10T22:21+0400
2023-04-10T22:21+0400
2023-04-10T23:13+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს მთავრობა
კრიმინალი საქართველოში
ბრძოლა ნარკოდანაშაულთან
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0b/251141571_0:161:3069:1887_1920x0_80_0_0_4f0fe7b9b02e0fbc7b36823a032d4618.jpg
თბილისი, 10 აპრილი – Sputnik. ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის 2021-2024 წლების ეროვნული სტრატეგიის 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმა განიხილეს მინისტრთა კაბინეტის წევრებმა მთავრობის სხდომაზე, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უძღვებოდა.როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გეგმაში გათვალისწინებულია ევროკომისიის 12-პუნქტიანი რეკომენდაციის შესრულების მიზნით საქართველოს პარლამენტში ჩამოყალიბებული სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავებული წინადადებები.2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და ა.შ.საქართველო ევროკომისიის შუალედურ შეფასებას ზაფხულში ელოდება, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მისაღებად – წლის ბოლოს.წყარო - საქართველოს მთავრობის პრესსამსახური
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0b/251141571_168:0:2899:2048_1920x0_80_0_0_626ddde3d04db3458ebf9a71184ad520.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს მთავრობა , კრიმინალი საქართველოში, ბრძოლა ნარკოდანაშაულთან
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს მთავრობა , კრიმინალი საქართველოში, ბრძოლა ნარკოდანაშაულთან
საქართველოს ხელისუფლება ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლას აძლიერებს
22:21 10.04.2023 (განახლებულია: 23:13 10.04.2023) მთავრობის მიერ შემუშავებული ღონისძიებები ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სისტემური გაძლიერებისთვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს, ნათქვამია განცხადებაში.
თბილისი, 10 აპრილი – Sputnik. ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის 2021-2024 წლების ეროვნული სტრატეგიის 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმა განიხილეს მინისტრთა კაბინეტის წევრებმა მთავრობის სხდომაზე, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უძღვებოდა.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გეგმაში გათვალისწინებულია ევროკომისიის 12-პუნქტიანი რეკომენდაციის შესრულების მიზნით საქართველოს პარლამენტში ჩამოყალიბებული სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავებული წინადადებები.
„აღნიშნული გეგმით განსახორციელებელი ღონისძიებები ორგანიზებული დანაშაულის, „ქურდული სამყაროსა” და ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სისტემური გაძლიერების, ასევე კიბერდანაშაულის პრევენციისა და გამოძიების ეფექტიანობის ამაღლების წინაპირობაა“, – ნათქვამია განცხადებაში.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და ა.შ.
საქართველო ევროკომისიის შუალედურ შეფასებას ზაფხულში ელოდება, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მისაღებად – წლის ბოლოს.