https://sputnik-georgia.com/20230410/konkurenciis-saagebto-swrafi-kvebis-bazarze-dargvevebs-swavlobs-276590476.html
კონკურენციის სააგენტო სწრაფი კვების ბაზარზე დარღვევებს სწავლობს
კონკურენციის სააგენტო სწრაფი კვების ბაზარზე დარღვევებს სწავლობს
Sputnik საქართველო
სააგენტო შესაბამის გადაწყვეტილებას საქმის მოკვლევის დაწყებიდან არაუგვიანეს 6 თვის ვადაში იღებს. 10.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-10T12:51+0400
2023-04-10T12:51+0400
2023-04-10T18:13+0400
საქართველო
კონკურენციის სააგენტო
შემთხვევები საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/0b/264344335_0:49:3468:2000_1920x0_80_0_0_6d299ca0e8d72c236f7b0a63594ab309.jpg
თბილისი, 10 აპრილი – Sputnik. საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ შპს „წერეთლის მექსიკურის“ საჩივრის საფუძველზე სწრაფი კვების ბაზარზე მოქმედი კომპანიების დავაზე მოკვლევა დაიწყო.სააგენტოს ინფორმაციით, საკითხი ეხება ორი კომპანიის მხრიდან არაკეთილსინდისიერი კონკურენციის სავარაუდო ფაქტს. კერძოდ, მომჩივანი კომპანიის სასაქონლო ნიშნებისა და გარეგნული იერსახის მითვისება/მიმსგავსებას.სააგენტო შესაბამის გადაწყვეტილებას საქმის მოკვლევის დაწყებიდან არაუგვიანეს 6 თვის ვადაში იღებს. საკითხის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით კი მოკვლევის პროცესი შეიძლება 18 თვემდე გაგრძელდეს.რამდენად არის დაცული მომხმარებელთა უფლებები საქართველოში - კონკურენციის სააგენტოს ანგარიში>>>ამ ეტაპზე კონკურენციის ეროვნული სააგენტო 5 საქმეს განიხილავს – შეთანხმებული ქმედების, დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების, არაკეთილსინდისიერი კონკურენციის და ადმინისტრაციული უწყების მხრიდან კონკურენციის შეზღუდვის სავარაუდო შემთხვევებს – საავტომობილო საწვავის, თამბაქოს, საზღვაო ტრანსპორტის, ბილეთების ონლაინ-რეალიზაციის და მუნიციპალური პროექტების ზედამხედველობის სექტორებში.2023 წელს უწყებამ ერთი მოკვლევა დაასრულა და ადმინისტრაციული უწყების მხრიდან კონკურენციის შეზღუდვის ფაქტი დაადგინა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/0b/264344335_369:0:3100:2048_1920x0_80_0_0_456c86bcc917eeb5626d43d152fdfeee.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, კონკურენციის სააგენტო, შემთხვევები საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, კონკურენციის სააგენტო, შემთხვევები საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
კონკურენციის სააგენტო სწრაფი კვების ბაზარზე დარღვევებს სწავლობს
12:51 10.04.2023 (განახლებულია: 18:13 10.04.2023) სააგენტო შესაბამის გადაწყვეტილებას საქმის მოკვლევის დაწყებიდან არაუგვიანეს 6 თვის ვადაში იღებს.
თბილისი, 10 აპრილი – Sputnik. საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ შპს „წერეთლის მექსიკურის“ საჩივრის საფუძველზე სწრაფი კვების ბაზარზე მოქმედი კომპანიების დავაზე მოკვლევა დაიწყო.
სააგენტოს ინფორმაციით, საკითხი ეხება ორი კომპანიის მხრიდან არაკეთილსინდისიერი კონკურენციის სავარაუდო ფაქტს. კერძოდ, მომჩივანი კომპანიის სასაქონლო ნიშნებისა და გარეგნული იერსახის მითვისება/მიმსგავსებას.
სააგენტო შესაბამის გადაწყვეტილებას საქმის მოკვლევის დაწყებიდან არაუგვიანეს 6 თვის ვადაში იღებს. საკითხის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით კი მოკვლევის პროცესი შეიძლება 18 თვემდე გაგრძელდეს.
ამ ეტაპზე კონკურენციის ეროვნული სააგენტო 5 საქმეს განიხილავს – შეთანხმებული ქმედების, დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების, არაკეთილსინდისიერი კონკურენციის და ადმინისტრაციული უწყების მხრიდან კონკურენციის შეზღუდვის სავარაუდო შემთხვევებს – საავტომობილო საწვავის, თამბაქოს, საზღვაო ტრანსპორტის, ბილეთების ონლაინ-რეალიზაციის და მუნიციპალური პროექტების ზედამხედველობის სექტორებში.
2023 წელს უწყებამ ერთი მოკვლევა დაასრულა და ადმინისტრაციული უწყების მხრიდან კონკურენციის შეზღუდვის ფაქტი დაადგინა.