https://sputnik-georgia.com/20230410/jvanias-moedanze-sacobebi-arar-iqneba-kaxa-kalaze-276606915.html
ჟვანიას მოედანზე „საცობები“ აღარ იქნება - კახა კალაძე
ჟვანიას მოედანზე „საცობები“ აღარ იქნება - კახა კალაძე
Sputnik საქართველო
თბილისში ბოლო წლებში აქტიურად ხორციელდება სატრანსპორტო რეფორმა. 10.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-10T21:38+0400
2023-04-10T21:38+0400
2023-04-10T23:12+0400
ახალი ამბები
საქართველო
თბილისი დღეს
თბილისის მერია
კახა კალაძე
ტრანსპორტი საქართველოში
ვითარება გზებზე
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/02/275403649_383:590:1691:1326_1920x0_80_0_0_77930ce88597d38b66f635022f01305c.jpg
თბილისი, 10 აპრილი – Sputnik. ჟვანიას მოედანზე ინფრასტრუქტურული სამუშაოების დასრულების შემდეგ გადაადგილების შეფერხება აღარ იქნება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.თბილისში ბოლო წლებში აქტიურად ხორციელდება სატრანსპორტო რეფორმა, რომლის მიზანია დედაქალაქის განტვირთვა „საცობებისგან“, რათა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა უფრო კომფორტული, უსაფრთხო და სწრაფი გახდეს მოქალაქეებისთვის.მერის თქმით, ჟვანიას მოედანზე არსებული გზაჯვარედინის დიზაინის ცვლილება მოქალაქეთა გადაადგილებას კიდევ უფრო კომფორტულს გახდის.მერის განცხადებით, სოციალურ ქსელში ვრცელდება დეზინფორმაცია სამუშაოებზე, რომლებიც ე.წ. უსაფრთხოების კუნძულების მონიშვნას უკავშირდება.„სოციალურ ქსელში მიმდინარეობს სიცრუის მიზანმიმართული ტირაჟირება, თითქოს საგზაო ზოლს ვამცირებთ ე.წ. გზაგამყოფებით და მწვანე კუნძულებით. წერენ, რომ აქამდე არ იყო „საცობები“, ახლა კი ჭირს გადაადგილება“, – განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერია წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის დაწყებას აღდგომის მერე გეგმავს >>დედაქალაქის მერმა წარმოადგინა ფოტომასალა, თუ როგორ გამოიყურებოდა ჟვანიას მოედანი სამუშაოების დაწყებამდე.კალაძის ინფორმაციით, ჟვანიას მოედნის მონაკვეთზე დღის განმავლობაში მიკროავტობუსებსა და ავტობუსებს 11 მარშრუტზე 60 ათასამდე მგზავრი გადაჰყავს. სამუშაოების შედეგად მოხდება არსებული კუნძულების გამწვანება და მათი ფართობი 565-დან 396 კვადრატულ მეტრამდე შემცირდება, და არა პირიქით.ამას გარდა, თბილისის მერია უახლოეს დღეებში დაიწყებს მასშტაბურ სარემონტო სამუშაოებს წერეთლის გამზირზე. რემონტის დასრულება 2024 წლის იანვრამდე იგეგმება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/02/275403649_520:619:1504:1357_1920x0_80_0_0_1554f8cc331bb5f6fb31e7c1b41fa0d9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, თბილისი დღეს, თბილისის მერია, კახა კალაძე , ტრანსპორტი საქართველოში, ვითარება გზებზე, საზოგადოება
ახალი ამბები, საქართველო, თბილისი დღეს, თბილისის მერია, კახა კალაძე , ტრანსპორტი საქართველოში, ვითარება გზებზე, საზოგადოება
ჟვანიას მოედანზე „საცობები“ აღარ იქნება - კახა კალაძე
21:38 10.04.2023 (განახლებულია: 23:12 10.04.2023) თბილისში ბოლო წლებში აქტიურად ხორციელდება სატრანსპორტო რეფორმა.
თბილისი, 10 აპრილი – Sputnik. ჟვანიას მოედანზე ინფრასტრუქტურული სამუშაოების დასრულების შემდეგ გადაადგილების შეფერხება აღარ იქნება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.
თბილისში ბოლო წლებში აქტიურად ხორციელდება სატრანსპორტო რეფორმა, რომლის მიზანია დედაქალაქის განტვირთვა „საცობებისგან“, რათა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა უფრო კომფორტული, უსაფრთხო და სწრაფი გახდეს მოქალაქეებისთვის.
„სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობა, ტექნიკის მუშაობა გადაადგილების შეფერხებას იწვევს და „საცობი“ იქმნება. ეს მონაკვეთი მხოლოდ გარკვეული დღეების განმავლობაში გადაიკეტა, რადგან მიწისქვეშა მილები იცვლებოდა. მინდა დაგარწმუნოთ, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ გადაადგილება თავისუფლად იქნება შესაძლებელი“, – განაცხადა კალაძემ.
მერის თქმით, ჟვანიას მოედანზე არსებული გზაჯვარედინის დიზაინის ცვლილება მოქალაქეთა გადაადგილებას კიდევ უფრო კომფორტულს გახდის.
მერის განცხადებით, სოციალურ ქსელში ვრცელდება დეზინფორმაცია სამუშაოებზე, რომლებიც ე.წ. უსაფრთხოების კუნძულების მონიშვნას უკავშირდება.
„სოციალურ ქსელში მიმდინარეობს სიცრუის მიზანმიმართული ტირაჟირება, თითქოს საგზაო ზოლს ვამცირებთ ე.წ. გზაგამყოფებით და მწვანე კუნძულებით. წერენ, რომ აქამდე არ იყო „საცობები“, ახლა კი ჭირს გადაადგილება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა წარმოადგინა ფოტომასალა, თუ როგორ გამოიყურებოდა ჟვანიას მოედანი სამუშაოების დაწყებამდე.
კალაძის ინფორმაციით, ჟვანიას მოედნის მონაკვეთზე დღის განმავლობაში მიკროავტობუსებსა და ავტობუსებს 11 მარშრუტზე 60 ათასამდე მგზავრი გადაჰყავს. სამუშაოების შედეგად მოხდება არსებული კუნძულების გამწვანება და მათი ფართობი 565-დან 396 კვადრატულ მეტრამდე შემცირდება, და არა პირიქით.
ამას გარდა, თბილისის მერია უახლოეს დღეებში დაიწყებს მასშტაბურ სარემონტო სამუშაოებს წერეთლის გამზირზე. რემონტის დასრულება 2024 წლის იანვრამდე იგეგმება.